ახლობლები ხშირად გვართმევენ ფულს, მაგრამ არც კი ფიქრობენ დაბრუნებაზე, მეტი აღარ შემიძლია…

1355

უნდა ვასესხოთ თუ არა ნათესავებს და ახლო მეგობრებს ფული, თუ ისინი ამ თანხის დაბრუნებას არ ჩქარობენ? პასუხი აშკარაა, თუმცა ბევრ ადამიანს არ შეუძლია უარი უთხრას ახლობელს დახმარებაზე. ხოლო როდესაც ფულს დათქმულ დროს არ უბრუნებენ, ეუხერხულებათ მოთხოვნა და ერიდებიან ურთიერთობის გაფუჭებას.დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ერთი მკითხველის ამბავს, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა ახლობლებს, მაგრამ საბოლოოდ ძალიან ინანა. რატომ მოხდა ასე?

შეიძლება თუ არა ფულის სესხება – “მე და ჩემი ქმარი ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვიყავით. ალბათ ეს იყო ჩვენი ფინანსური წარმატების გასაღები. ქორწილის შემდეგ გადავწყვიტეთ მცირე ბიზნესი დაგვეწყო და მალევე განვახორციელეთ ჩვენი გეგმები.” – გვწერს ანასტასია.

“საქმე იმაშია, რომ ჩემი ქმარი პატარა ასაკიდან მუშაობდა ავტომექანიკოსად. უყვარდა მანქანების კეთება და თავადაც შეეძლო მრავალი სამუშაოს შესრულება. თავდაპირველად მანქანებს თავის ავტოფარეხში აკეთებდა, მერე ნელ-ნელა გავფართოვდით, ვიქირავეთ უფრო დიდი ფართი, ტექნიკა… მოგვიანებით ავტოსამრეცხაო და ავტოსარემონტო მაღაზია გავხსენით.”მე ჩვენი ბიზნესის ბუღალტერიას ვაწარმოებდი, ვიყავი ადმინისტრატორიც. არ გავჩერებულვარ ორსულობის დროსაც და მშობიარობის შემდეგ მალევე დავუბრუნდი საქმეს ბავშვთან ერთად. მე და ჩემმა ქმარმა კარგად მოვახერხეთ შვილის გაზრდა ბიძების, დეიდების, ბებია-ბაბუების და სხვა ნათესავების დახმარების გარეშე.”

ჩვენს ახლობლებს რატომღაც ეგონათ, რომ რადგან მე და ჩემს ქმარს ბიზნესი გვქონდა, ფულიც ბევრი გვქონდა. ეს რა თქმა უნდა არ იყო ასე და რაც გვქონდა, იმისთვის დილიდან საღამომდე შეუსვენებლად ვშრომობდით.ისინი ითხოვდნენ მანქანების უფასოდ შეკეთებას – რატომაც არა, ჩვენ ხომ მდიდრები ვართ, მათ კი ფული არ აქვთ. ზოგი ნათესავი სახელოსნოს ზღურბლზე გავიცანით.

ნათესავები გვთხოვენ ვასესხოთ ფული – ფული ყველას ჭირდება, ამიტომ არც ჩემს და არც ქმრის მშობლებს არ ერიდებოდათ ჩვენთვის ფულის გამორთმევა, შემდეგ კი არ გვიბრუნებდნენ. დედამთილი არა მარტო თავისთვის, დისთვის და ძმისშვილებისთვისაც გვთხოვდა.ჩემი ქმრის ბიძაშვილმა საკმაოდ დიდი თანხა გამოგვართვა და ოჯახი დასასვენებლად ზღვაზე წაიყვანა. დაგვპირდა, რომ ნაწილ-ნაწილ დაგვიბრუნებდა. უკვე მეოთხე წელია, არაფერი მოუცია. ამბობს, რომ ხელფასი დაბალი აქვს და ვერ გადადო თანხა. მაშინ ჩემმა ქმარმა ბევრად მაღალი ხელფასით ავტოსამრეცხაოზე მუშაობა შესთავაზა და ამაზე გაგვინაწყენდა კიდეც.შემდეგ უბედურება დაგვატყდა თავს. ჩვენი პატარა ვაჟი მძიმედ დაავადდა და სასწრაფოდ დიდი თანხა დაგვჭირდა. ხელზე ამდენი თანხა არ გვქონდა, ამიტომ დახმარებისთვის ახლობლებს მივმართეთ. დავურეკეთ ყველას, მათ შორის იმათაც, ვისაც უსასყიდლოდ ვეხმარებოდით ხოლმე. ყველა თანაგვიგრძნობდა, მაგრამ ფული არავის მოუცია.

ისევ თავად მოვახერხეთ ყველაფერი: გავყიდეთ მანქანა, ავიღეთ სესხი სახლისა და სახელოსნოს უზრუნველყოფით. მკურნალობა შედეგიანი აღმოჩდა და ბავშვი კარგად იყო. ახლა ნელ-ნელა გამოვდივართ ვალებიდან, ამისთვის უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ. იმ ახლობლებთან კი, ვინც გვერდით არ დაგვიდგა, ურთიერთობა შევწყვიტეთ.

რჩევა რედაქციისგან: ანასტასიამ და მისმა მეუღლემ კარგი გაკვეთილი მიიღეს და სწორად მოიქცნენ. თუმცა, უარის თქმა ბევრად ადრე უნდა ესწავლათ. სამწუხაროა, რომ განსაცდელის გავლა მოუწიათ ამის გასაცნობიერებლად, მაგრამ კარგია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. თქვენ რას ფიქრობთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს