გამუდმებით ვჩხუბობ ქმართან ძველი საწოლის გამო, რომელიც სახლში მისი პირველი ქორწინებიდან მოყოლებული დგას.

1232

არასდროს იცი, საიდან შეიძლება გაჩნდეს პრობლემები ბედნიერ ქორწინებაში. ზოგჯერ ეს შეიძლება, ერთი შეხედვით, წვრილმანი იყოს, მაგრამ ის, რაც ერთისთვის წვრილმანია, მეორესთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ქორწინებაში კომპრომისის პოვნა ურთიერთობის გადასარჩენად. მაგალითად ლელასთვის ასეთი “წვრილმანი” საწოლი აღმოჩნდა.”მეორე წელია გათხოვილი ვარ, ცოტა ხნის წინ ვაჟი შემეძინა. თითქოს, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მოსვენებას არ მაძლევს ჩვენი საწოლი, რომელიც პირველი ქორწინების დროსაც აქ იდგა. ქმარს არ სურს მისი გამოცვლა, რის გამოც მუდმივად ვჩხუბობთ და ცალ-ცალკე ოთახებში ვიძინებთ.”

ცოლ-ქმრის საწოლი

“ალეკო ჩემთან შეხვედრამდე 9 წელი იყო დაქორწინებული. რომ გავიცანი, რამდენიმე თვის გაშორებული იყო ცოლთან. მალე ერთად დავიწყეთ ცხოვრება მის სახლში. მეგონა, რომ ვუყვარდი ამ ადამიანს და ყოფილი მეუღლე დიდი ხნის დავიწყებული ჰყავდა. თუმცა, ახლა ამაში ეჭვი მეპარება. განქორწინების შემდეგ ყოფილ ცოლს თავისი ნივთები არ წაუღია. მე თითონ დავალაგე და გადავყარე ბევრი რამ. ქმარს კი სახლში არაფერი შეუცვლია, არც ავეჯი, არც რემონტი, მაგრამ მთავარი პრობლემა საწოლი გახდა.მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ქმრის პირველი ცოლის ნაწოლ საწოლში დაძინების. ამაზე ბევრჯერ ვესაუბრე მეუღლეს, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე. უსიამოვნოა ჩემთვის ამ საწოლში ძილი, თავში ათასგვარი სისულელე მიტრიალებს და ვერ ვერევი. ქმარს კი არ სურს საწოლის შეცვლა, ამბობს, რომ ახალი საძინებელი ძვირი ღირს და არ ჭირდება.”

ქმარი იგნორს უკეთებს ჩემს თხოვნას – “ალეკოს არ მოსწონს სხვა ოთახში რომ ვიძინებ. ჩემთვის კი შეუძლებელია იმ საწოლში ძილი, რომელშიც ყოფილ ცოლთან ერთად თითქმის 10 წელი ეძინა. ბოლოსდაბოლოს, ხომ შეიძლება მატრასი მაინც შეცვალოს? ნუთუ ცოტათი მაინც არ უნდა გაითვალისწინოს ჩემი თხოვნა?ბოლო საუბრის შემდეგ მატრასის შეცვლაზე დამთანხმდა, დღეს კი გადაიფიქრა. ის არაფრად აგდებს ჩემს სურვილს, მე კი ისევ სხვა ოთახში ვიძინებ. ასე თუ გაგრძელდა, განქორწინებამდე მივალთ. როგორ უნდა ვიცხოვრო ადამიანთან, რომელიც საერთოდ არ მცემს პატივს?”

რჩევა რედაქციისგან: როდესაც ადამიანი ქმნის ოჯახს, მან უნდა გაითვალისწინოს საყვარელი ქალის აზრი. ახალი ურთიერთობები თავიდან ყოველთვის სახალისოა, მაგრამ თანაცხოვრების დროს ჩნდება ყოველდღიური პრობლემები, რომელიც ურთიერთგაგების ხარჯზე უნდა აღმოიფხვრას. ამაში იგულისხმება როგორც მატერიალური, ისე ფსიქოლოგიური პრობლემები.ლელა ქმრის უარს საწოლის შეცვლაზე პირად შეურაცხყოფად იღებს და ჰგონია, რომ ყოფილი მეუღლის ხსოვნის შესანარჩუნებლად აკეთებს ამას. ამ დროს ქმარი შეიძლება ხელმძღვანელობდეს უბრალოდ მარტივი, ამქვეყნიური მოტივით და საწოლის არშეცვლით უბრალოდ ზოგავს ფულს. ლელამ დეტალურად უნდა აუხსნას მეუღლეს რას გრძნობს და რატომ. ბოლს და ბოლოს, თავად შეუძლია იყიდოს ახალი მატრასი. როგორ შეიძლება ამ სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს