ღირსეული ქმრის მოძებნაში ბევრი ქალი დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავს. ვითარდებიან, ზრუნავენ გარეგნობაზე, ურთიერთობენ უამრავ ადამიანთან და ერთ დღესაც შემთხვევით ხვდებიან შესაფერის პარტნიორს. ყველას თავისი პრიორიტეტი აქვს: გარეგნობა, ფული, საცხოვრებელი ადგილი და სხვა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ საკითხს განვიხილავთ.
ქმრის ძებნა
რთული დასაჯერებელია, რომ ვინმე სპეციალურად ეძებდეს ქმარს ევროპაში, რათა გადავიდეს იქ საცხოვრებლად. მართალი გითხრათ ეს სასაცილოდაც ჟღერს. ვირჩევთ პარტნიორს, რომ გვყავდეს გვერდით დიდი ხნის, ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ყველას თავისი კრიტერიუმი აქვს. ცდილობენ იპოვონ მსგავსი მსოფლმხედველობის და ჩვევების მქონე ადამიანი.და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა ინტერესი ემთხვევა და მოსწონთ, თანაცხოვრების დროს აღმოჩნდება, რომ ეს ის არ არის და გაქვთ დისკომფორტი. ეს უმეტეს შემთხვევაში ასე ხდება და რა გარანტია გაქვთ, რომ მსოფლიოს შორეულ წერტილში ნაპოვნი მეორე ნახევარი გაამართლებს მოლოდინს?
უცხოელებს განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. თუ იპოვით სიმპათიურ ევროპელს, გგონიათ, რომ ის იქნება სტანდარტულად კეთილი, გამგები, ყურადღებიანი. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. ადამიანს ბოლომდე ვერ გაიცნობ, სანამ მის პირისპირ არ აღმოჩნდები დიდი ხნის განმავლობაში. თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი ოცნების პრინცი არც თუ ისე სასიამოვნო ადამიანია, რა უნდა ქნათ ამ დროს უცხო ქვეყანაში?ამიტომ ათასჯერ აწონ-დაწონეთ ყველაფერი, სანამ უცხოელზე დაქორწინდებით. შეიძლება ყველაფერი იდეალურადაც იყოს, მაგრამ რომ არი იყოს? უფრო მეტია შანსი იმისა, რომ ურთიერთობის შესანარჩუნებლად მოგიწიოთ ბევრი რამის დათმობა – როგორც საყოფაცხოვრებო წვრილმანების, ისე ფსიქოლოგიური მომენტების.
რჩევა რედაქციისგან: საეჭვოა, რომ ასეთი ქორწინება ბედნიერი და ხანგრძლივი აღმოჩნდეს. ადამიანი ბევრად უფრო ბედნიერი იქნება, თუ დაიწყებს სულიერი მეგობრის ძებნას და არ გაამახვილებს ყურადღებას პრაგმატულ ასპექტებზე. ბედნიერები ვართ, როდსაც ვპოულობთ მამაკაცს, რომელთანაც ნამდვილად კომფორტულად ვართ, რომელიც პატივს სცემს ჩვენს შეხედულებებს, გვაძლევს სიყვარულს, ყურადღებას, ზრუნავს ჩვენზე.საუკეთესო გრძნობაა, როდესაც ყველაფერი ეს ორმხრივია და რასაც გასცემ ორმაგად ღებულობ. შეუძლებელია იცხოვრო დიდი ხნით ადამიანთან, რომელიც მხოლოდ ცალმხრივად იღებს და არაფერს გასცემს.ზოგჯერ გვგონია, რომ შეგვიძლია სამუდამოდ გავცეთ სიყვარული, ზრუნვა, მხარდაჭერა, მაგრამ ასე არ არის. ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამიანთან, ვინც ნამდვილად აღმოჩნდება ჩვენი სულის ნაწილი, ვინც ასევე სიამოვნებით მოგვანიჭებს სიყვარულს და ყურადღებას. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.