ჩვენ ყველანი ვცდილობთ გამოვიყურებოდეთ ასაკზე უფრო ახალგაზრდულად, თუმცა, ეს ფრაზა ორაზროვანია. ვინ განსაზღვრა ზუსტად როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი გარკვეულ ასაკში? არსებობს რამე ოფიციალური საზომი? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ საკითხს განვიხილავთ.ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმით, თუ როგორ გამოიყურებიან ჩვენი მშობლები და ნათესავები. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მათ ცხოვრება განსხვავებულ პირობებში გაატარეს. მაგალითად, ბებიას საეჭვოა, წვდომა ჰქონოდა ძვირადღირებულ ასაკობრივ კოსმეტიკასთან, ან სპორტულ დარბაზებთან.
ასაკობრივი კოსმეტიკა
სხეულის ტონუსში შენარჩუნება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე კანის. ხედავ ქალს, რომელსაც ფორმები 25 წლის გოგონასავით აქვს, მაგრამ ახლოდან შესამჩნევია ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები. ყველაზე თანამედროვე საშუალებებითაც ვერ მოვიშორებთ კანზე არსებულ ნაოჭებს, ამიტომაც მიმარტავს ბევრი ქალი პლასტიკურ ქირურგიას.ამაში ცუდი არაფერია და პლასტიკური ქირურგია წარმატებით უმკლავდება არსებულ პრობლემებს. მაგალითად, ჩამოწეულ ქუთუთოს ვერანაირი კრემი ვერ დააბრუნებს თავის ადგილას. ქირურგი კი მარტივი მანიპულაციით აღმოფხვრის ამ პრობლემას.და მაინც, ასაკთან ერთად ქალის კოსმეტიკის ჩანთის შიგთავსი უნდა შეიცვალოს. დეკორატიული პროდუქტების რაოდენობა შეგიძლიათ შეამციროთ, მაგრამ უნდა გაიზარდოს თავის მოვლის საშუალებები. ესენია დამატენიანებელი, მკვებავი, ლიფტინგ-კრემი.
სახის კანის პრობლემები მენოპაუზის შემდეგ და ასაკობრივი კოსმეტიკა
- კანის პრიალი ცხიმისგან და გამომშრალი კანი – სამწუხაროდ, 50 წლის შემდეგ ქალის სხეულში ჰორმონები განსხვავებულად იწყებენ მუშაობას. ეს რა თქმა უნდა აისახება კანზეც. ის ერთი მხრივ მშრალია ტენის ნაკლებობის გამო, მეორე მხრივ პრიალებს ზედმეტი ცხიმისგან, რადგან დარღვეულია ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის გამო. ამ შემთხვევაში კარგი გამოსავალია მატ ეფექტის პრაიმერის გამოყენება და ხარისხიანი დამატენიანებელი.
- კანის არათანაბარი ფერი, პიგმენტური ლაქები – ეს არის პრობლემა, რომელსაც თითქმის ყველა ასაკის ქალი აწყდება, თუმცა კანის სიჭრელე მარტივი მოსაგვარებელია. დაბანის შემდეგ გამოიყენეთ ტონერი, ასევე არსებობს ტონალური კრემების დიდი არჩევანი, რომელსაც კანი ერთ ფერში მოჰყავს. იდეალურია BB და CC კრემები, შეგიძლიათ მოირგოთ anti-age ეფექტის საცხები, რომელიც არა მარტო ერთ ფერში მოიყვანს კანს, არამედ შეუნარჩუნებს ტენიანობას და დაიცავს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან.
- ცოცხალი და მბზინავი კანი – ასაკის მატებასთან ერთად კანი მოდუნებული და უფერული ხდება. თუ გსურთ სახეს ჯანსაღი იერი და მბზინვარება შემატოთ, უნდა შეიძინოთ შუქის ამრეკლავი პუდრა და მაღალი ხარისხის ჰაილაითერი. უპირატესობა მიანიჭეთ ატმისფერს. ის თბილ ტონში წაიყვანს კანს და დაფარავს გაცრეცილ ფერს.
- გამოკვეთილი შტრიხები და მკვრივი კანი – ბევრი ქალბატონი უშვებს შეცდომას და იხატავს მკვეთრ წარბებს, ლაინერის მსხვილ ხაზს თვალებთან. როდესაც კანს დაკარგული აქვს სიმკვრივე, ეს ხაზს უსვამს და აჩენს პრობლემას. უმჯობესია, ლაინერის მაგივრად გამოიყენოთ რბილი, გარდამავალი ჩრდილები თვალის კუთხეებში. უარი თქვით შავ ფერზე. შეარჩიეთ თბილი ყავისფერი ფერები.სახის ოვალს და ტუჩის კონტურს კი მეტი სიმკვეთრე მიეცით. კარგი იქნება თუ მაკიაჟს სკულპტირების მეთოდით გაიკეთებთ. წაისვით მუქი კორექტორი ნიკაპის ქვეშ, გააგრძელეთ ყურებისკენ, საფეთქელზე და შუბლის კიდეებში. გარდამავალი ფერები უნდა იყოს მსუბუქი და შეუმჩნეველი. არ უნდა ჩანდეს მკვეთრი ხაზები. ტუჩები გამოკვეთეთ კონტურის საშუალებით, წაისვით ხარისხიანი ბაზა ტუჩსაცხის ქვეშ. ასაკობრივი კოსმეტიკა გასხვავდება ჩვეულებრივისგან და გაითვალისწინეთ ხოლმე შერჩევისას.
რჩევა რედაქციისგან: სურვილი, გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად და მიმზიდველად, სრულიად ბუნებრივია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ქალი ყველა ასაკში ლამაზია და ასაკი მხოლოდ ციფრებია. ქალი ლამაზია როცა ბედნიერია, მისი თვალები ბრწყინავს და კანიც ანათებს მიუხედავად ასაკისა. ღიმილიანი, ხალისიანი ქალი ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე მოღუშული და ცხოვრებით უკმაყოფილო. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.