მოგზაურობის სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზად შეიძლება ინტერესი დავასახელოთ. ინტერესი არა მხოლოდ სხვა კულტურის მიმართ, არამედ სხვა ქვეყნის ადამიანების ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრების მიმართ.
დღეს ჩვენი მთავარი გმირია ევროპელი ქალი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მეგაპოლისში, ტოკიოში მუშაობს. გოგონას ერთი ბინის ქირაობა მოუწია. მისი სიტყვებით, ფასის და ხარისხის გათვალისწინებით საუკეთესო ვარიანტი იყო. ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ცხოვრების პირობები ქალაქის საშუალო მაცხოვრებლისთვის ტიპიურია.
შესასვლელში ბინის მფლობელის მიერ დატოვებული მცირე ზომის კუთხე დაგხვდებათ. იაპონელების საპატივცემულოდ, რომლებიც ბინას აქირავებენ, უნდა ითქვას, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მდგმურს ბინა მოეწონოს.
გენკანი პატარა შესასვლელია, სადაც მობრუნებაც კი გაგიჭირდებათ. აქ მიღებულია ჭუჭყიანი ფეხსაცმლის და სველი ქოლგების დატოვება.
შემდეგ ვიწრო დერეფანი მოდის. ამ ფარდის მიღმა კი ოთახი მდებარეობს.
აქ ერთადერთი ფანჯარაა, რომლის მიღმაც საწოლია მოთავსებული.
აქ იატაკზე სხდებიან. ამისთვის ოთახში სპეციალური ბალიშებია მოთავსებული.
იაპონელები სახლში სხვადასხვა მცენარეებს დიდი მოწიწებით ეპყრობიან. ხშირად სადღაც კედლებზე აქვთ ჩამოკიდული, რომ იატაკზე ადგილის ეკონომია გააკეთონ.
კურდღელი სინათლის ჩამრთველის გვერდით. კიდევ ერთი პატარა დეტალი დიასახლისისგან.
კუთხეში მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი და ელექტრო ღუმელია მოთავსებული.
იაპონელებს აივანი ძალიან უყვართ. აივანი აქაც არის, მაგრამ მასთან მისასვლელად ლოგინზე გადასვლა მოგიწევთ.
აივანი ასევე მინიატურულია. აქ ტანსაცმლის საშრობი დევს.
ეს კი მეზობელი სახლების ხედია.
სახლს დავუბრუნდეთ, დერეფანში კედელში ჩაშენებული კარადაა.
მასში ბევრი ადგილი არაა. ძალიან ბევრი ტანსაცმლის მოყვარულებისთვის საკმარისი ადგილი ნამდვილად არაა.
მეზობელ კარებში პატარა სამზარეულოა დამალული. მას ხურავენ, რომ თვალი არ მოჭრან, როცა არ იყენებენ.
საპირისპირო მხარეს სველი წერტილი მდებარეობს, რომელიც თვითმფრინავის პირველი კლასის ტუალეტის ზომისაა. მიუხედავად ამისა, აქ უნიტაზი, ონკანი და საშხაპეა მოთავსებული.
და ბოლო შტრიხი: ბინაში WI-FI მოწყობილობა გადაეცემა პორტატული მოწყობილობის სახით, რომელიც როზეტით იტენება. პირველ რიგში, როუტერები და კაბელები დიდ ადგილს არ იკავებენ. მეორე მხრივ, მოწყობილობა შეგიძლიათ თან წაიღოთ და რამდენიმე საათით გამოიყენოთ, სანამ ბატარეა არ დაჯდება.
როგორც უკვე ითქვა, მსგავსი საცხოვრებელი პირობები ტოკიოს მოსახლეობის უმეტესობისთვის ტიპიურია. ცოტა უფრო ფართო ბინის ფლობა მხოლოდ ძალიან მაღალი ხელფასის მქონე ადამიანს შეუძლია.