დედაჩემის ძველი სუნამო ვიპოვე. როგორ გავარკვიო, გაფუჭებულია თუ არა

680

დედაჩემის სუნამო ვიპოვე. კარგი, იმპორტული. „როგორ გავარკვიო, შეიძლება თუ არა მისი გამოყენება?“ – ვკითხე მეგობარს, რომელიც პარფიუმერიის დიდი მოყვარულია. აღმოჩნდა, რომ სუნამოს შეუზღუდავი ვადა არ აქვს. სუნამოს შეფუთვაზე შეიძლება 3-5 წელი ეწეროს, მაგრამ სუნამოს რეალური გამოყენების ვადა სწორი მოპყრობით უფრო დიდხანს შეგიძლიათ გააგრძელოთ. Paparazzi გიამბობთ, შეიძლება თუ არა სუნამო გაფუჭდეს და როგორ გავარკვიოთ ეს.ყველა კოსმეტიკურ პროდუქტს თავისი გამოყენების ვადა აქვს. სუნამო გამონაკლისი არაა. ითვლება, რომ დალუქული ფლაკონი 3-5 წელი შეგიძლიათ შეინახოთ, ხოლო უკვე გახსნილი ბოთლი 1 წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზუსტად 1 წელში თქვენი სუნამო მკვეთრად გამუქდება და წარმოუდგენელ ქარვის სუნს გააფრქვევს.ბევრი ადამიანი ტუალეტის წყალს ვადაზე გაცილებით დიდხანს იყენებს. დიდი ალბათობით, თქვენთვის ნაცნობი არომატი ახლა სხვა თაიგულით გაიშლება.

სუნამოს გაფუჭების ნიშნები: უფრო გასქელდა, ფერი ან სუნი შეეცვალა. მაგალითად, სუნამოს ფერი დროთა განმავლობაში შეიძლება ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი და შავი გახდეს. ასეთი ფლაკონის მაჯაზე ან კისერზე შეპკურება სახიფათოა. შეიძლება კანის და სხვა სახის პრობლემების მიზეზი გახდეს.ფიზიკური და ქიმიური პარამეტრები, რომლითაც პარფიუმის ხარისხი ფასდება, დროთა განმავლობაში იშლება. ეს ფერზე და პარფიუმის სისქეზე აისახება. დროთა განმავლობაში საყვარელ სუნამოში შეიძლება ნალექი, ფანტელები ან ერთგვარი გოროხები გაჩნდეს. ეს სუნამოს შემადგენლობის შეცვლაზე მიგანიშნებთ.სუნის ცვლილების დადგენა ძალიან მარტივია. როგორც წესი, ვადაგასულ სუნამოში ე.წ. „ზედა ნოტები“ ჩნდება. ამ დროს ზედა აკორდებს ვერ ვგრძნობთ, თითქოს არც ყოფილა. ასეთ სუნამოში ყნოსვის პირამიდა დარღვეულია. ვაგადასულ სუნამოში შეიძლება უსიამოვნო სუნი (ხშირად ძმრის ნოტები) იგრძნოთ.

გახსნილი სუნამოები ფუჭდება, ამიტომ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის არ შეინახოთ.სუნამომ ორიგინალური არომატი დიდხანს რომ შეინარჩუნოს, სწორად შეინახეთ – ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით. დახურული კარადა შესანახად იდეალური ადგილია.გირჩევთ, რომ სუნამოები პირვანდელ შეფუთვაში ან სხვა მჭიდრო კოლოფში შეინახოთ. კოლოფი მაღალი ტენიანობისგან დაცული უნდა იყოს. ერთ–ერთი შეუფერებელი ადგილია სააბაზანო ოთახი. რა თქმა უნდა, აქ მთელი კოსმეტიკის შენახვა მოსახერხებელია, მაგრამ პარფიუმისთვის დამღუპველია.კომოდის უჯრაში შენახვა ან ჩანთით ტარება არ შეიძლება. ბევრი ადამიანი სუნამოს მაცივარში ინახავს. სინამდვილეში, ასე პარფიუმის კომპოზიციას ვერ გადაარჩენთ. სიცივე ისევე ანადგურებს, როგორც მზის პირდაპირ სხივები. გახსოვდეთ, რომ სუნამოს ფლაკონი თაროზე უმოძრაოდ უნდა იდოს.

არსებობს „ვინტაჟური“ სუნამოები, ფაქტობრივად ვადაგასული, მაგრამ გამოსაყენებლად ვარგისი და კოლექციონერების მიერ აქტიურად შესყიდული და არა მარტო. ისინი დაყოვნებული და უფრო სასიამოვნო ხდება. ასე ვინტაჟური არომატი ხდება, რომელზეც დიდი მოთხოვნა. ოღონდ მათთან ფრთხილად უნდა იყოთ.სუნამოს გამოყენების ვადა მნიშვნელოვანია, ამიტომ საყვარელი ფლაკონის სამომავლოდ შენახვა არ ღირს. ძვირფასი სუნამოები მაშინ შეიძინეთ, როცა გსურთ და არა მხოლოდ დღესასწაულებსა და განსაკუთრებულ დღეებში!

გახსოვდეთ, თუ თქვენი სუნამოების შენახვის პირობებს ყურადღებას მიაქცევთ, მათი გამოყენების ვადას გაზრდით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს