ჩანთით ყოველდღე ვატარებ უსიამოვნებებისა და უბედურების საწინააღმდეგო უძლიერეს ამულეტს, რათა წარმატება, სიხარული, სიყვარული და სიუხვე ავსებდეს ჩემს ცხოვრებას. ამის შესახებ ერთმა მოხუცმა ქალმა მიამბო. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა!დღეს პაპარაცის რედაქცია გიამბობთ, თუ რა უნდა ჩაიდოთ ჩანთაში, რომ ბედნიერებისაგან იფრინოთ მთელი დღის განმავლობაში.
უსიამოვნებების საწინააღმდეგო ამულეტი – უარყოფითი ნივთები – არის სხვადასხვა ნივთები, რომლებზედაც წინასწარ არის დატანილი ნეგატიური პროგრამა ადამიანისათვის ზიანის მიყენების მიზნით, მასზე საკუთარი პრობლემების ან უსიამოვნებების გადატანის მიზნით. ამისთვის, შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი ნივთი – კვერცხი, მარილი, ნემსი და ძაფი, სავიზიტო ბარათიც კი.ხდება ხოლმე, რომ ვიღაც ჩვენი გარემოცვიდან გვიმასპინძლდება, მაგალითად, კანფეტით ან გვჩუქნის პატარა წვრილმანს და შინაგანი ხმა კი გეუბნება, რომ არ უნდა ავიღოთ ასეთი “საჩუქრები”. მაგრამ, ჩვენ ხშირად, ზრდილობის გამო, ვიღებთ ამ საჩუქრებს და ვდებთ ჩანთაში.და… სწორედ იმ მომენტიდან, როცა ცუდი განზრახვით ნაჩუქარი ნივთები ჩვენს ჩანთაში აღმოჩნდება, იწყება ამ ნივთების ჩვენზე ზემოქმედება.
რაც უფრო დიდხანს ინახება ეს საჩუქარი ჩანთაში ან ოთახში, მით მეტია მისგან მიყენებული ზიანი. ეს ნივთი ასხივებს თავის ცუდ ენერგიას, რომელიც ავსებს ოთახის სივრცეს იმ ამოცანის შესაბამისად, რომელიც მასში არაკეთილმოსურნეებმა ჩადეს. შედეგად, ირღვევა ენერგეტიკა, ქრება წარმატება.თუმცა, არსებობს საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ დაიცვათ თავი უარყოფითი ზემოქმედებისაგან. ეს ამულეტი უბრალოა, მაგრამ ეფექტური!შეიძინეთ ახალი მრგვალი წითელი ღილი. ყურადღება გაამახვილეთ, რომ ღილი აუცილებლად უნდა იყოს ახალი. არ უნდა იყოს ოვალური, არამედ სწორედ – მრგვალი. წითელი ფერი, ამ შემთხვევაში, წარმოდგენილია, როგორც ცეცხლის სიმბოლო. ცეცხლი კი, თავის მხრივ, არის სინათლე, რომელიც ფანტავს სიბნელეს.
სახლში, დღის საათებში, დაიჭირეთ ღილი მარცხენა ხელის მუჭში და გეჭიროთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, შემდეგი სიტყვები წარმოთქვით: “ამულეტი – ცეცხლია, ყველაფერი ავი და ცუდი – მომშორდეს. ჭეშმარიტად”.ამის შემდეგ, ეს ღილი შეიძლება ჩაიდოს ჩანთის ნებისმიერ ჯიბეში. თქვენ არ გჭირდებათ მისი შეცვლა. პერიოდულად, ეს ღილი ჩანთიდან ამოიღეთ და დაიჭირეთ მარცხენა ხელის მუჭში, ამის შემდეგ, იგივე სიტყვები წარმოთქვით. დროთა განმავლობაში, ეს ამულეტი ძალას შეიძენს. თუ სხვა ჩანთის აღება დაგჭირდებათ, უბრალოდ გადაიტანე ეს ამულეტი იმ ჩანთაში.
ცხოვრებაში კეთილდღეობისა და წარმატების მოსაზიდად საჭიროა ყველა შესაძლო რესურსის გამოყენება. ჩვენი წინაპრები დამოუკიდებლად ასრულებდნენ დამცავ რიტუალებს და ეს ნამდვილად მუშაობდა. ასე რომ, აზრი არა აქვს ფულის დახარჯვას ექსტრასენსებთან და მკითხავებთან სიარულში. ჩვენ თავად შეგვიძლია დავეხმაროთ საკუთარ თავს და თანაც, ეკოლოგიურად სუფთა გზით!ადრე კატეგორიული ვიყავი ჯადოს, ბოროტი თვალის, უარყოფითი ენერგიით დამუხტული ნივთებისა და სხვა სისულელეების საკითხებში. მაგრამ, მას შემდეგ რაც მეგობარმა დამარწმუნა, რომ მასთან ერთად წავსულიყავი “მცოდნე” ქალთან, ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი შეიცვალა.
წითელმა ღილმა, როგორც თილისმამ უსიამოვნებების წინააღმდეგ, უკვე დაიკავა ადგილი ჩემი ზურგჩანთის ერთ-ერთ ჯიბეში. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, ამ ღილის ზემოქმედებაა თუ თვითშეგონება, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დამაწინაურეს სამსახურში.