2010 წლის 7 სექტემბერს, თვითმფრინავი ТУ-154 ქალაქ მირნიდან მოსკოვში გაფინდა. ავიალაინერის ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. აფრენისას მათ ვერ წარმოედგინათ, რომ მათი თვითმფრინავი დაეშვებოდა რუსეთში, კომის რესპუბლიკაში, მოკრძალებულ დაბა იჟმაში.
პილოტებმა ყველაფერი გააკეთეს ფრთიანი თვითმფრინავის გადასარჩენად. თუმცა, ადგილობრივი სავერტმფრენო ბილიკის უფროსის, სერგეი სოტნიკოვის დახმარების გარეშე, მათი ძალისხმევა ამაო იქნებოდა. მისმა 12-წლიანმა შრომამ, ბოლოს და ბოლოს, იხსნა როგორც თვითმფრინავი, ისე მასზე მყოფი ადამიანებიც.
აფრენიდან სამსაათნახევრის შემდეგ, ავიალაინერს საშინელი რამ შეემთხვა: ელექტროკვების სრულად გამორთვის გამო, ბორტზე ყველა სანავიგაციო სისტემა გამოირთო.
ამ ტექნიკის გარეშე, თვითმფრინავის მართვა ისეთივე რთულია, როგორც მანქანის ტარება თავზე მიდუღებული სათლით. ამასთან, კვების გარეშე თვითმფრინავში აღარ მუშაობდა საწვავის მიმწოდებელი ტუმბო, დარჩენილი საწვავით კი იგი მხოლოდ 30 წუთით შეძლებდა ჰაერში გაჩერებას.
ეკიპაჟმა მაშინვე დაიწყო ავარიულად დასაშვები ადგილის ძებნა. ბედის ირონიით, მარშრუტი ტაიგაზე გადიოდა. პილოტებმა გადაწყვიტეს, თვითმფრინავი მდინარე იჟმის თავზე ეტარებინათ იმ იმედით, რომ უკიდურეს შემთხვევაში, მანქანას წყალზე დასვამდნენ, დაბასთან ახლოს.
ასე ადგილობრივი მაცხოვრებლები შეძლებდნენ გადარჩენილებისთვის დახმარების გაწევას. თუმცა, ეკიპაჟის წევრებმა შენიშნეს ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი, თუმცა, რეესტრების თანახმად, აქ აეროდრომი არ იყო.
გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიღებულიყო და პილოტებმა ავარიული დაშვება განახორციელეს. ავიაჰორიზონტის სახით, მათ გამოიყენეს წყლით სავსე ჭიქა, რადგან სანავიგაციო სისტემები ისევ არ მუშაობდა.
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი, საბოლოო ჯამში, ავიალაინერისთვის მოკლე აღმოჩნდა და მოუხდათ მის საზღვრებს გაცდომა. თუმცა პილოტების გამოცდილმა მოქმედებებმა და ადგილობრივი უფროსის კეთილსინდისიერებამ თავისი გაიტანა. მამაკაცი წლების განმავლობაში ასუფთავებდა მასზე ჩაბარებულ ობიექტს და მუდმივად იდეალურ მდგომარეობაში მოჰყავდა იგი.
ოდესთაც, დაბა იჟმაში ნამდვილად იყო აეროპორტი. თუმცა, 2010 წელს იგი გადააკეთეს სავერტმფრენო ბილიკად, რომელსაც სერგეი სოტნიკოვი ხელმძღვანელობდა. მამაკაცი იქ მარტო შრომობდა, არადა, ბილიკის მოვლა მის მოვალეობაში დიდი ხანია, აღარ შედიოდა.
მამაკაცი ჭრიდა სარეველებს, რომლებიც ბილიკის ფილებს შორის ამოდიოდა, არ აძლევდა ადგილობრივებს აქ ცხენებით გავლის უფლებას, დევნიდა მათ, ვისაც ამ ადგილებში მანქანების დაყენება უყვარდა. ერთხელ, იგი თანამესოფლესაც კი ეჩხუბა, რომელმაც შეშა დაჩეხა და პირდაპირ ბილიკზე დატოვა.
გარდა ამისა, სერგეის მწყობრში მოჰყავდა ბილიკის სადრენაჟო სისტემაც. მას ეს რომ არ გაეკეთებინა, 80-ტონიანი ავიალაინერი ბანალურად გაჭყლეტდა ფილებს და სერიოზულად დაზიანდებოდა. გამოდის, რომ ამ მამაკაცმა იხსნა 81 სიცოცხლე და 1 თვითმფრინავი.
საბოლოო ჯამში, დააჯილდოვეს როგორც პილოტები, რომლებმაც თვითმფრინავი საშინელ პირობებში დასვეს, ისე სერგერი სოტნიკოვიც. გარდა ამისა, მამაკაცით აღფრთოვანდნენ ინტერნეტშიც. მომხმარებლება ფული შეაგროვეს და ამ კეთილსინდისიერ ადამიანს თოვლმავალი უყიდეს.