მოგესალმებით! დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ სტატიას – ტაროს გაშლა, თემაზე: სხვასთან წავიდა, რა ელის მას იქ? დღევანდელი გაშლა ზოგადია. როგორც დასახელებიდან ხვდებით, ის არ იქნება ყველასათვის, არამედ იქნება მათთვის, ვინც ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც მამაკაცი მისგან წავიდა და წავიდა სხვა ქალთან.ახლა კი, ზემოთ მოცემულ ფოტოზე ამოირჩიეთ ერთ-ერთი ქვა.
ვარიანტი 1. (წითელი ქვა)
ვინ არის ის? ის არის ზრდასრული ადამიანი (ასაკის მიხედვით ან მორალურად). იგი არის დაბრძენებული, მშვიდი, დაფიქრებული, ის, ვისაც არ უყვარს ქაოსი და აჩქარება, მამაკაცი, რომელსაც ხმაურიან შეკრებებს ურჩევნია სიმარტოვე ან იმ ადამიანების კომპანია, რომლებიც მისთვის ასე თუ ისე უფრო ახლობლები არიან. ახასიათებს თვითანალიზი.როგორ ახასიათებს იგი მას, გააჩნია თუ არა გრძნობები? მას ეს ქალი მიაჩნია ძლიერ ქალად, რომელიც ყოველთვის ცდილობს საკუთარი პოზიციის დამტკიცებას და იცავს საკუთარ აზრს. ყველაფერი, რაც მას ამ მომენტისათვის გააჩნია, ბრძოლის შედეგად ერგო. იგი იმ ქალებს არ მიეკუთვნება, ვისაც ბედმა ყველაფერი ვერცხლის ლანგრით მიართვა, იგი ყოველთვის და ყველაფერს საკუთარი ძალებით აღწევს. გრძნობებზე რომ ვილაპარაკოთ, მამაკაცმა თავადაც არ იცის, რატომ მოსწონს ეს ქალი, მაგრამ ის მას იზიდავს ემოციონალურად, ხანდახან ჰქონია, რომ მან ის მოაჯადოვა და მართლაც, მთვარისა და ეშმაკის მიხედვით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რაიმე მაგიურ ზემოქმედებას. ის ქალი კი მის მიმართ განიცდის ძლიერ მიზიდულობას, ფიზიკურ ლტოლვას, ვნებას, რასაც ვერაფრით ვერ უმკლავდება.
რა ელოდება ამ ურთიერთობას მომავალში? კარტი გვიჩვენებს ინფორმაციის ორ ფენას, რაც შესაძლებელია, რადგან გაშლა ზოგადია. პირველი ფენა ამბობს იმას, რომ ამ ურთიერთობაში ყველაფერი კარგად იქნება, ისინი ერთად იცხოვრებენ, მაგრამ დროდადრო მათ შორის იქნება უთანხმოება, თუმცა გრძნობები არ შეიცვლება. ხოლო ინფორმაციის მეორე ფენა კი ამბობს, რომ ურთიერთობა შეიძლება იყოს სტაბილური, ერთად იცხოვრებენ, მაგრამ მამაკაცს მაინც ექნება საიდუმლო კავშირები.
