როდის უნდა დაირგოს ნიორი, რომ მიუხედავად პირობებისა, დიდი და ხარისხიანი გაიზარდოს? ბევრ მებოსტნეს აწუხებს ამ და სხვა კითხვებზე პასუხი და პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შევეცდებით ვუპასუხოთ.
როდის უნდა დავრგოთ ნიორი
ნიადაგის და სათესური მასალის მომზადება – მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ ლამაზი ფორმის იმპორტირებული ნიორი, მაგრამ ის ჩვენს პირობებში გასამრავლებლად არ გამოდგება. ამიტომ სათესლე მასალა უნდა იყოს ადგილობრივი. აირჩიეთ ყველაზე დიდი და ძლიერი თავები საკუთარი ან მეზობლის ბოსტნიდან.დარგვამდე ნიორი დაასველეთ მარილიან წყალში. ეს დაიცავს მას სოკოვანი დაავადებებისგან. სხვათა შორის ბევრი დიასახლისი ინახავს ნიორს მარილში. ჩაყარეთ გასუფთავებული მთლიანი კბილები ქილაში და მოაყარეთ თავზე მსხვილი მარილი. დაახურეთ თავზე და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას.
დარგვამდე ნიადაგს რწყავენ კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით. ამისთვის 5 ლიტრ წყალში აზავებენ 100 მლ ჭარხლის წვენისფერ ხსნარს.ნიადაგის ზედმეტად გადახვნა არ არის რეკომენდებული, რადგან დაირღვევა მისი სტრუქტურა, დაზიანდება სასარგებლო ჭიაყელები. თუ მიწა მყარია და თიხოვანი, მაშინ აუცილებელია მისი გაფხვიერება, მაგრამ თუ ფხვიერია და მსუბუქი, ნუღარ შეეხებით.
ნივრის დარგვა – არ დაგავიწყდეთ ძირის მოცილება, რომელიც ხელს უშლის ფესვების ზრდას. ჩააწყვეთ თესლი წინასწარ მომზადებულ ორმოებში. შეგიძლიათ დაამზადოთ ფოტოზე მოცემული მოწყობილობა და ერთი მოძრაობით 6 ხვრელს გააკეთებთ.ხვრელების სიღრმე უნდა იყოს 7-10 სმ, მანძილი მწკრივებს შორის 20-25 სმ. ჩააწყვეთ კბილები წვერით ქვემოთ. მოხრილი გვერდი უნდა იყოს მზის ამოსვლის მხარეს. ამ შემთხვევაში ის უკეთ ვითარდება და ფოთლები აღარ უშლიან ერთმანეთს.დამატებითი დეზინფექციისთვის და ნიადაგის გასანოყიერებლად, მოაყარეთ ხის ნაცარი, შემდეგ დააყარეთ მიწა. ზემოდან კი ტორფი, ხავსი, ფოთლები, რათა შეინარჩუნოს სითბო. ეს ყველაფერი გაზაფხულზე უნდა მოაცილოთ.
როდის დავრგოთ ნიორი
- შემოდგომაზე – გამოცდილი მებოსტნეები ზამთრის ნივრის დარგვას გვირჩევენ ყინვების დადგომამდე არაუადრეს 30 დღისა. ნიადაგის მომზადება კი უნდა დაიწყოთ დარგვამდე 4-5 კვირით ადრე.თუ გვიან დარგავთ ნიორი ვერ მოასწრებს დაფესვიანებას და დალპება, ხოლო თუ ადრე დარგავთ, გაღვივდება და ზამთარში გაიყინება. გამოდის, რომ ნიადაგის მომზადება უნდა დაიწყოთ სექტემბრის დასაწყისში, ხოლო დათესვა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან.
- 2 . გაზაფხულზე – როდის არის საუკეთესო დრო ნივრის დასარგავად გაზაფხულზე? ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ ეს 5-8 მარტს და 29-30 რიცხვებში უნდა გავაკეთოთ. აპრილში შესაფერისი თარიღებია 1, 3, 5, 8, 9, 28 რიცხვი. რაც შეეხება მაისს, უმჯობესია 2-6.ზედმეტად თბილ ამინდში ნიორი ვერ შეძლებს სრულფასოვანი ფესვთა სისტემის ჩამოყალიბებას. მისი მთელი ენერგია მიმართული იქნება მიწის ზედა ნაწილისკენ. თუ ბოსტნეულს ცივ ამინდებში დარგავთ, მას მეტი დრო ექნება ბოლქვის გასამდიდრებლად.
ზოგიერთი მცენარე სითბოს მოყვარულია და ვერ იტანს ცივ ნიადაგს, ზოგი ყინვაგამძლეა და მომთხოვნია ტენის მიმართ. თქვენ როდის თესავთ ნიორს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.