ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია გარკვეული დოგმები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ. მამაკაცი უნდა იყოს მარჩენალი, ოჯახის თავი, ძლიერი. ქალმა კი უნდა შექმნას სახლში კომფორტული გარემო და ქმრის მორჩილი იყოს.მაგრამ რა უნდა ქნას წყვილმა, სადავ ოჯახის უფროსი ვერ უზრუნველყოფს ღირსეულ ფინანსურ კომფორტს? ასეთ დროს ქალები ცდილობენ ზიდონ საკუთარი მხრებით ოჯახის სიმძიმე და საკუთარ თავზე თქვან უარი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:
მამაკაცი მოიპოვებს ქალს
“…ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო. ის ყვავილებს ჩუქნიდა, უკითხავდა ლექსებს. ეცვა მოკრძალებულად და უხერხულობისგან იშმუშნებოდა.ტიპიური ღარიბი სტუდენტი გასული საუკუნიდან. ჩვენს დროში ასეთ პერსონაჟებს ღიმილით უყურებენ, მაგრამ რეალურად, მორალური თვალსაზრისით, ეს პერიოდი მამაკაცის ცხოვრებაში საკმაოდ რთულია. არ აქვს ფული, მაგრამ აქვს ბევრი ვალდებულება და თუ დროულად არ შეცვლის რამეს, მთელი ცხოვრება ასეთ “სტუდენტად” დარჩება.ითვლება, რომ სიღარიბე რაღაც უფრო მეტია. ეს არ არის სიტუაცია, რომელიც მალე დამთავრდება. ეს არის ადამიანის ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც არ აძლევს მას განვითარების და წინსვლის საშუალებას. იქვე ჩნდება წარუმატებელი ქორწინება, ცუდი სამსახური და სესხები.
რაც შეხება ქალებს – თუ გაუთხოვარი ქალი საკუთარ თავს დაიჭერს იმ აზრში, რომ მისი თაყვანისმცემლები მეწვრილმანეები არიან, უნდა დაფიქრდეს. მამაკაცმა არ დაპატიჟა ყავაზე, ან არ უყიდა საყვარელი ტკბილეული, არ დაეხმარა საქმეში, ხოლო ქალის უკმაყოფილების გამოხატვის შემდეგ მოყვა მთელი ისტორია, თუ როგორ უჭირს და როგორ დაიღალა. ეს საკმაოდ აშკარა და საკმაოდ აშკარა და საგანგაშო ნიშნებია.პირველ რიგში ასეთი მამაკაცებით გარემოცვა მიუთითებს, რომ ქალი მარტივად ხელმისაწვდომია. სხვა შემთხვევაში, ის მაშინვე შეწყვეტდა მათთან ურთიერთობას. საქმე აქ მხოლოდ ფინასურ მდგომარეობაში არ არის. მთავარი დამოკიდებულებაა. მდიდარი დედიკოს ბიჭიც შეიძლება აუტანელი იყოს ურთიერთობაში.შესაძლოა, ქალს ჯერ კიდევ არ მოშუშებია ჭრილობები წარსული ურთიერთობიდან და თვითშეფასება აქვს დაბალი. ხშირად გაიგებთ, რომ ლამაზი, ჭკვიანი ქალი ურთიერთობას იჭერს უპერსპექტივო, ცარიელ არსებასთან, უყვარდება და არ აინტერესებს, მისი უპერსპექტიობა.
და ბოლოს, უნდა გითხრათ, რომ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის დასაწყისი მისი პრობლემად მიღებაა. საჭიროა ფხიზელი თვალით შევხედოთ სიტუაციას და გავარკვიოთ, რატომ ვართ გარშემორტყმული ისეთი მამაკაცებით, რომელსაც ხალხი არარაობას უწოდებს. ეს არის პირველი ნაბიჯი პრობლემისგან განთავისუფლებასა და უკეთესი ცხოვრებისკენ. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.