ვარიანტი 2. (სალათისფერი ქვა)
ვინ არის ის? თასების რაინდის მიხედვით მამაკაცი არის საკმაოდ ემოციონალური და მგრძნობიარე ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლამაზად საუბარი, კომპლიმენტის გაკეთება, მამაკაცი, რომელსაც შეუძლია რომანტიკულად მოიქცეს. ანუ, თუ მას ქალის მიმართ გრძნობები გააჩნია, იგი ჩუმად არ იქნება. ზოგადად, იგი არის ხელოვანი ადამიანი, საკმაოდ ნიჭიერია ამ სფეროში, რომანტიკულია და მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა.როგორ ახასიათებს იგი მას, გააჩნია თუ არა გრძნობები? მას მიაჩნია, რომ ქალი, რომელთანაც წავიდა არის ძალიან მერყევი და ცვალებადი ხასიათის. ზოგჯერ ის შეიძლება იყოს ძალიან ნაზი, დამყოლი, ზოგჯერ კი – ჩაკეტილი და ცივი. და სწორედ მეორე მდგომარეობაა სულ უფრო ხშირად. მას ამ მამაკაცის არ ესმის. ეს კი ამ მამაკაცში ბადებს შიშსა და თავდაუჯერებლობის გრძნობას, ის შეიძლება ფიქრობდეს, რომ მისი მასთან ურთიერთობის დაწყების გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო. მას გააჩნია ბევრი ეჭვი, რომელიც მათ საერთო მომავალს ეხება. ქალი კი, მის მიმართ განიცდის ვნებას და არ სურს მისი არსად გაშვება, იგი მასზე ემოციონალურად არის დამოკიდებული.რა ელის ამ ურთიერთობას მომავალში? კარტი მომავალში გვიჩვენებს რთულ პერიოდს. მრავალრიცხოვან პრობლემებს, რომლებიც არ მოგვარდება. გვიჩვენებს ურთიერთობაში კრიზისს, პაუზას, ერთმანეთისაგან ემოციონალურ დაშორებას. შესაძლოა, ადამიანებმა დაშორებაც გადაწყვიტონ, არათუ სამუდამოდ, არამედ რაღაც პერიოდით მაინც.
მესამე ვარიანტი (ყვითელი ქვა)
ვინ არის ის? ხმლების ათიანის მიხედვით მამაკაცს აქვს საკმაოდ მძიმე ხასიათი, მასთან ცხოვრება ძალიან რთულია. შესაძლოა, იგი დროებით იმყოფებოდეს ამ მდგომარეობაში, მაგალითად, შეიძლება ბოლო დროს იძულებული იყო ბევრი და მძიმედ ეშრომა, რაც ცუდად აისახა მის როგორც ემოციურ, ასევე ფიზიკურ მდგომარეობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა მამაკაცი ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც სული დამძიმებული აქვს, ცუდ ემოციებშია, ენერგია არ ჰყოფნის. ეს ყველაფერი მისთვის ამ მომენტისთვის არის დამახასიათებელი.როგორ ახასიათებს იგი მას, გააჩნია თუ არა გრძნობები? ამ ქალის დასახასიათებლად გამოვიდა პენტაკლების მეფე, რაც ამბობს იმას, რომ მამაკაცს ეს ქალი წარმოუდგენია ძლიერ, მამაკაცური ხასიათის მქონე ქალად. შესაძლოა მას ხელმძღვანელი თანამდებობა უკავია და პირად ცხოვრებაშიც შესაძლებელია შესაბამისად იქცეოდეს, როგორც უფროსი. იგი მასში ხედავს თავდაჯერებულ ქალს, რომელიც მატერიალურად უზრუნველყოფილია, თვითკმარია, ისეთია, რომელიც მამაკაცის გარეშე არ დაიკარგება. ამიტომ, მას შეიძლება მისი ეშინოდეს კიდეც. აქ კარტმა არ გვიჩვენა რომანტიკული ემოციები, არამედ გვიჩვენა ლოდინის მდგომარეობა, თითქოს ქალი მისგან ელის ქმედებებს, რეაქციებს და ის მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა ეს ურთიერთობა და ეს მამაკაცი.
რა ელის ამ ურთიერთობას მომავალში? კარტი გვიჩვენებს სტაგნაციას, როდესაც არაფერი არ ხდება, როდესაც ურთიერთობებში არ არის დინამიკა, განვითარება. არ არის ფერადი ემოციები. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თითოეულ მათგანს საკუთარი ცხოვრება აქვს. მაგრამ, ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება და აქ ბევრი რამ ქალზეა დამოკიდებული, მის გადაწყვეტილებაზე. და ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ან ახალ ცხოვრებას დაიწყებს, ან დაიწყებს ახალ ეტაპს უკვე არსებულ ურთიერთობაში. თუმცა, ამ გაშლის ზოგადი ატმოსფეროს მიხედვით, უფრო სავარაუდოა მოვლენების განვითარების პირველი ვარიანტი, როდესაც ქალი გააცნობიერებს, რომ მას ეს ურთიერთობა არ სჭირდება და გადაწყვეტს ამ ურთიერთობის გაწყვეტას.