რთული დრო დადგა ეკასთვის. ამას მაშინ მიხვდა, როცა ქმარმა უთხრა, რომ კომპანია, სადაც ის შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა, იხურებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სასწრაფოდ ახალი სამსახური იყო მოსაძებნი. ეკას არ ესმოდა ქმრის პოზიციის. მას შეეძლო აემუშავებინა საკუთარი ბიზნესი და მეტი შემოსავალი ჰქონოდა. ქმარი ხომ ერთადერთი შემომტანი იყო ოჯახში, აშკარად სჭირდებოდა მას რამე მოტივაცია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:
ქმრის სამუშაო
- -ნუთუ, არაფრის გაკეთება არ შეიძლება? შენ ხომ შეგიძლია საკუთარი საქმე გქონდეს. ვინც ეს მოახერხა, ახლა მალდივებზე ისვენებს ხოლმე!
- -ყველაფერი ასე მარტივად არ არის – მშვიდად უპასუხა ქმარმა – საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ინვესტიციაა საჭირო.
- -მერე მოიპოვე!
- -ამ რთულ პერიოდში ინვესტორის პოვნა თითქმის შეუძლებელია. მოვძებნი რამე სამსახურს, ან ახალ სპეციალობას დავეუფლები. მანამდე კი ქამრების შემოჭერა მოგვიწევს.
ეკა არ ეთანხმებოდა ქმარს. საკმარისი მონდომება რომ ჰქონოდა, აუცილებლად იპოვიდა გამოსავალს და გახდებოდა ერთ-ერთი მცირე მეწარმე, რომელზეც რეგულარულად კითხულობდა ხოლმე სოციალურ ქსელებში. მთავარია, გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და ბედი სცადო. ქმარს კი ამის გაკეთება არ სურს.
იძულებითი ზომები – გადიოდა დრო. ქმარი ახალ პროფესიას ეუფლებოდა, ამას კი დრო სჭირდებოდა. დანაზოგი დღითიდღე მცირდებოდა. თავად ანას ვერ წარმოედგინა თავი ოჯახის მარჩენალად. მისი სამუშაო ქმრის მხარდაჭერა და წახალისება იყო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ის ჯიუტად აგრძელებდა ახლი პროფესიის შესწავლას.ეკა არ ნებდებოდა და გადაწყვიტა ქმრისთვის დაბადების დღეზე ეჩუქებინა მარათონზე დასწრება, რომლის გავლის შემდეგ ადამიანს უკეთ შეეძლო მიზნისთვის მიღწევა. მთავარი იყო ქმარს ყურადღებით მოესმინა და გაეთავისებინა რჩევები.
სიურპრიზი დაბადების დღისთვის – ეკამ დაბადების დღისთვის ტორტი შეუკვეთა, მოამზადა გემრიელი კერძები.
- -რატომ მოამზადე ამდენი რამე? ხომ გთხოვე, არაფერი გაგეკეთებინა?
- -ეს კიდევ არ არის ყველაფერი, საჩუქარიც მოგიმზადე, ელექტრონულ ფოსტაზე გამოგიგზავნე ეხლა.ქმარმა გაოცებულმა აიღო ტელეფონი და ფოსტა გახსნა. ყურადღებით წაიკითხა ტექსტის შინაარსი.
- -ეს რა არის?
- -ეს შენი მიმართულება პიროვნული ზრდისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის. არ მოგწონს?
- -და რა დაჯდა ეს მარათონი?ეკამ თანხა დაასახელა. ქმარმა ტელეფონი დადო და საძინებელ ოთახში გავიდა. აიღო ცოლის ვარდისფერი ბორბლებიანი ჩემოდანი და კაბები, ქუსლიანი ფეხსაცმელები შიგნით ჩაყარა.
- -რას აკეთებ?
- -ვიშორებ ყველაფერ ზედმეტს პიროვნული ზრდისთვის. როგორ შეგეძლო ამდენი ფული დაგეხარჯა ასეთ სისულელეში? იმის მაგივრად, რომ რამე სასარგებლო გააკეთო. იქნებ სამსახური გეშოვა და ოჯახს დახმარებოდი? მომბეზრდა ეს ყველაფერი, უმჯობესია, დავშორდეთ!
რას გვასწავლის ეს ამბავი? – იმ დღევანდელი ენთუზიაზმის წყალობით ეკამ დაკარგა არა მარტო ქმრის შემოსავალი, არამედ სტაბილური ოჯახური ცხოვრებაც. ქმარმა კი მართლაც თავიდან დაიწყო ცხოვრება, რადგან აღარ იყო იძულებული ეზრუნა თავის ვიწრო აზროვნების ცოლზე და შეეძლო ემართა თავისი ცხოვრება ისე, როგორც სურდა.