ტუში აქტივირებული ნახშირისგან – როგორ გავაკეთოთ ის?

227

კოსმეტიკა მოსახლეობის მშვენიერი ნახევრის მნიშვნელოვანი ატრიბუტია. თავდაჯერებულობის შესანარჩუნებლად ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას წამწამებს ანიჭებდნენ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან. შესაძლებელია ტუშის სახლში დამზადება? ამ კითხვაზე პასუხი ეგვიპტელებმაც კი იცოდნენ და თანამედროვე ალბათ დიასახლისებსაც დააინტერესებთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით ტუშის დამზადებას სახლის პირობებში.

როგორ დავამზადოთ ტუში

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ტუში, ისევე როგორც სხვა კოსმეტიკა, უნდა შედგებოდეს ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. ის ახლო კონტაქტშია თვალებთან და დიდი ხნის გამავლობაში ეხება კანის ყველაზე დელიკატურ უბნებს. იაფფასიანი კოსმეტიკა კი ყველაზე ცუდი რამ არის, რაც თქვენი კანისთვის შეიძლება გაიმეტოთ.

ხარისხიან ტუშს უნდა ქონდეს არა მარტო მოცულობის და გახშირების ეფექტი, არამედ უნდა კვებავდეს და აჯერებდეს წამწამებს სასარგებლო ნივთიერებებით. ამიტომ, არ გეგონოთ, რომ მცირეოდენი საღებავის წასმისას წამწამის ფოლიკულები თავს ისე იგრძნობენ, თითქოს არაფერი მომხდარაო. უხარისხო ტუშმა შეიძლება გამოიწვიოს წამწამების ცვენა და გააღიზიანოს თვალის ლორწოვანი გარსი.ამიტომ სახლში მომზადებისას შევეცდებით არა მარტო ვიპოვოთ სრულყოფილი ფერი, არამედ დავუმატოთ ვიტამინები და ყველა სასარგებლო კომპონენტი.

ინგრედიენტები:

  • 2 ჩ/კ ქოქოსის კარაქი
  • 4 ჩ/კ ალოეს გელი
  • 0,5 ჩ/კ თაფლის ცვილის გრანულები
  • 2 აბი აქტივირებული ნახშირი

მომზადების წესი

  1. მომზადება ძალიან მარტივია. წყლის აბაზანაზე შეათბეთ ქოქოსის კარაქი, ალოე და ცვილი. დროდადრო ფრთხილად ურიეთ.
  2. დაფხვენით ნახშირი წვრილად დ დაუმატეთ გამდნარ მასაში. გამოდის საკმაოდ ბლანტი მასა, რომელიც გამყარდება გაცივების შემდეგ. გამყარებამდე ჩაასხით პაკეტში, მოჭერით მას წვერი და ჩაუშვით ტუშის მილში. სულ ეს არის.

თქვენი ნატურალური, კოსმეტიკის განუყოფელი ნაწილი მზად არის. შეიძლება თანამედროვე ეპოქაში ეს სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ურჩევნია საკუთარი ხელით დამზადებული ნივთების გამოყენება.მომავალ სტატიები გაგიზიარებთ კოსმეტიკის სხვა ატრიბუტების მომზადების წესებს – ნატურალურს და სრულიად უსაფრთხოს. თქვენ რას საშუალების დამზადების სწავლა გსურთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს