წესრიგი სახლში: 4 წესი, როგორ შეინარჩუნოთ სისუფთავე

31

ყველა დიასახლისმა იცის, რომ სახლში წესრიგის დაცვა შეიძლება ძალიან რთული იყოს. საქმიან ქალბატონებს განსაკუთრებით უჭირთ. როგორც წესი, სახლის დასუფთავება მთელ შაბათ-კვირას გვართმევს და აქტიური დასვენებისთვის ძალას არ გვიტოვებს. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, სანამ ერთ-ერთმა მეგობარმა რამდენიმე საიდუმლო მეთოდი არ გამიმხილა. თურმე, სისუფთავის შენარჩუნება უფრო ადვილია, ვიდრე მოგვიანებით დალაგება.

არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომელიც სახლის დასუფთავებას ამარტივებს და აიშვიათებს. „პაპარაცი“ მათ შესახებ გიამბობთ.

წესრიგი სახლში: ადვილი და მარტივი

რა თქმა უნდა, სახლის დალაგება ისევ აუცილებელია, მაგრამ ახლა დიდ დროს და ძალას აღარ წაგართმევთ. აი, ნახავთ!

წესი 1: მოიშორეთ ხარახურა

გიყვართ ნივთების შეგროვება „იქნებ, გამომადგეს“ პრინციპით? ასეთი ხარახურა მოიშორეთ. არსებობს ოქროს წესი. თუ ნივთი ერთხელაც არ დაგჭირდათ ერთი წლის განმავლობაში, გამოდის, მის გარეშე მარტივად იცხოვრებთ მომავალში.

არა, კაბა, რომელიც გეცვათ ქმართან პირველ პაემანზე, მოდაში აღარ დაბრუნდება. ქვაბს ნახვრეტით ვეღარ შეაკეთებთ. იგივე ეხება ჩანთას დაზიანებული სახელურით და სხვა მსგავს ნივთებს.

დაიმახსოვრეთ, ამ ხარახურის ადგილიდან ადგილზე გადატანა და მტვრისგან გაწმენდა თქვენს დროს იპარავს. ამასთან, ბევრი გამოუყენებელი ნივთი სახლში ნეგატიური ენერგიის დაგროვებას იწვევს და პოზიტიური ცვლილებების შემოტანას ხელს უშლის. გინდა იპოვო ახალი სამსახური? მაშინ საკუჭნაო ძველი ნივთებისგან გაწმინდეთ.

წესი 2: ფეხსაცმელი შემოსასვლელში დამალეთ

სახლში დაბრუნებისთანავე ფეხსაცმელი გაწმინდეთ და სპეციალურ თაროზე შეინახეთ. ასე ქუჩის მტვერი და ჭუჭყი მთელ სახლში არ გავრცელდება. სახლი უფრო მოწესრიგებული გამოჩნდება, როცა შემოსასვლელ კართან ფეხსაცმელები არ არის დაწყობილი.

სხვათა შორის, სუფთა ფეხსაცმელი დაგეხმარებათ დილით სწრაფად გაემზადოთ. თუ ოთახში რაიმე ნივთის აღება დაგავიწყდა, მშვიდად შეძლებ შებრუნებას, ფეხსაცმლის გაუხდელად. ასე დროს დაზოგავთ.

წესი 3: დაუთოება სხვა დროისთვის არ გადადოთ

ტექნიკური პროგრესის წყალობით თეთრეულის რეცხვა დიასახლისებს მინიმუმ ძალისხმევას ართმევს, ამიტომ მეტი დრო და ძალა რჩება დაუთოებისთვის. თუმცა ზოგიერთი დიასახლისი თეთრეულის აგროვებს, რომ შემდეგ ერთიანად დააუთოვს. ასე სულ ტყუილად იქცევა.

გაშრობისთანავე თეთრეულის დაუთოებით დროს დაზოგავთ. რამდენიმე თეთრეულის და ნივთის დაუთოება უფრო ნაკლებ დროს წაგართმევთ, ვიდრე მათი გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე. ეს გართმევთ არა მხოლოდ მეტ დროს, არამედ გაღიზიანებას იწვევს.

სხვათა შორის, ოდნავ სველი თეთრეულის დაუთოება უფრო მარტივია, ვიდრე კარგად გამშრალის. ოდნავ სველი ქსოვილი უკეთ და სწრაფად დაუთოვდება. შემოწმებულია!

წესი 4: მტვერი ანტისტატიკით გადაწმინდეთ

თუ დღემდე მტვრის გადასაწმენდად ჩვეულებრივ სველ ჩვარს იყენებთ, ამ ჩვევაზე უარი თქვით. ასეთი დასუფთავება ნაკლებ შედეგს მოგიტანთ, რადგან მტვერი მეორე დღეს ხელახლა გამოჩნდება.

ზედაპირებზე ნაკლები მტვერი რომ დაგროვდეს, ანტისტატიკური საშუალებით გაწმინდეთ. ასეთი საშუალება თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. ჭიქა ცხელ წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ. ამ ხსნარში დაასველეთ ქსოვილი ზედაპირების ყოველი გადაწმენდის წინ.

ანტისტატიკური ეფექტის მქონე საშუალება თეთრეულის კონდიციონერისგან შეგიძლიათ დაამზადოთ. კონდიციონერი და წყალი 1:3 პროპორციით აურიეთ. დასუფთავების დროს ზედაპირი ამ ნარევით გაწმინდეთ, რომ მასზე ნაკლები მტვერი დაილექოს.

ზემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით დალაგება იშვიათად მოგიწევთ და სახლში სისუფთავეს შეინარჩუნებთ. მართალია, არის რაღაცები, რომელთაც უფრო ხშირად სჭირდება გაწმენდა. ამისგან თავს ვერ დაიძვრენთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს