ცუდი მეგობრები ვარდებისთვის: რისი დარგვა არ შეიძლება მის გვერდით

863

შარშან საოცარი ბაღი მოვაწყვე. წინასწარ გავთვალე რომელი მცენარე სად უნდა დამერგო, ვიყიდე სასუქი და შევიარაღდი სარწყავი სისტემით, მაგრამ ზოგი ვარდი გახმა, ზოგმა კი საერთოდ არ იყვავილა. გამოცდილმა მეზობელმა მითხრა, რომ ცუდი კომპანიონები ვარდის გვერდით გვალვასა და ჭარბ მორწყვაზე უარესია!თუ თქვენ არ გსურთ აღმოჩნდეთ იგივე პრობლემის წინაშე, წინასწარ გაარკვიეთ, რომელი ყვავილი არ შეეფერება ვარდს მეზობლად და რომელი უშლის მას ხელს განვითარებაში. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

რომელი მცენარის მეზობლობა გააფუჭებს ვარდის ბუჩქს

  • გლადიოლუსი – ის ლამაზად გამოიყურება ვარდის გვერდით, ჰარმონიულად ავსებს მას ბაღის ანსამბლში, მაგრამ მისი დარგვა ვარდის გვერდით არ შეიძლება! გლადიოლუსს აქვს აგრესიული ფესვთა სისტემა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და ანადგურებს ნაზ ვარდს.
  • გეორგინები – ერთი შეხედვით, გეორგინები და ვარდები ძალიან ლამაზად გამოიყურებიან, მაგრამ მიწის ქვეშ პირიქით ხდება. აქ პრობლემა ისევ და ისევ ფესვებშია. გეორგინის მსხვილი ფესვები არ აძლევს ვარდს განვითარების საშუალებას.
  • კამპსისი – ტყუილად არ ამბობენ, რომ ამ მცენარის მოშენება ადვილია, მაგრამ მისი შემდეგ შეჩერება რთული. კამპსისის ფესვთა სისტემას ბეტონის ბლოკებიც კი ვერ აჩერებს. მებაღეები, რომელთაც სურდათ მისი ამოთხრა, კარგად იციან რაზე ვსაუბრობთ. ვიზუალურად მოხდენილი ვარდები შეუდარებლად გამოიყურება კამპსის ყვავილების ფონზე, მაგრამ სანამ დარგავთ, კარგდ დაფიქრდით.
  • შროშანი – ვინ იფიქრებდა, რომ ეს ნაზი და მოხდენილი ყვავილი აგრესიული მცენარეების სიაში შედიოდა! მცენარის ფესვები ძალიან სწრაფად იზრდება, შეიძლება გადავიდეს ვარდის ბუჩქშიც და წაართვას მას საკვები ნივთიერებები. ამიტომ შროშანის დარგვა ვარდის გვერდით არ არის რეკომენდებული.
  • როდოდენდონი – ამ შემთხვევაში საქმე არ ეხება საკვებ ნივთიერებებს, რადგან ვარდი და როდოდენდონი სხვადასხვა დროს ყვავის. ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან, მაგრამ სჭირდებათ განსხვავებული მოვლის პირობები. როდოდენდონს სჭირდება მჟავე ნიადაგი, რომელშიც ვარდი ვერ ხარობს.

მოაწყვეთ თქვენი ბაღი სწორად და დატკბით სურნელოვანი, ცოცხალი ყვავილებით მთელი ზაფხულის განმავლობაში. ჯანსაღი, აყვავებული მცენარეები თვალს და გულს ახარებს. თქვენ რომელი ყვავილი მოგწონთ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს