მოგესალმებით! დღეს პაპარაცის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: ვინ ხართ თქვენ მისთვის, ხედავს თუ არა თქვენში საკუთარი ცხოვრების თანამგზავრს?განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ საკუთარი გონება ზედმეტი ფიქრებისაგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა). მოცემული პერიოდისათვის თქვენს ურთიერთობაში სირთულეებია. ვიღაც, შესაძლოა, დაშორდა კიდეც, ვიღაც კი არ გამორიცხავს ამის შესაძლებლობას მომავლისათვის.
მოკლედ, არსებობს პრობლემები, რომლებსაც თუ არ გადაჭრით, კიდევ უფრო გაიზრდება. მამაკაცი, რა თქმა უნდა, გიზიდავთ, თქვენ ეს კარგად გესმით, მაგრამ ცდილობთ საკუთარი ემოციების შეკავებას.რადგან ხედავთ, რომ თქვენს შორის არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, არის რაღაცნაირი რუტინა, ყოველდღიურობა. ურთიერთობაში არ არის დინამიკა, არ არის არანაირი განვითარება.შესაძლოა, სულაც არ გქონდეთ კომუნიკაცია, რადგან თითოეული თქვენგანი ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით, საკუთარ პატარა სამყაროშია ჩაკეტილი, რომელშიც არავის არ უშვებს.მაგრამ, დაშორების შემთხვევაშიც კი ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. ამოვიდა პენტაკლების ტუზი, ეს კი არის შესაძლებლობების, შანსის კარტი, რომელსაც გჩუქნით ბედი.
ეს არის შანსი იმისა, რომ ყველაფერი ჯერ ისევ შეიძლება იყოს კარგად, რომ შეიძლება ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვალოს. მაგრამ, ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს თქვენი თანამონაწილეობით, თქვენ ორივემ უნდა იბრძოლოთ ამ ურთიერთობებისათვის.ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რას ფიქრობს ამ ყველაფერზე თავად მამაკაცი, გააჩნია თუ არა თქვენს მიმართ გრძნობები?გრძნობებთან დაკავშირებით ამოვიდა კოშკი, რთული კარტი, რომელიც ნეგატიურ ემოციებზე საუბრობს. მამაკაცი, შესაძლოა თვლიდეს, რომ ეს ურთიერთობა დანგრეულია, შეიძლება ბრაზობდეს თქვენზე და გადანაშაულებდეთ იმ ყველაფერში, რაც მოხდა.
შეიძლება ეჭვიანობდეს და შეიძლება ეჯავრებოდეთ კიდეც. მოკლედ, არც თუ ისე კარგი ემოციებია, მაგრამ ეს ყველაფერი, რაც ახლა თქვენს შორის ხდება, მისთვის სულ ერთი არ არის.ახლა ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ მისთვის. აქ არ ჩანს, რომ თქვენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ, რომ მის ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი როლი გიკავიათ, მაგალითად, მეუღლის, შეყვარებულის და ასე შემდეგ.რა თქმა უნდა, თქვენ მისთვის საინტერესო ხართ, როგორც ქალიც და როგორც პიროვნებაც, მაგრამ სტაბილურ და მუდმივ ურთიერთობებს ეს მამაკაცი თქვენთან არ გეგმავს და ის, მაინცდამაინც, არც ეცდება თქვენს შორის არსებული პრობლემების მოგვარებას და თქვენთან კავშირისა და ნორმალური ურთიერთობების აღდგენას.
პირიქით, ახლა მას საუკეთესო გადაწყვეტილებად პაუზის აღება მიაჩნია. ის ფიქრობს იმაზე, რომ საჭიროა ამ ურთიერთობისათვის რაიმეს გაკეთება, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ილუზიებია, გეგმებია და ის ჯერ არ არის განწყობილი მათი რეალიზებისათვის.ის, თითქოსდა, ამ სიტუაციას თვითდინებაზე უშვებს: მოგვარდება პრობლემები, ერთად იქნებით – კარგია, არა და არა, ძალიანაც არ დაღონდება.