რჩევები, როგორ გარეცხოთ ჩუსტები სარეცხ მანქანაში ისე, რომ არ დაიშალოს

1277

მშობლებს სახლის პირველ სართულზე თბილი იატაკი აქვთ, მეორეზე – არა. სწორედ ამიტომ, აქ, ცხვრის ტყავის ჩუსტებს ვიცვამთ. მსუბუქი და თბილია, მაგრამ ორჯერ უფრო სწრაფად ჭუჭყიანდება. Paparazzi გასწავლით, როგორ გარეცხოთ ჩუსტები სწრაფად და დაზიანების გარეშე. მეთოდი სხვადასხვა ფასის კატეგორიის ჩუსტების, ასევე სპორტული ფეხსაცმლის გასარეცხად გამოგადგებათ. ჩუსტების ხელით რეცხვა დიდ დროს გვართმევს. პროცესი სარეცხ მანქანაში უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

როგორ გავრეცხოთ ჩუსტები ისე, რომ არ დეფორმირდეს – ჩუსტები 40 გრადუსზე და მცირე ბრუნვაზე გარეცხეთ. დელიკატური რეცხვის რეჟიმი ოპტიმალურია. ნატურალური ბეწვის ჩუსტისთვის რეჟიმი „ბეწვი“ (30°C და 400 ბრუნი) აირჩიეთ. რეცხვის ციკლი 30 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.

ოთახის ჩუსტმა ფორმა რომ არ შეიცვალოს, სპეციალურ ტომარაში გარეცხეთ. ასე ფეხსაცმელი დოლურას და ერთმანეთს ნაკლებად დაეჯახება. გარეცხვის შემდეგ ბეწვი კატის სავარცხლით დავარცხნეთ.

სარეცხ მანქანაში ჩუსტების გასარეცხად გელის გამოყენებას გირჩევთ. თუ გაქვთ, სპეციალური საშუალება ბეწვისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ. მნიშვნელოვანია, რომ აგრესიული არ იყოს. სიტყვაზე, ჩუსტები თმის შამპუნითაც შეგიძლიათ გარეცხოთ. კარგ შედეგს მიიღებთ.

პირადად, ჩუსტებს სეზონზე ერთხელ ვრეცხავ. ვინაიდან ზაფხულში თბილ ჩუსტებს არ ვიცვამ, სახლის ჩუსტები დოლურაში წელიწადში მხოლოდ 3-ჯერ ხვდება. ჩემი აზრით, ასეთი გამძლე ამიტომაც არის. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, როგორ რეცხავთ სახლის ჩუსტებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს