ძველ საბავშვო ეტლში დამალული იყო წერილი. როდესაც ის ახალგაზრდა დედამ წაიკითხა, საუბრის უნარი დაკარგა…

13696

ბავშვის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ირინამ ქმარს ეტლის ყიდვა სთხოვა. ახალი ეტლის საყიდლად თანხა არ ყოფნიდათ, ამიტომ გადაწყვიტეს მეორადი მოდელის ყიდვა. შეარჩიეს საუკეთესო ვარიანტი, მოიტანეს სახლში და ეტლის კუთხეში აღმოაჩინეს წერილი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მათი ცხოვრება. რა მოხდა და როგორ დასრულდა ეს ამბავი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

საიდუმლო გზავნილი

ყოველთვის მეგონა, რომ მე და ჩემს მეუღლეს კარგი ურთიერთობა გვქონდა. სიყვარულით გავთხოვდი 23 წლის ასაკში. ჩემი მშობლები ძალიან ბედნიერები იყვნენ, უყვარდათ სიძე. მეც დედამთილ-მამამთილთან კარგი ურთიერთობა მქონდა, არასდროს მიგრძვნია მათგან ნეგატიური ტონი.მე და ჩემი მეუღლე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ და დიდი ხანია გვინდა საკუთარი სახლის ყიდვა. დათოს კარგი სამსახური აქვს, მეც ვმუშაობ. მთლიანობაში კარგად ვიყავით, იშვიათად ვჩხუბობდით ხოლმე.სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, როცა დავორსულდი. დაგეგმვით არ დაგვიგეგმია, მაგრამ რა პრობლემა იყო, სიხარულით მივიღეთ სიახლე. ქმარსაც ძალიან უხაროდა. დავიწყეთ გეგმების შედგენა, ბავშვისთვის საჭირო ნივთების შეგროვება.

7 თვის ვიყავი ორსული ვიყავი, როდესაც ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახალი სამსახური კი გამოუჩნდა, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლები ჰქონდა. მაშინვე ვიცოდი, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ვცდილობდი მხნედ ვყოფილიყავი, რადგან ვაცნობიერებდი, რომ დიდი პასუხისმგებლობა გვაწვა მხრებზე.

ბავშვის ნივთების ყიდვა – როგორც აღვნიშნე, თანდათან ვაგროვებდით ბავშვისთვის საჭირო ნივთებს. როდესაც საქმე ეტლის ყიდვაზე მიდგა, გადავწყვიტეთ თანხის დაზოგვის მიზნით მეორადი გვეყიდა. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავდი და დავიწყე საიტების თვალიერება, ასევე დავდე განცხადება სოციალურ ქსელში.ჩემს თხოვნას ჩემი თანაკლასელი გამოეხმაურა, რომელიც წლების განმავლობაში არ მინახავს. ბოლოს დათოს კორპორაციულ საღამოზე შევხვდი, მაშინ ისიც იმავე კომპანიაში მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ კარგა ხანია სურდა ბავშვის ეტლის გაყიდვა. მისი ქალიშვილი ახლა 5 წლისაა და აღარ სჭირდება.

რა თქმა უნდა, ნატას შემოთავაზება სიამოვნებით დავთანხმდი, მითუმეტეს, ეტლს ძვირად არ ყიდდა. მალევე შევხვდი ქალაქის ცენტრში და ეტლი გამოვართვი, თან ცოტა ხანი კაფეში დავსხედით და ჩაი მივირთვით. სახლში კმაყოფილი და ნასიამოვნები დავბრუდი, მაგრამ როდესაც ქმარს მოვუყევი, თუ ვისგან ვიყიდე ეტლი, თითქოს დაიბნა. მაშინ ვერ მივხვდი რატომ.

საიდუმლო შეტყობინება – მეორე დღეს გადავწყვიტე ეტლი გამერეცხა, მოვხსენი ყველა ნაწილი და ერთ-ერთში პატარა კონვერტი ვიპოვე, რომელზეც ჩემი სახელი ეწერა. დიახ, ეს წერილი ჩემს სახელზე იყო დაწერილი.ცოტა არ იყოს, ავღელდი და კონვერტი გავხსენი. მაშივე ვიცანი ნატას ხელწერა. წერილში საშინელი სიმართლე ეწერა – თურმე დათო მატყუებდა და უკვე საკმაოდ დიდი ხანია. ნატას სურდა ყველაფერი ეთქვა ჩემთვის, მაგრამ ქმარი წინააღმდეგი იყო, რადგან ფეხმძიმედ ვიყავი.

ეს კიდევ არაფერი. თურმე დათო ისევ იმ კარგ სამსახურში მუშაობდა, ის მატყუებდა და ხელფასის ნაწილს ნატას აძლევდა, თავიდან დათანხმდა, რომ გაჩუმდებოდა, მაგრამ საბოლოოდ სინდისმა შეაწუხა და ყველაფერი მომიყვა…აი, ეტლთან ერთად ახალი ამბავიც მივიღე… არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება. დათოსთვის ჯერ არაფერი მითქვამს და არც ვიცი როგორ ვუთხრა. ნამდვილად არ მინდა მოღალატე ქმართან ცხოვრება, არადა მალე შვილი მეყოლება და მარტოხელა დედა გავხდები.

რას გვასწავლის ეს ამბავი – სამწუხაროდ უახლოეს ადამიანსაც კი შეუძლია გიღალატოთ და ამას წინასწარ ვერავინ განჭვრეტს. ყველას არ აქვს გამბედაობა აღიაროს დანაშაული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლო მჟღავნდება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გმირის ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება. თქვენ რას ფიქრობთ, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქალმა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს