ერთხელ სოციალურ ქსელში შეშფოთებული ქალის შეკითხვას წავაწყდი, რომელმაც შემთხვევით ქმრის საბანკო ბარათები გარეცხა. ის ძალიან აღელვებული იყო და არ იცოდა რა ექნა. მართლაც, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ასეთ დროს? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შევეცდებით რამდენიმე რჩევა მოგცეთ.
საბანკო ბარათების გამოყენება
ხშირად ხდება ხოლმე, რომ შარვალთან ერთად სარეცხ მანქანაში ფული, მონეტები და საბანკო ბარათი აღმოჩნდება.სპეციალისტები გვირჩევენ, არ ავღელდეთ. ხშირ შემთხვევაში ბარათები ძველებურად მუშაობს ხოლმე, ხოლო თუ დაზიანდება, შეგიძლიათ უბრალოდ ახალი შეუკვეთოთ, რაც ყოველთვის სწრაფად და იაფად ხერხდება.პლასტიკური ბარათ მდგრადია გარემო პირობების მიმართ. მას არ აზიანებს არც მაღალი ტემპერატურა და არც ქიმიური ნივთიერებები, კარგად იტანს ტენს. თუმცა, მასში ჩამონტაჟებული მიკრო ჩიპი უფრო სათუთია და შეიძლება დაზიანდეს.
თუ ბარათს აქვს მაგნიტური ზოლი, ის ჩვეულებრივად იმუშავებს, ხოლო თუ ჩიპიანია, შეიძლება გარეცხვის შემდეგ დაზიანდეს.ბარათი შეიძლება გააფუჭოს წყლის მაღალმა ტემპერატურამ, ან ძლიერმა ქიმიურმა საშუალებამ. შეიძლება დაზიანდეს ბასრ ნივთებთან შეხებისასაც, როგორიცაა გასაღები, ბრელოკი და ა.შ.
როგორ გადავარჩინოთ საბანკო ბარათი – პირველ რიგში გარეცხილი ბარათი კარგად გაამშრალეთ რბილი ქსოვილით. არავითარ შემთხვევაში არ დადოთ რადიატორზე ან გამათბობელზე. შემდეგ დაათვალიერეთ ზედაპირი. თუ არ აქვს მნიშვნელოვანი ნაკაწრები, გასინჯეთ ტერმინალთან უახლოეს მაღაზიაში და შეამოწმეთ მისი ფუნქციები.
რჩევა რედაქციისგან: თუ ზემოთ აღნიშნული მანიპულაციების შედეგ ბარათს ტერმინალი არ მიიღებს და გადახდას გააუქმებს, მაშინ ვეღარაფერს უშველით. მოგიწევთ ბანკთან დაკავშირება და ახლის შეკვეთა. უმეტეს შემთხვევაში ახალი ბარათის აღება უფასოა და გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. ამიერიდან უფრო ყურადღებით იყავით და კარგად შეამოწმეთ ხოლმე ჯიბეები.
თქვენ გაგირეცხავთ საბანკო ბარათი? როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდა ის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.