ისურვებდით მდიდრული სახლის შეძენას მხოლოდ 10 დოლარად? ვფიქრობ, ის ადამიანებიც კი, ვისაც აქვს საცხოვრებელი, ასეთ კაპიტალდაბანდებას სიამოვნებით დათანხმდებიან. ამერიკულ ქალაქ მონკლერში, ნიუ-ჯერსის შტატში, სწორედ ასეთი შეთავაზება გაჩნდა. რა თქმა უნდა, მსგავსი სახლის ასე იაფად შესაძენად არსებობს ერთი პირობა…
საქმე ისაა, რომ მყიდველმა სახლი ადგილიდან უნდა გადაიტანოს!
ულამაზესი სახლი 1906 წელს აშენდა. ოდესღაც, მისი მეპატრონე ობრი ლუისი – “ნოტრ დამის” ნაკრების ცნობილი ფეხბურთელი იყო, რომელიც მოგვიანებით ისტორიაში გფბ-ს პირველი შავკანიანი აგენტი გახდა.
სახლი ისტორიულ მემკვიდრეობად აღიარეს, ამიტომ მისი დანგრევა არ შეიძლება. თუმცაღა მიწა, რომელზეც შენობა დგას, სერიოზულ ბიზნესმენსა და მსხვილ მშენებელს ეკუთვნის.
ამ ადგილზე, თავის დროზე, 8 ახალი სახლი უნდა აშენდეს. თუმცა, ვილა ხელს უშლის მიწის მფლობელის სამომავლო გეგმების განხორციელებას.
გასაგებია, რომ 10 დოლარი სასაცილო ფასია სახლისთვის. უბრალოდ, მყიდველზე დოკუმენტების გაფორმება და თვითონ სახლის გადატანა დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფერს დაახლოებით 60 000-მდე დოლარი დასჭირდება. თუმცაღა, ეს მაინც იმაზე უფრო იაფია, ვიდრე სახლის ახლიდან აშენება, ამიტომ მყიდველი აუცილებლად გამოჩნდება.
საინტერესოა, თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არაა. წყვილმა მინესოტაში სახლი სულ 1 დოლარად იყიდა, ხოლო მის გადატანაზე 22 ათასამდე დახარჯა.
თქვენ იყიდდით ასეთ სახლს?