ამ ჯადოსნური ბოთლის გარეშე საგაზაფხულო დალაგებას. შეუცვლელი საშუალება, რომელიც მთელ სახლს დააწკრიალებს.

276

თანამედროვე დიასახლისები დიდ დროს ატარებენ საოჯახო ქიმიის განყოფილებაში, სადაც ყიდულობენ ხსნარებს სხვადასხვა დანიშნულებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ეს საშუალებები საგრძნობლად ურტყამს ოჯახის ბიუჯეტს, ყოველთვის არ ძლევა სასურველ შედეგს.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში შეგახსენებთ ერთ იაფიან საშუალებას, რომელიც მრავალ პრობლემას გადაგიჭრით ერთდროულად. საუბარია წყალბადის ზეჟანგზე. როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ქიმიური ნაერთი სწორად?

საშუალება გენერალური დალაგებისთვის

  1. პერეკისის დახმარებით შეგიძლიათ გაწმინდოთ აბაზანაში კაფელს შორის ზოლები. აიღეთ ნახევარი ჭიქა სოდა, დაასხით მეოთხედი ჭიქა პერეკისი, დაუმატეთ ჭურჭლის სარეცხი სითხე – 1 ჩ/კ, კარგად აურიეთ და წაუსვით ზოლებზე. 5-7 წუთის შემდეგ ჩამორეცხეთ. შედეგით გაოცებულები დარჩებით.
  2.  იგივე ნარევით, უბრალოდ ჟელეს გარეშე, შეგიძლიათ გახეხოთ აბაზანა. აიღეთ 2/3 საჭმელი სოდა და 1/3 პერეკისი, შემდეგ წაუსვით პრობლემურ ადგილებზე, გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათი და თბილი წყლით ჩამორეცხეთ.
  3. წყალბადის ზეჟანგი კარგი საშუალებაა კბილის ჯაგრისების დეზინფექციისთვის. ჩაასხით ის ჭიქაში და მოათავსეთ შიგნით ჯაგრისი თავდაყირა. გააჩერეთ დაახლოებით 40 წუთი და კვირაში ერთხელ გაიმეორეთ ხოლმე. საერთოდ სტომატოლოგები კბილის ჯაგრისების შეცვლას 3 თვეში ერთხელ მაინც გვირჩევენ.
  4. უნიტაზიდან ჟანგის მოსაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი და ნიშადურის სპირტი პროპორციით 5:1. ხსნარი უბრალოდ წაუსვით პრობლემურ ადგილებზე და დატოვეთ ნახევარი საათი. შემდეგ გახეხეთ ჯაგრისით და ჩარეცხეთ.
  5. თუ გსურთ მაცივრის გამოწმენდა შიგნიდან, ჩაასხით პერეკისი პულივიზატორიან ბოთლში და თანაბრად შეასხურეთ ზედაპირებზე. შემდეგ გაწმინდეთ სუფთა, რბილი ქსოვილით. ის შესანიშნავად ასუფთავებს და აშორებს უსიამოვნო სუნს.

რჩევა რედაქციისგან:წყალბადის ზეჟანგი შესანიშნავი საშუალებაა გენერალური დასუფთავებისთვის. ის კარგად აშორებს ჭუჭყს და დეზიფინცირებას უკეთებს ნივთებს. პერეკისს შეუძლია გააახლოს თქვენი საყვარელი სამკაულები. სცადეთ, ნამდვილად არ ინანებთ!

თქვენ რაში იყენებთ წყალბადის ზეჟანგს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს