“მეგონა, რომ ერთგული ქმარი მყავდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა”, – ჩივის გალინა. ის 55 წლისაა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქმარი მას ოდესმე მიატოვებდა. თუმცა, ეს მაინც მოხდა, 30 წლიანი ქორწინების მიუხედავად. ღალატი – მეტად საეჭვო საჩუქარია მარგალიტის ქორწილისთვის. რატომ მოხდა ასე და რის გაკეთებას აპირებს ქალი მომავალში, წაიკითხეთ პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.
ერთგული ქმარი – ჩემი ქმარი ჯერ კიდევ სტუდენტობისას გავიცანი. მეგონა, რომ ჯეკპოტი მოვიგე. ლევანი ძალიან ყურადღებიანი და მოსიყვარულე ბიჭი იყო. ვერც კი ვიხსენებ, ვკამათობდით თუ არა იმ პერიოდში. უმაღლესის დამთავრების შემდეგ მან ხელი მთხოვა, მაგრამ ქორწილის გადახდა არ გვიჩქარია. გვინდოდა ფეხზე დავმდგარიყავით და გაგვეგო, შემდეგში როგორ ვიცხოვრებდით.25 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი. მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც დამეხმარნენ ყველაფრის ორგანიზებაში. ყველაფერი უბრალოდ მშვენიერი იყო. სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართებოდა. ლევანის გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობდი. მან მაჩუქა ქალური ბედნიერება, რომელსაც ხშირად დაეძებენ გოგოები.3 წლის შემდეგ ქალიშვილი შემეძინა. იმ დროისთვის ლევანს კარგი თანამდებობა ეკავა ერთ-ერთ კომპანიაში. მე დისტანციურად ვმუშაობდი. ცხოვრება თავისი გზით მიედინებოდა. ქალიშვილი გაიზარდა, მიიღო სამედიცინო განათლება და გათხოვდა. 50 წლის ასაკში ბებია გავხდი. დაახლოებით იმავე პერიოდში მივხვდი, რომ ჩემი და ლევანის ურთიერთობა შეიცვალა.მე ძალიან გავსუქდი და ქმარი ყურადღებას აღარ მაქცევდა. მე თვითონაც არ მომწონდა ის, თუ როგორ გამოვიყურებოდი. შემდეგ, გონებას მოვუხმე და ექიმთან წავედი. აღმოჩნდა, რომ ზედმეტი კილოგრამები, იყო შედეგი – ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებისა. ბოლოს და ბოლოს, უკვე რამდენი წლის ვარ!
რატომ გაფუჭდა ურთიერთობა? – ყველანაირად ვცდილობდი წონაში დაკლებას, მაგრამ, პრაქტიკულად, ამას ვერ მივაღწიე. ქმართან სიახლოვის შესახებ, დიდი ხანია დავივიწყე. სულ უფრო ნაკლებს ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ლევანი ხშირად დადიოდა თავის მეგობართან, აგარაკზე. მას, ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდა. გიორგი დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ახლახან დაბრუნდა.ერთხელ, მეც მომინდა მასთან ერთად წასვლა, ბუნებაში დასვენება, მაგრამ ქმარმა უარი მითხრა. ანუ, ეს ქალის საქმე არ არისო, ჩვენ იქ ვთევზაობთ, ფეხბურთს ვუყურებთ და სასმელს ვსვამთო. შენ იქ უბრალოდ მოიწყენო. აღარ შევეკამათე, ვფიქრობდი, რომ მან უკეთ იცოდა. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სიტუაცია მტკივნეულად ბანალური იყო. იგი უბრალოდ მღალატობდა.თანაც, ეს საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. ვფიქრობ, 2 წელი მაინც. ახლა 55 წლის ვარ და ცხოვრებაში პირველად ვცხოვრობ მარტო. ჩემმა ქმარმა, როგორც იქნა გაბედა სიმართლის თქმა და ოჯახიდან წასვლა. ერთმანეთს ჩუმად და სწრაფად დავშორდით. მისი ახალი ცოლიც კი დავინახე. ეს ქალი ლევანს ქუჩაში ელოდა, სანამ ჩვენ განქორწინების ფურცლებს ვაწერდით ხელს. წარმოიდგინეთ!
ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ მე და ჩემმა ქმარმა გულახდილად ვერ დავილაპარაკეთ. მე ჯერაც ვერ მივხვდი, რა იქცა ღალატის მიზეზად. ან მე ვარ რაღაცაში დამნაშავე, ან უბრალოდ ის დაიღალა ერთფეროვანი ოჯახური ცხოვრებისაგან.მე ძალიან მარტოსული ვარ, მაგრამ არ ვიცი როგორ გამოვასწორო ეს. ჩემს ასაკში ადამიანებს იშვიათად უყვარდებათ და იშვიათად თხოვდებიან. ჩემი ქალიშვილის შეწუხება არ მინდა: მას საკუთარი საზრუნავი აქვს. თუმცა, როდესაც გაიგო, რომ ჩვენ ვშორდებოდით, სცენა მოაწყო. ლევანს მოღალატე უწოდა და მას აღარ ეკონტაქტებოდა. უფრო მეტიც, მან მას ჩვენი შვილიშვილის ნახვა აუკრძალა.არა მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჯერჯერობით, ნათიას არაფერს ვეუბნები, რადგან ვიცი, რომ მას დრო სჭირდება. ისევე, როგორც მე. როგორც ჩანს, ჩემი ერთგული ქმარი წარსულს ჩაბარდა. მაგრამ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება, ეს ჯერ არ ვიცი. არის თუ არა შანსი, რომ სიბერეს სიმარტოვეში არ შევხვდე?
ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ურთიერთობებზე მუშაობაა საჭირო. ჩვენ, ხშირად ვსაუბრობთ ამაზე ჩვენს სტატიებში და თითოეული ეს ისტორია მხოლოდ ადასტურებს ამას. გალინა თავის საყვარელ ადამიანთან ერთად 30 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა. ამ დროის განმავლობაში ნამდვილად ეჩვევი ადამიანს, ძველებური ვნება ქრება. ამის თავიდან ასაცილებლად, ცოლ- ქმარი რუტინაში არ უნდა ჩაეფლოს. მნიშვნელოვანია ერთმანეთთან საუბარი, ერთად განვითარება და რაიმე ახლის კეთება.გალინას მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან თავისი ქორწინება თვითდინებაზე მიუშვა. მისი ქმარი კი არ იყო დაინტერესებული იმ ნავის მართვით, რომლითაც ისინი ერთად მიცურავდნენ. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიის შესახებ?