თუ ადამიანს აქვს პრობლემები პირად ცხოვრებაში, ვერ აყალიბებს ხანგრძლივ ურთიერთობას, ეს ნიშნავს, რომ აქვს ბავშვობის ტრავმა. ცნობილია, რომ თუ გოგონა ვერ პოულობს ბედნიერებას თანაცხოვრებაში, ან თავს მარტოსულად გრძნობს, ან ირჩევს მოღალატე მამაკაცებს პარტნიორად, ჰქონდა რთული ბავშვობა, დაძაბული ურთიერთობა მამასთან. ქალიშვილის ცხოვრებაში მამა არის პირველი მამაკაცი, მფარველი, მისაბაძი ობიექტი. მამის მიერ გამოვლენილი ნებისმიერი აგრესია, არღვევს მის ფსიქიკას. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ საკითხს განვიხილავთ.ფსიქოლოგები წლების განმავლობაში ამუშავებენ მშობლების აგრესიული მოქმედების შედეგებს. მამა განასახიერებს ძალას, ძალაუფლებას და თუ ის ამ ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, მომავალში დიდ პრობლემებს იწვევს.
მამა ქალიშვილის ცხოვრებაში
როდესაც გოგონა სრულფასოვან ოჯახში იზრდება, სადაც მშობლები არ ჩხუბობენ, ზრუნავენ შვილებზე, აქვთ ჯანსაღი ურთიერთობა, ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი მომავალში ასევე სრულფასოვან ოჯახს შექმნის.მაგრამ თუ მამა ძალადობს შვილზე, შემზარავი სურათი წარმოგიდგებათ წინ: ზრდასრული მამაკაცი, გამხეცებული სახით და პატარა, სიფრიფანა გოგონა – შეშინებული და დაუცველი.ფიზიკური დასჯა არ არის აღზრდის მეთოდი და მასზე ცივილიზებულმა სამყარომ დიდი ხანია უარი თქვა. კანონში არის მუხლები, რომელიც არეგულირებს აგრესიულ ქცევისა და სხეულის დაზიანების დასჯადობას. ამიტომ ასეთ დროს მიმართეთ სამართალდამცავებს.მხოლოდ მუქარის შემთხვევაშიც კი ბავშვის გონებაში საშინელი სურათი იხატება. ის მორჩილი და მშიშარა ხდება, ენგრევა შინაგანი სამყარო და მარტოსული ხდება.
ურთიერთობა ზრდასრულ ასაკში – ძალადობის მსხვერპლი გოგონას ცხოვრება ორი მიმართულებით ვითარდება: ის ან ნებდება, განიცდის დამცირებას და ცუდ დამოკიდებულებას. ცდილობს აღარ გააღიზიანოს მოძალადე. ან მეორე ვარიანტი – რჩება დიდი წყენა და ბრაზი, ებრძვის მოძალადეებს და იცავს სუსტებს და დაჩაგრულებს, ხდება მამაკაცების მოძულე, ფემინისტი.თუ ქალი გადაწყვეტს, რომ იყოს ძლიერი, ის თავის მეორე ნახევართან ყოველთვის იბრძოლებს ძალაუფლებისთვის. ასეთი ქალები არასოდეს მიდია კომპრომისებზე. ყოველთვის ექნება ურთიერთობა ისეთ მამაკაცთან, რომელიც დისკომფორტს შეუქმნის. ან შეეცდება ნამდვილი და იდეალური სიყვარულის პოვნას, რომელიც ბავშვობაში აკლდა, ან დარჩება სრულიად მარტოხელა.
იმ ქალის, რჩეული, რომელსაც მოძალადე მამა ჰყავდა, იქნება ტირანი, ან პირიქით, ძალიან სუსტი ადამიანი, რომელიც ვერ შეძლებს მის დაჩაგვრას. ესეთ მამაკაცთან ურთიერთობა მხოლოდ თავიდან ჩანს უსაფრთხო, რადგან პირად ურთიერთობებში ისინი იჩენენ მავნე ჩვევებს, ამცირებენ პარტნიორს, არ სცემენ პატივს და ა. შ.
რჩევა რედაქციისგან: ფსიქოთერაპია შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში, თითოეული ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით. თუ ქალს უკვე ქონდა არაერთი არაჯანსაღი ურთიერთობა, დროა იფიქროს ფსიქოლოგთან ვიზიტზე, გადალახოს ბავშვობის ტრავმები, გამოჯანმრთელდეს და იცხოვროს ბედნიერად სწორ ადამიანთან ერთად. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.