ვგრძნობ თავს უგულო ადამიანად, რადგან ვაპირებ განქორწინებას დიდი ძაღლის გამო, რომელსაც ჩემი ქმარი აღმერთებს.

654

“მე და ჩემი ქმარი ორი წელია დაქორწინებულები ვართ. ყველაფერი კარგად იყო, სანამ სახლში უზარმაზარი ძაღლი დაბინავდებოდა. ახლა მთელი ბინა ბეწვით არის დაფარული და ეს ისე მაღიზიანებს, რომ მზად ვარ ოჯახი დავანგრიო.” – გვწერს ანასტასია. ის ამ ბობს, რომ შეექმნა გადაუჭრელი პრობლემა. ცოტა ხნის წინ მათ ოჯახში უბედურება მოხდა და არ უნდა ქმარი აწყენინოს, მაგრამ სახლში ძაღლის ყოლა მისთვის აუტანელია. ღირს თუ არა ძაღლის გამო ქმართან ურთიერთობის გაფუჭება? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:

ძაღლის ბეწვები ბინაში – “ერთი წლის წინ გარდაიცვალა ჩემი დედამთილი. ზურა ჯერ კიდევ განიცდის და მე ვანუგეშებ როგორც შემიძლია. დედას ყავდა ძაღლი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენთან გადმოვიყვანეთ. ასაკოვანი ძაღლია, მაგრამ ჯანმრთელი. ზურა ძალიან მიეჯაჭვა ცხოველს და სულ თან ჰყავს.ერთი კვირის შემდეგ ვინანე, რომ ძაღლის მოყვანაზე დავთანხმდი, მაგრამ ქმრისთვის არაფერი მითქვამს. სახლში ცხოველი დიდ არეულობას იწვევს, მე კი იდეალურ სისუფთავეს მივეჩვიე. ყველგან ბეწვებია და სამსახურის შემდეგ დაღლილი ძლივს ავუდივარ სახლის დასუფთავებას. ამის გამო დასვენებას ვერ ვახერხებ და ფაქტიურად ყოველ საღამოს მიწევს თავიდან ბოლომდე ლაგება და წმენდა. ავეჯი, ტანსაცმელი, თაროები სულ ბეწვიანია.

ქმარი არ მეხმარება – “სეირნობის შემდეგ ძაღლი დასაბანია ხოლმე. ყოველ ჯერზე 35 კილოს აწევა და თათების დაბანა მიწევს. ქმარს ვთხოვე მიეხედა მისთვის, დაებანა თათები, დაევარცხნა ხოლმე. ხანდახან კი აკეთებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ცოცხალ არსებას ყოველ დღე სჭირდება მოვლა.ბინძური სახლის გამო მუდამ ცუდ ხასიათზე ვარ. არ მინდა უგულო ვიყო და გავაგდებინო სახლიდან, თან გაჩუქებაც არ მოხერხდება. ვინ იჩუქებს ბებერ, უჯიშო ცხოველს? ქმარს კი საერთოდ არ აწუხებს სიბინძურე და ძაღლთან ერთად დივანზე ნებივრობს ხოლმე.ბინა ხალი გარემონტებულია და ძაღლი ყველაფერს აფუჭებს. ფიზიკურად ვეღარ ავუდივარ საქმეს. ძალიან მიყვარს, მაგრამ მზად ვარ დავშორდე ქმარს ამის გამო. საშინლად დავიღალე.”

რჩევა რედაქციისგან: ანასტასიას არ სურს ქმრის დაკარგვა, მაგრამ ძაღლი ცოდოა. მან დაკარგა საყვარელი პატრონი და ერთადერთი ახლობელი მისთვის პატრონის შვილია, რომელსაც ნაცნობი სუნი აქვს და ენდობა. თუმცა, ძაღლის აყვანის გადაწყვეტილება ოჯახში უნდა იყოს ორმხრივი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კონფლიქტს და უსიამოვნებას გამოიწვევს.აქ პრობლემა ის არის, რომ ცხოველის მოვლის პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალზეა, ქმარი კი ივიწყებს ამას. საჭიროა კონსტრუქციული საუბარი და თანდათან ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ადამიანებს უნდა შეეძლოთ დიალოგით პრობლემის მოგვარება. თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ დროს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს