ვყინავთ მაისის ჭინჭარს. მწვანე განძი საყინულეში

2071

მაისის ჭინჭარი – ეს ალბათ, ყველაზე იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ვიტამინებია. როგორც კი მიწიდან მწვანე სურნელოვანი ყლორტები გამოჩნდება, მაშინვე შესაძლებელია მათი შეგროვება და მომზადება მომავალი გამოყენებისათვის. ამ მცენარის სარგებელი წარმოუდგენელია. უმჯობესია, ჭინჭრის გარკვეული რაოდენობა ახლავე გაყინოთ საყინულეში, რათა მთელი წლის განმავლობაში გქონდეთ იგი. პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – საუბარია ჭინჭრის შენახვის მეთოდებზე.

მაისის ჭინჭარი – ხმელი ჭინჭრის მოყრა შეიძლება თითქმის ყველა არატკბილ კერძზე. სხვათა შორის, ჭინჭრის ფხვნილს გემო თითქმის არა აქვს. კერძის ჭამის დროს მას ვერც კი შეამჩნევთ, მაგრამ სარგებელი მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, ამ მცენარის დამატება შესაძლებელია სუპებში ან ბორშჩებში. მაისის ჭინჭარი შესანიშნავი ინგრედიენტია ხელებისა და თმის აბაზანებისთვის. უმჯობესია შეაგროვოთ ყველაზე ადრეული ჭინჭარი: რაც უფრო ახალგაზრდაა მცენარე, მით უფრო სასარგებლოა იგი.მოსავლის აღებისას სასურველია მცენარის მხოლოდ ზედა ნაწილის მოჭრა: საკმარისი იქნება ოთხი-ექვსი ფოთოლი. როგორც წესი, დიასახლისები ჭინჭარს კრეფენ მაისის შუა რიცხვებიდან ამ თვის ბოლომდე. თუმცა, აბაზანებისა და თმის დასაბანად ჭინჭრის მოკრეფა შესაძლებელია ყვავილობის ბოლომდე, ანუ აგვისტოს ბოლომდე.

სად დავკრიფოთ მაისის ჭინჭარი? – ამ მცენარის დაკრეფა არ ღირს საავტომობილო გზებთან, ბენზინგასამართ სადგურებთან, სარკინიგზო ლიანდაგებთან ან ნაგავსაყრელებთან. ასევე, არ დაკრიფოთ ფოთლები წვიმის გადაღებისთანავე ან დილით ადრე, როცა მათზე ჯერ კიდევ არის ცვარი. სამკურნალო მიზნით, ჭინჭრის დაკრეფა მიზანშეწონილია 7 ივლისს, ივან კუპალას დღეს. ამბობენ, რომ სწორედ ამ დღეს იძენს მცენარე განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებს. სხვათა შორის, შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვა შესაფერისი დღეებიც – მთვარის კალენდრის მიხედვით.

მცენარის ზედა ნაწილებს ჩვეულებრივ მზარდი მთვარის დროს ამზადებენ, რომელიც ჰაერის ნიშანშია. ეს ნიშნებია მერწყული, ტყუპები ან სასწორი. ჭინჭრის კრეფისას ყოველთვის მნიშვნელოვანია ხელთათმანების გამოყენება. ჭინჭრის ფოთოლი უნდა შეგროვდეს ტილოს ტომრებში ან კალათებში. სახლში მოტანის შემდეგ, ჭინჭარი უნდა ამოალაგოთ და გააშროთ. გასაშრობად კარგია ბნელი ოთახები, კარგი ვენტილაციით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს მზის პირდაპირი შუქი, რათა სასარგებლო ვიტამინების დიდი ნაწილი არ დაიკარგოს.

როგორ გავაშროთ ჭინჭარი? – ჭინჭრის ფოთლები უნდა დაალაგოთ 5 სმ სისქის ფენად სქელ მუყაოზე, ტილოზე ან ფლანელზე. ჭინჭრის გაშრობა შეგიძლიათ ფეჩზე ან ღუმელში – 50 გრადუსზე. შეგიძლიათ გააშროთ სხვენშიც. ღუმელში ჭინჭრის გასაშრობად საკმარისია ერთი დღე, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში 4-დან 5 დღემდე სჭირდება. არ დაგავიწყდეთ გაშრობისას დროდადრო გადაატრიალოთ, რათა არ დალპეს.როგორ შევამოწმოთ, რომ ჭინჭარი საკმარისად გამხმარია? ამისათვის, უბრალოდ გატეხეთ ყველაზე სქელი ღერო. თუ გადატეხვისას ხმამაღალ ტკაცუნს გაიგებთ, მაშინ ჭინჭარი მზად არის და მცენარე შეგიძლიათ დააქუცმაცოთ და ქილებში მოათავსოთ. მნიშვნელოვანია, გამხმარი ჭინჭარი გადაარჩიოთ და გადაყაროთ, ის ფოთლები და ღეროები, რომლებიც გამუქდა. გაშრობის შემდეგ მცენარის დაქუცმაცება შესაძლებელია ხელებით. ფხვნილი შეგიძლიათ გამოიყენოთ კულინარიული მიზნებისთვის, მსხვილი ნაწილები კი აბაზანებისა და თმის მოვლისათვის.

არ დაგავიწყდეთ ყველა კონტეინერის ჰერმეტულად დალუქვა. მცენარე ამ ფორმით დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ინახება. მცენარის შენახვის კიდევ ერთი მეთოდი: დაჭერით, შეფუთეთ პოლიეთილენის პარკში და მოათავსეთ საყინულეში. კიდევ, შესაძლებელია ჭინჭრის დაკონსერვებაც. ასეთი ჭინჭრით შეგიძლიათ მოამზადოთ სუპები, ბორშები და სოუსები.კომენტარებში მოგვწერეთ, თქვენც ინახავთ თუ არა ჭინჭარს, როგორ აკეთებთ ამას და რისთვის იყენებთ მას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს