რჩევები, როგორ მოვაშოროთ ალუმინის კაზანს ჭვარტლი და ცხიმი სწრაფად

380

მე და ჩემს მეუღლეს ბუნებაში პიკნიკის მოწყობა და ლაშქრობა გვიყვარს. ბოლოს მეგობრებთან ერთად მთაში ვიყავით. მათ კაზანის გაწმენდაში დავეხმარეთ. გიზიარებთ გამოცდილ მეთოდს, როგორ გაწმინდოთ კაზანი. ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით მარტივი პასტა მოამზადეთ.

ცხიმი მოაშორეთ – პირველი მეთოდი: სოდაში სილიკატის წებო მოხარშეთ. ისეთი ქვაბი აიღეთ, რომელშიც კაზანს თავისუფლად ჩადებთ. 1 ქილა წებო და 200 გ სოდა დაგჭირდებათ. კაზანი ქვაბში ჩადეთ, წყალი დაასხით ისე, რომ დაიფაროს. წებო და წყალი დაუმატეთ. სითხე ადუღებამდე მიიყვანეთ და კაზანი საშუალო ცეცხლზე 20-25 წუთით გააჩერეთ. ახლა კაზანი ქვაბიდან ამოიღეთ, გააგრილეთ და გრილ წყალში გარეცხეთ. მეორე მეთოდი: იაფი კბილის ფხვნილი გამოიყენეთ. ფხვნილი კოვზ წყალში გააზავეთ, რომ ფაფა მიიღოთ. კაზანს წაუსვით იმ ადგილებში, სადაც გაწმენდა საჭიროა. მთელი ღამე გააჩერეთ, დილით წყლით გარეცხეთ.

ჭვარტლი მოაშორეთ – გაშავებული კაზანი ძმრით გაწმინდეთ. ცოტა ძმარი ბამბას დაასხით და ზედაპირი გაწმინდეთ. თუ მხოლოდ ძმარი ვერ დაგეხმარათ, ძმარი და სოდა აურიეთ. კაზანს წაუსვით და 30-60 წუთით გააჩერეთ. ახლა ცივ, გამდინარე წყალში გარეცხეთ. კაზანის გაშავებული ადგილები შეგიძლიათ ვაშლის ნაჭრებით გახეხოთ. ნატურალური მჟავე ჭვარტლს სწრაფად აშორებს. კაზანი ახალივით იპრიალებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს