მოხალისეების წყალობით, მამაკაცი აშშ-ში ჩაფრინდა, რათა ოჯახის წევრები ხანგრძლივი განშორების შემდეგ ენახა.

144

ბევრი უჩივის თავის ცხოვრებას: ზოგს სადილი გაუცივდა, ზოგს წვიმა არ უნდოდა, სხვებს კი იმ ფერის მანქანა არ აჩუქეს, რომელიც უნდოდა. არადა, მსოფლიოში ხომ უამრავი ადამიანია ომის ეპიცენტრში, შიმშილობენ, სწყურიათ, არ აქვთ ელემენტარული ტანსაცმელი გასათბობად.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებით დიანის ისტორიას, რომელიც მარტო მოხვდა ლტოლვილთა ბანაკში მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი სუდანის დამანგრეველ ომს გაექცა.

მან ბანაკში რამდენიმე წელი გაატარა, სანამ არ გამოჩნდებოდნენ კეთილი ადამიანები, რომელბმაც ოჯახის გაერთიანებას შეუწყვეს ხელი.

5 წლის წინ, დიანმა თავის ოჯახთან ერთად დატოვა სუდანი სამოქალაქო ომის გამო და თავი ეგვიპტის ლტოლვილთა ბანაკში ამოყო. ამ ქაოსის დროს, დიანისა და მისი ცოლის, ალიკის ქორწინების მოწმობა განადგურდა.

შედეგად, დიანი მოხვდა უცოლშვილო მამაკაცთა სიაში, ხოლო ალიკი – მარტოხელა დედათა სიაში.

მალე ქალმა და მისმა შვილებმა მიიღეს შესაძლებლობა, ახალი ცხოვრება აშშ-ში დაეწყოთ. დიანს კი ეგვიპტეში, ლტოლვილთა ბანაკში დარჩენა მოუხდა.

მამაკაცმა იფიქრა, რომ თავის ცოლსა და ორ შვილს ვეღარასდროს ნახავდა და ვერც იმ ბავშვს გაიცნობდა, რომელზეც ალიკი იყო ფეხმძიმედ.

თუმცა, ამერიკაში ქალი შეხვდა ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს მის ცხოვრებაში სასწაულის მოხდენა. ორი და, მოლი და მერი, მუშაობდა მოხალისედ ტეხასის შტატში ლტოლვილთა დახმარების ცენტრში, რომელშიც ალიკი და მისი შვილები ეგვიპტიდან ჩამოსვლის შემდეგ გაამწესეს.

დებს ახალ ოჯახზე უნდა ეზრუნა. მალე მათ შორის კარგი მეგობრული ურთიერთობები დამყარდა. სწორედ მაშინ გაიგეს მოხალისეებმა, რომ ოჯახს აკლდა მამა და ქმარი.

რამდენადაც დიანი ეგვიპტეში მარტოხელა მამაკაცად ჩათვალეს, აშშ-ში მისი ლტოლვილად ჩამოსვლის შანსი ძალიან მცირე იყო. თუმცა, მოლი და მერი იმდენად მონდომებულები იყვნენ, რომ ოჯახი გააერთიანეს დიდი ძალისხმევის შედეგად.

დიანის დოკუმენტები მოიწონეს და იგი აშშ-ში ჩამოფრინდა, რათა მისთვის ძვირფას ადამიანებთან დაბრუნებულიყო. ალიკი და მისი უკვე სამი შვილი ლამაზ ტანსაცმელში გამოაწყვეს ამ შეხვედრისთვის.

რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ, დიანმა ისევ ჩაიკრა გულში თავისი საყვარელი ცოლი და შვილები. დების მიმართ მადლიერების ნიშნად, მამაკაცი მიწაზე დაეშვა და მათ წინაშე მუხლებზე დაიჩოქა. გარშემომყოფები ცრემლებს ვერ იკავებდნენ.

ამ ემოციურ შეხვედრას მოცემულ ვიდეოში იხილავთ:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს