მარტოობის უპირატესობა 30 წლის ქალისთვის

289

ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს შეხედულება, რომ 30 წლის შემდეგ ქალის გათხოვება დაგვიანებულია: “ის აღარ არის ნორჩი”, “დაკარგა მომხიბვლელობა”. რამდენად სწორია ეს მოსაზრება, მითუმეტეს, რომ ბევრი ქალი გათხოვების შემდეგ ხდება ნაკლებად მიმზიდველი, ექმნება პრობლემები ნაადრევი ქორწინებისა და მშობიარობის გამო? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ საკითხს განვიხილავთ.

დაქორწინება 30 წლის შემდეგ

ბევრი ქალი 25 წლამდე ქორწინდება ხოლმე. ზოგი ადრეული სიყვარულის, ზოგი გარემოებების გამო, ზოგი ჩქარობს, რომ “არ დააგვიანოს”, ზოგი იმიტომ, რომ ასეა მიღებული. იგივე ეხება ბავშვებსაც. ისინი უმეტეს შემთხვევაში ჩნდებიან არა იმიტომ, რომ სასურველი და გააზრებულნი არიან, არამედ იმიტომ, რომ ასეთია წესი.თვითკმარობა და საკუთარი თავის პატივისცემა არის ის, რაც წლების განმავლობაში ჩნდება და რაც პატარა გოგოებს არ აქვთ. თუმცა ამ ასაკში დიდი ალბათობაა, რომ შეუყვარდეს. სიყვარულში არაფერია ცუდი, ის გამოცდილების მიღების და სიახლის შეცნობის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა რაციონალურობა აუცილებელია ნებისმიერ საკითხში.

ქორწინება არ არის ის საბოლოო მიზანი, რომელიც სავსეს გაგხდით საკუთარ და საზოგადოების თვალში. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც ექნება გრძელვადიანი შედეგები, მიუხედავად იმისა, წარმატებული იქნება ის თუ არა.დაქორწინება უმჯობესია მოხდეს შეგნებულ ასაკში, როდესაც ორივე მხარემ კარგად იცის, თუ როგორი ადამიანი სჭირდება ხანგრძლივი თანაცხოვრებისთვის. ორივე მხარე უნდა იყოს შემდგარი პიროვნება, იცოდეს საკუთარი თავის ფასი და ქონდეს გაცემის, სხვაზე ზრუნვის უნარი. ეს ეხება როგორც მატერიალურ, ისე სულიერ ასპექტებს.ახალგაზრდა ასაკში ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რა სურს ცხოვრებისგან. ამიტომ სანამ ქორწინების მოწმობაზე მოაწერთ ხელს და შემდეგ ბავშვის დაბადებას აღნიშნავთ, კარგად გაიაზრეთ რა მოჰყვება ამას. არასდროს იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება.

ახალი არ არის ის მოსაზრება, რომ ჯერ საკუთარ კარიერაზე, რეალიზებაზე იფიქროთ და შემდეგ გადაწყვიტოთ ბავშვის გაჩენა. თუმცა, ზოგიერთი ქალისთვის მთავარი წარმატება გათხოვება და ოჯახის შექმნაა, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში მოლოდინები არ ამართლებს. ქორწინება არ არის გზა ბედნიერების მოსაპოვებლად. შედეგად იღებთ იმედგაცრუებას და ბევრი წყვილი შორდება ან ინარჩუნებს ოჯახს მხოლოდ ბავშვების გამო.ამიტომ არაფერია ცუდი იმაში, რომ არ იჩქაროთ ოჯახის შექმნა. გათხოვებას ყოველთვის მოასწრებთ, განქორწინება ბევრად უფრო ხანგრძლივი და მტკივნეული თემაა. ასეთი შეცდომების თავიდან ასაცილებლად იმუშავეთ საკუთარ თავზე.

რჩევა რედაქციისგან: დღევანდელ რეალობაში ქორწინება არ არის სავალდებულო ნაბიჯი. მთავარია, გვერდით გყავდეთ საყვარელი ადამიანი და თუ ის ჯერ ვერ იპოვეთ, იმუშავეთ საკუთარ თავზე და აუცილებლად შეხვდებით მას, ვინც მთელი ცხოვრება თქვენი ერთგული მეგობარი იქნება.თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეტ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს