დალაი-ლამა განმარტავდა, როგორ შეუძლია თანაგრძნობას მშვიდობის მოტანა

286

დალაი ლამა XIV ტიბეტელი ხალხის სულიერი ლიდერია. ეს ბრძენი ადამიანი რეგულარულად საუბრობს სხვადასხვა თემაზე, სვამს მნიშვნელოვან საკითხებს. მის აზრს ითვალისწინებენ, რადგან ზუსტად იცის რასაც ამბობს.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ დალაი ლამას ციტატებს, რომელიც მთელს მსოფლიოში გავრცელდა და მრავალი წლის შემდეგაც აქტუალური რჩება.

დალაი ლამას ციტატები

მსოფლიოში მომხდარი ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, საინტერესოა დალაი ლამას მოსაზრებები სამხედრო მოქმედებების შესახებ, ასევე იმ ადამიანების ილუზიებზე, რომელთაც გამოურეცხეს ტვინი, ემხრობიან ომს და საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რამხელა უბედურება და ნგრევა მოაქვს მას.

“საომარი მოქმედებები – ყველაზე დიდი ძალადობრივი ქმედებაა ჩვენს პლანეტაზე. ნებისმიერი სამხედრო დაწესებულება ორიენტირებულია ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე. ხალხი უნდა მიხვდეს რა დგას ამის უკან და დაინახოს რეალური სურათი.” – ამბობდა დალაი ლამა.

“ადამიანთა უმეტესობას გულუბრყვილოდ სჯერა, რომ სამხედრო ბრძოლები რაღაც ამაღლებულია, რომ ეს არის შესაძლებლობა მამაკაცებისთვის აჩვენონ თავიანთი გაბედულება და კომპეტენტურობა. სინამდვილეში კი ჩვენ უბრალოდ გამოგვირეცხეს ტვინი. ომში არაფერია კარგი და ყოველთვის ამაზრზენი და ტრაგიკულია.

თანამედროვე საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა ფორმით ტარდება. ადამიანებს ავიწყდებათ, თუ რამხელა უბედურება შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ საომარი ტექნოლოგიის გამოყენებას, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირება მას.საეჭვოა, რომელიმე სამხედროს სურდეს დაშავება ან სიკვდილი და თუ მას რამე შეემთხვევა, ეს კიდევ ბევრ ადამიანს დააზარალებს – ახლობლებს, მეგობრებს, მშობლებს. წესით, ასეთმა პერსპექტივამ უნდა შეგვაშინოს და შეგვაჩეროს, მაგრამ გაურკვევლობაში ვართ და ავტომატურად ვმოქმედებთ.” – წუხდა დალაი ლამა.

“რაც არ უნდა ბოროტი და საშინელი იყოს მორიგი დიქტატორი, რომელიც გადაწყვეტს საომარი მოქმედებების დაწყებას, ვერ მიაყენებს სხვებს ზიანს, თუ არ ექნება სამხედრო ორგანიზება, რომელიც შეასრულებს მის ბრძანებებს.ადამიანის დაღუპვა დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ეს თუ ადამიანისვე ხელით ხდება, წარმოუდგენელი სისასტიკეა. ჩვენ მეტი უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და მეტი პატივი ვცეთ, თანაგრძნობით მოვეპყროთ სხვებს.”

დალაი ლამასგან ეს სიტყვები მრავალი წლის წინ ითქვა, მაგრამ დღესაც აქტუალურია და ზუსტი. ვიმედოვნებთ, რომ კაცობრიობა შეძლებს გააცნობიეროს ნებისმიერი საომარი მოქმედების საშინელი შედეგები და მშვიდობამ დაისადგუროს დედამიწაზე. თქვენ რას ფიქრობთ ომზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს