მოძალადის მსხვერპლი ყოველთვის ვერ აცნობიერებს , რომ ის მსხვერპლია. მოძალადეები კარგად ახერხებენ ადამიანების მანიპულირებას და იციან მისი სისუსტეები. მოძალადე შეიძლება იყოს ნათესავი, მეგობარი, კოლეგა ან მეუღლე. რატომ ვერ აკეთებს ვერაფერს ადამიანი, რომელსაც ცუდად ექცევიან? ჩემი ერთ-ერთი მეგობარი 6 წელია გათხოვილია. ჰყავს პატარა ვაჟი, ქმარი კი ინტელიგენტური და თავაზიანი ადამიანია… თუმცა, საზოგადოებაშიც და სახლშიც დასცინის ცოლს. როდესაც ჩემს მეგობარს ვკითხე, თუ რატომ ჩერდებოდა ასეთ კაცთან, ცრემლები მოერია, მაგრამ თქვა, რომ ბავშვს მამა უნდა ჰყავდეს.
დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით ამბავს ქალზე, რომელიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. სიყვარული ბრმაა და ხშირად ვერ ამჩნევ ბევრ რამეს.ანა სარკესთან იდგა, თავს იწესრიგებდა და თან ფიქრობდა: “ტანსაცმელი გავაუთოვე, წვნიანი მოვამზადე, ნამცხვარი ღუმელში შევდე” – ასე ხვდებოდა თავის მეუღლეს, რათა როგორმე ესიამოვნებინა. ვახო საკმაოდ მომხიბვლელი ახალგაზრდა იყო, ლამაზად უვლიდა, ჩუქნიდა ყვავილებს. რაც ქმარი გახდა, სამსახურის შემდეგ ყოველ დღე თაიგულით მოდიოდა. იდეალური ოჯახია ხომ? გოგონა ოთახებში დარბოდა, ამოწმებდა ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა, გაასწორა საწოლის გადასაფარებელი, შეამოწმა მტვერი ფანჯრის რაფებზე. მთელი დღე ასუფთავებდა, ამზადებდა, დარბოდა მაღაზიებში და ცდილობდა სახლში ყველაფერი წესრიგში ჰქონოდა. როდესაც ვახო სამსახურიდან ბრუნდებოდა, უყვარდა ანას თმის სურნელი: “გამარჯობა, ჩემო სიყვარულო, ეს შენ!” და ალისფერი ვარდები მიაწოდა.
-გმადლობ, ძვირფასო – გაუბედავად უპასუხა ანამ და გაიღიმა. ქმარმა იცოდა, რომ ცოლს მიხაკები უყვარდა, მაგრამ არასდროს ჩუქნიდა. თავი ბედნიერად რომ მოჩვენება ანამ კარგა ხანია ისწავლა და არასდროს არაფერში არ ადანაშაულებდა ქმარს.ვახომ ყურადღებით შეათვალიერა იდეალურად დალაგებული სამზარეულო, მაგიდას მიუჯდა და საჭმლის დაგემოვნება დაიწყო. ჭამდა რესტორნის კრიტიკოსივით: “ეს რაღაც ახალია” – წვნიანიდან ხორცის ნაჭერი ამოიღო და შუბლი შეჭმუხნა:”-შენ რა, მარილი გააზავე წვნიანით?” ანა გაწითლდა და ცრემლები მოადგა, მექანიკურად ხელები აიფარა სახეზე, რადგან არ იცოდა რა ელოდა.როდესაც ქმარს რამე არ მოეწონებოდა, ურჩხულად იქცეოდა ხოლმე. მისი სიბრაზის შემდეგ ანა კვირაობით ვეღარ გადიოდა სახლიდან. ჯერ პირველი სილა მოხვდა, მერე მეორე… ანა ცდილობდა ჩუმად ყოფილიყო, რომ ქმარი უფრო მეტად არ გაებრაზებინა. “ბოდიში…” – ამოილუღლუღა მან.
