უბრალო მოქალაქეებს ხშირად აწუხებთ ყოფითი პრობლემები. ვიღაც ქორწინდება, ვიღაც შორდება, ვიღაცას უთანხმოება აქვს ახლობლებთან. საკითხი რთულია, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი: შეიძლება თუ არა ამოწერო ადამიანი ბინიდან მისი თანხმობის გარეშე? მსგავს სიტუაციაში ბევრი შეიძლება აღმოჩნდეს.პაპარაცის ერთ-ერთი მკითხველი საგონებელში ჩავარდა: როგორ შეიძლება ღვიძლი ძმა იყოს ასეთ უსინდისო? სამწუხაროდ, მისი გულის მდგომარეობის და უფულობის გამო კარგი იურისტის დაქირავება არ შეუძლია, მაგრამ სოციალური ქსელით ბევრი ადამიანი სარგებლობს და ურჩევს რაიმე გონივრულს.
შესაძლებელია თუ არა ამოგწერონ ბინიდან შენი თანხმობის გარეშე?
“მოგესალმებით, გწერთ იმ იმედით, რომ ვინმე შეძლებს რჩევის მოცემას. მე მქვია მირიანი, ვარ 43 წლის. მთელი ცხოვრება ქარხანაში ვმუშაობდი, მყავს ცოლი და ორი ქალიშვილი. ჩვეულებრივად ვცხოვრობ, არაფერი განსაკუთრებული.საქმე იმაშია, რომ ჩემს ძმას სურს ჩემი ოჯახი ბინიდან ამოწეროს, რა თქმა უნდა, ცემი თანხმობის გარეშე. გული და სული მტკივა მისი ასეთი ქცევის გამო. ჩვენ ორი ძმა ვართ, მე უფროსი ვარ და ყოველთვის ვზრუნავდი მასზე. დედამ ფაქტიურად მამის მოვალეობა დამაკისრა. ვაკეთებდი სახლის საქმეებს, ვასწავლიდი ძმას ცხოვრებას, ვაძლევდი ფულს.
როდესაც ცოლი მოვიყვანე, მაინც ყოველთვის ვეხმარებოდი ახლობლებს. შემდეგ ყველამ ერთად შევკრიბეთ თანხა, ავიღეთ სესხი და ძმას ცალკე ბინა ვაყიდინეთ, მე ოჯახთან ერთად ნაქირავებში გადავედი.როდესაც დედა ავად გახდა, გადავწყვიტე უკან გადავსულიყავი. მე და ჩემი მეუღლე ერთად ვუვლიდით მოხუცს. ჩემი ძმა და მისი მეგობარი ქალი ხანდახან მოდიოდნენ სტუმრად, მაგრამ მოვლასა და დახმარებაზე საუბარი არ იყო, პირიქით, იქეთ გვთხოვდა ფულს.
ამასობაში…აღმოჩნდა, რომ უმცროსმა ძმამ გადაწყვიტა, რომ არ ღირდა ვინმესთან მუშაობა და კრიპტო ვალუტის ავანტურაში ჩაება. რაც ნიშნავდა, რომ დასაწყისისთვის რაღაც უნდა ეყიდა და გაეყიდა. გასამდიდრებლად საკუთარი კაპიტალი უნდა ქონოდა, რაც არ გააჩნდა.ანუ, ძმამ გადაწყვიტა გაეყიდა თავისი ბინა, აღებული ფული კი საქმეში ჩაედო. რა თქმა უნდა, არ გაამართლა ამ საქმემ და თანხა დაკარგა. ამ დროს დედა უკვე გარდაცვლილი იყო. მე რა უნდა გამეკეთებინა? ადგეს და ქირით იცხოვროს.
მაგრამ გაჩნდა ახალი პრობლემა: დედაჩემის ბინა ორივეზე იყო გაფორმებული და მომთხოვა გაყიდვა და თანხის გაყოფა. ამ შემთხვევაში მაქსიმუმ ერთოთახიანი მომივიდეს გარეუბანში. არადა მყავს ცოლი და ორი შვილი.იქნებ რამე მირჩიოთ, ამ უსინდისო გადაწყვეტილების შემდეგ ძმას აღარ ვეკონტაქტები. მისი ასევე უსინდისო ადვოკატი ყოველ დღე მირეკავს მოთხოვნებით. მე ვერ ვერკვევი იურიდიულ საკითხებში და არ ვიცი როგორ მოვიქცე, რომ სახლი არ დავკარგო. მადლობა ყურადღებისთვის.”
რჩევა რედაქციისგან: სიტუაცია მართლაც ძალიან რთულია. ერთი მხრივ მორალურად არის დამთრგუნველი, მეორე მხრივ იურიდიულად ბევრი ბრძოლა იქნება საჭირო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გააკეთოს ამ დროს ადამიანმა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.