უკულტურო ადამიანები ვერ აცნობიერებენ ხოლმე, რომ საკუთარ უმეცრებას სულელური ქცევებით ავლენენ, ვერ ხვდებიან სად გადადიან ზღვარს. გვერდიდან ეს მარტივი შესამჩნევია.
დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ექსპერტების რჩევებს, რომელიც მნიშვნელოვანია იცოდეს ყველამ, რათა თავად არ დაუშვას მსგავსი შეცდომები.
უკულტურო ადამიანი
- სპიკერით საუბარი ტელეფონზე – ზოგჯერ მოსახერხებელია დაუკავშირდეთ თანამოსაუბრეს სპიკერზე. ამ დროს ხომ არ არის საჭირო ტელეფონის ყურთან მიტანა. თან გაქვთ საშუალება სხვა საქმითაც დაკავდეთ. თუმცა, დაფიქრდით, რამდენად სასიამოვნო მოსასმენია ეს სხვისთვის?საჯარო ადგილებში ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. ასეთ დროს გამოიყენეთ ყურსასმენი.
- არ მისალმება – მისალმება მეგობრულ ღიმილთან ერთად პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის, ხოლო ამ წესის იგნორირება საპირისპირო ეფექტს იძლევა და ადამიანის ცუდ აღზრდაზე მიუთითებს.
- ბლოკავს ტროტუარს – ვიწრო ადგილებში ზოგჯერ ადამიანი ჩერდება სხვადასხვა მიზეზის გამო – სურს დარეკვა, წერს მესიჯს, სვამს წყალს და ა. შ. ამ დროს ყველა, ვინც უკან მოდის, ცდილობს დაელოდოს ან გვერდი აუქციოს. კულტურული ადამიანი საჭიროების შემთხვევაში გადადის გვერდზე და იქ აგრძელებს თავის საქმიანობას, რათა სხვებ ხელი არ შეუშალოს.
- არ იხსნის ზურგჩანთას ტრანსპორტში – ალბათ მოხვედრილხართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანთან, რომელსაც ზურგჩანთა ჰკიდია ზურგზე და დისკომფორტს უქმნის გარშემომყოფებს. კულტურული ადამიანი ყოველთვის იხსნის ზურგჩანთას და ხელში იჭერს, რათა მისმა შესაკრავებმა არ დააზიანოს სხვისი ტანსაცმელი ან ნივთები.
- არ იჭერს კარებს შესვლის შემდეგ – შესვლისას უნდა დაიჭიროთ კარი და დაელოდოთ უკან მდგომ ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა ქალია, მამაკაცი თუ ბავშვი. ეს მხოლოდ თავაზიანი ჟესტია და პატივისცემის გამოხატვა. ასევე გზა უნდა დაუთმოთ გამომავალ ადამიანს.
რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი სულელური ჩვევა, რომელიც უკულტურო ადამიანებს ახასიათებთ. მაგალითად, უტაქტო კითხვების დასმა, საუბრის გაწყვეტის, შესწორების ჩვევა და მრავალი სხვა. თუმცა, სურვილის შემთხვევაში ეს ჩვევები მარტივი აღმოსაფხვრელია. ტქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომეტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს