როდესაც ვიზრდებით, ვცდილობთ ჩვენი ცხოვრება კარგად მოვაწყოთ: ვეძებთ ღირსეულ სამუშაოს, ვქმნით ოჯახს, ვაშენებთ სახლს, ვიცვლით საცხოვრებელს. იმაში ცუდი არაფერია, როდესაც ზრდასრული ადამიანი საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, მაგრამ ნაკლები დრო რჩება მოხუცი მშობლებისთვის. ლია მრავალი წელია სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ჯერ სამუშაოდ წავიდა, შემდეგ გათხოვდა და სამუდამოდ დარჩა. ამიტომ მოხუც მშობლებზე ზრუნვა საკუთარ ძმას მიანდო. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:
დედა შორს ცხოვრობს
“10წლის წინ წავედი პოლონეთში, დედა მაშინ ყოჩაღად იყო. ვცდილობდი ყოველ წელს ჩავსულიყავი დღესასწაულებზე და საჩუქრები ჩამეტანა, მაგრამ როდესაც დავქორწინდი, ვეღარ ვახერხებდი. დედა მარტო ცხოვრობს სოფელში, მამა ჩემს წასვლამდე გარდაიცვალა.კიდევ მყავს უმცროსი ძმა, რომელიც ქალაქში ცხოვრობს მეუღლესთან. მე და ჩემი ძმა შევთანხმდით, რომ დედას მიხედავდა, სახლის საქმეებში დაეხმარებოდა და საჭმელს მიუტანდა ხოლმე. მე კი ფულს გავუგზავნიდი.მე და ჩემი ქმარი ვმუშაობთ, მაგრამ დიდი დანაზოგი არ გვაქვს. მოვახერხეთ პატარა ორ ოთახიანი ბინის ყიდვა, სადაც შვილთა ერთად ვცხოვრობთ.დედას ჩემი გაგზავნილი თანხით თავის პენსიასთან ერთად წესით არაფერი არ უნდა მოკლებოდა. ჩემი ძმა დაჟინებით მოითხოვდა სოფლის სახლის მასზე გადაფორმებას. თავიდან არ მინდოდა, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ არაფერი იყო საეჭვო. მე არ მჭირდებოდა დედის სახლის წილი, ისედაც სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ.”
ძმა არ დახმარებია დედას – მთელი წელი, თვეში ერთხელ ვუგზავნიდი გარკვეულ თანხას ჩემს ძმას. ერთი წლის შემდეგ კი გადავწყვიტე სიურპრიზის გაკეთება და გაუფრთხილებლად ჩასვლა. როდესაც ჩავედი, აღმოჩნდა, რომ ძმა დედას მატერიალურად საერთოდ არ ეხმარებოდა, მხოლოდ ხანდახან შეშას თუ დაუჩეხავდა და ეგ იყო.როდესაც ძმას ვკითხე, თუ რატომ მოიქცა ასე, აგდებულად მიპასუხა, რომ სოფელში დედასავით ბევრი პენსიონერი ცხოვრობს და მშვენივრად ართმევენ საქმეს თავს. არადა დედა საკმაოდ მოტეხილი და მოუვლელი იყო. ჩემთან წაყვანა გამიჭირდებოდა, რადგან ბინაში ვიწროდ ვიყავით.
მაინც გადავწყვიტე დედას პოლონეთში წაყვანა და სანამ უფრო დიდ ბინას ვიყიდით, დროებით თავშესაფარში დავტოვე. იქ ბევრად უკეთესი პირობები აქვს, მეგობრებიც გაიჩინა და კარგადაც უვლიან. ჩვენ კი უფრო მეტად ვშრომობთ, რომ უფრო დიდ სახლში გადავიდეთ და მოხუცი ჩემთან მყავდეს.დედის სახლი გავყიდე და ძმა გაგვინაწყენდა, რადგან ვერაფერი მიიღო, ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი, რადგან ჩემთვის მთავარი დედის კეთილდღეობაა. მისთვის კი ასე ჯობდა. მინდა, რომ ღირსეული სიბერე ჰქონდეს და არაფერი მოაკლდეს.
რჩევა რედაქციისგან:ლია თვლის, რომ სწორად მოიქცა დედა რომ პოლონეთში წაიყვანა. ნაწილობრივ, მართალია, მაგრამ ხანდაზმული ადამიანისთვის საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა დიდი სტრესია. მოხუცები ხშირად არ ამბობენ, რამე რომ უჭირთ, არ სურთ შვილების შეწუხება. სინამდვილეში კი შეიძლება ლიას დედას ძალიან ენატრება თავისი სოფელი და სამშობლო. საეჭვოა, რომ ფსიქოლოგიურად კომფორტულად გრძნობდეს თავს.როგორ უნდა იგრძნო თავი კარგად იქ, სადაც არ გესმის სალაპარაკო ენა? თქვენ რას ფიქრობთ? როგორ მოიქცეოდით ლიას ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.