იდეალური ოჯახი: “შენ რა, საჭმლის კეთება დაგავიწყდა? არ მესმის, როგორ არ შეგიძლია იყო კარგი ცოლი? ზიხარ სახლში, ყველაფერი მორთმეული გაქვს, შენ კი… თუ რამე არ მოგწონს, ჩაალაგე შენი ძონძები და მიბრძანდი აქედან!” ვახომ წიხლიც ჩაარტყა აქვითინებულ ცოლს და ოთახიდან გავიდა.ანა ტიროდა და ცდილობდა გაეხსენებინა, როდის დაიწყო ეს ყველაფერი, როდის გადაიქცა სიმპათიური, მომხიბვლელი მამაკაცი საშინელ მონსტრად? გონებაში უტივტივდებოდა ფრაზები: “მოკლე ვარცხნილობა უფრო გიხდება… ეს არა, ის კაბა გირჩევნია… მეგობრებთან არ წახვიდე, გვიანია… რაში გჭირდება მუშაობა, ყველაფერი გაქვს…” ეს ფრაზები შეუმჩნევლად ართმევდნენ არჩევანის უფლებას და თანდათან მოსამსახურედ აქცევდნენ.მათ სახლში სტუმრებს აღარ ეპატიჟებოდნენ, რადგან ვახო სამსახურში იღლებოდა და არ სიამოვნებდა. თავიდან ანა მეგობრებთან თავად მიდიოდა, ხოლმე, მერე თანდათან მათაც ჩამოშორდა. დამ უთხრა: “გამოფხიზლდი, სანამ შვილი გეყოლება, გაშორდი ქმარს!” ანა გაბრაზდა და დასთანაც შეწყვიტა ურთიერთობა.
ეს სიყვარულია? – “მე მას ვუყვარვარ” – ეუბნებოდა ანა სარკეში საკუთარ თავს – ფერმკრთალი, სულ ნამტირალევი. ცდილობს კარგი ცოლი იყოს, მაგრამ დაიღალა არსებული ხარვეზების გამოსწორებით. შემდეგ კი თავში ზარივით დარეკა რაღაცამ, ეს საშინელი ბრაზი იყო. ის არასდროს ბრაზდებოდა – კარგი ცოლები ხომ ასე არ იქცევიან? ახლა კი მიხვდა ფრაზის მნიშვნელობას: “რა კარგია, რომ შვილი არ ჰყავს.”ვახო ტელეფონის ზარმა გააღვიძა: “რატომ აგვიანებთ სამსახურში, ბატონო ვახტანგ?” – რეკავდა თანამშრომელი. ვახო წამოხტა: “ანა, შე საზიზღარო ქალო, რატომ არ გამაღვიძე?” პასუხი არავინ გასცა. მთელი სახლი დაათვალიერა, მაგრამ ანა არსად ჩანდა. არ იყო არც მისი ნივთები და არც საბუთები. მაგიდაზე წერილი იდო: “საზიზღარი არსება!”
რჩევა რედაქციისგან: იმედს ვიტოვებთ, რომ გოგონა ნორმალურად ცხოვრებას შეძლებს. თუმცა, ძალადობის მსხვერპლი კარგა ხანს ვერ ახერხებს ხოლმე გონზე მოსვლას. მსხვერპლს არ შეუძლია ხოლმე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ეშინია საზოგადოების რეაქციის, გაკიცხვის, არ აქვს წასასვლელი, რცხვენია შვილების და ა.შ.ჯანსაღი ურთიერთობები ეს არის ურთიერთგაგება და მხარდაჭერა. ასეთ დროს პარტნიორები თანასწორები არიან და აქვთ პირადი სივრცე, საზღვრები. დროულად ამოიცანით ტოქსიკური ადამიანი და მიიღეთ შესაბამისი ზომები. მიმართეთ ფსიქოთერაპევტს, რათა აღარ აღმოჩნდეთ მსგავს სიტუაციაში. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.