კრიზისის დროს ადამიანები იმარაგებენ არამალფუჭებად პროდუქტებს: წიწიბურას, ბრინჯს, შვრიას და სხვა მარცვლეულს. ბევრს აინტერესებს ფაფის გარდა რაში შეიძლება მათი გამოყენება? დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით, როგორ გააკეთოთ ფქვილი სხვადასხვა მარცვლეულისგან.
- წიწიბურას ფქვილი – ასეთი ღირებული პროდუქტის მიღება სახლის პირობებში სავსებით შესაძლებელია. ამისთვის ბურღული უნდა გაასუფთავოთ, გარეცხოთ და კარგად გააშროთ. შემდეგ დაყაროთ ტაფაზე და მსუბუქად მოხალოთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმავლობაში.შეაგრილეთ და დაფქვით საფქვავში, ჩაყარეთ მიღებული ფქვილი მშრალ ქილაში და მჭიდროდ დაახურეთ სახურავი. ეს პროდუქტი საკმაოდ დიდხანს ინახება და ძალიან სასარგებლოა.
- ბრინჯის ფქვილი – რამდენჯერმე გაავლეთ წყალში ბრინჯი და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე. ისევე, როგორც წიწიბურა, კარგად გამოაშრეთ ტაფაზე და შემდეგ დაფქვით საფქვავში. შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას.
- სიმინდის ფქვილი – გარეცხვის შემდეგ სიმინდის მარცვლებიც კარგად უნდა გამოშრეს, შემდეგ დაიფქვას. დაფქვის მერე გაცერით მსხვილ საცერზე და ნარჩენები კიდევ ერთხელ დაფქვით.
- მუხუდოს ფქვილი – ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ მუხუდოს ფქვილი, მაგრამ გამოცდილი დიასახლისები ამბობენ, რომ ნედლი ბარდისგან არ გამოდის გემრიელი. ამიტომ დაალბეთ ის მთელი ღამით წყალში და შემდეგ მსუბუქად მოხარშეთ ისე, რომ მარცვლები მკვრივი დარჩეს. გააშრეთ ღუმელში კარგად და მხოლოდ ამის შემდეგ დაფქვით. ასეთი ფქვილით შეგიძლიათ მოამზადოთ ბევრი გემრიელი კერძი.
თქვენ მოგიმზადებიათ ფქვილი სხვადასხვა ბურღულეულისგან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს