ადრე მეგონა, რომ ტკბილი რულეტის გამოცხობა რთული იყო და სუმ მზა ვარიანტს ვყიდულობდი ხოლმე. სინამდვილეში კი მისი მომზადება საკმაოდ მარტივია და გამოუცდელ დიასახლისსაც გამოუვა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით,თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს.რეცეპტი არის საკმაოდ მარტივი და სწრაფი, რულეტი გამოდის ელასტიური და არ სკდება.
რულეტის მომზადება სახლის პირობებში
ინგრედიენტები ცომისთვის
- 1 ს/კ შაქარი
- 5 ს/კ ფქვილი
- 5 კვეცხი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1 პაკეტი ვანილი
- შაქრის პუდრა გასაფორმებლად
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 200 გრ. 20 %-იანი არაჟანი
- 100 გრ. შაქარი
- 1 ჩ/კ არაჟნის შემასქელებელი
- 0.5 ს/კ მარწყვი
მომზადების წესი
- ჩაყარეთ ჯამში კვერცხი, შაქარი და ვანილი, კარგად ათქვიფეთ.
- ჩაუშვით ათქვეფილ მასაში ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- აურიეთ ყველა ინგრედიენტი არაჟნის სისქის მასის მიღებამდე.
- დააფინეთ საცხობ დაფაზე პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ცომი თხელ ფენად.
- შედეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
- როდესაც გამოცხვება, გადაახვიეთ რულეტი ცხელივე და დატოვეთ ამ მდგომარეობაში გაგრილებამდე.
- შემდეგ გაშალეთ ფრთხილად და წაუსვით შიგთავსი. მე გამოვიყენე მარწყვის ჯემი, შეგიძლიათ ჩადოთ ცოცხალი ხილიც.
- სანამ ნამცხვარი გაიჟღინთება, მოამზადეთ არაჟნის კრემი. ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი. თუ ის თხელია, დაუმატეთ შემასქელებელი. თქვიფეთ შესქელებამდე.
- წაუსვით ხილფაფით გაჟღენთილ ბისკვიტს კრემი.
- ფრთხილად გადაახვიეთ რულეტი და შედეთ მთელი ღამით მაცივარში.
- დილით ჩამოაჭერით კიდეები, შეალამაზეთ და მიიტანეთ სუფრასთან. სურვილის შემთხვევაში, მოაყარეთ შაქრის პუდრა.
რულეტი გამოდის ძალიან არომატული და გემრიელი, როგორც ხედავთ, საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. შეგიძლიათ კრემის ნაცვლად მხოლოდ ჯემი გამოიყენოთ.გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს