ადრე ნამცხვარ “ჟოზეფინას” ფენებს ტაფაში ვაცხობდი. ახლა მისი მომზადების უფრო მარტივი ხერხი ვიცი.

1968

ნამცხვარ “ჟოზეფინას” ფხვიერი ფირფიტები ძალიან მარტივი მოსამზადებელია. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში შემოგთავაზებთ შესანიშნავი ნამცხვრის მომზადების რეცეპტს, რომელიც სულაც არ არის რთული და კრემის მაგივრად მზადდება კონფიტურით, ჯემით, ან ხილფაფით.

ფხვიერი ფირფიტები

ინტერნეტში ბევრი ვეძებეთ ამ გასაოცარი ნამცხვრის შექმნის ისტორია, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. არადა, საინტერესო იყო, რატომ უწოდეს ამ ტორტს ასეთი მშვენიერი სახელი.მოდით, გავეცნოთ რეცეპტს:

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • 500 გრ. ფქვილი
  • 200 გრ. შაქარი
  • 150 გრ. კარაქი
  • 150 გრ. არაჟანი
  • 1 ს/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა ნიგოზი

მომზადების წესი

  1. ღრმა ჯამში ჩაუშვით 4 კვერცხი, შაქარი და ვანილი. ათქვიფეთ კარგად, მაგრამ გამყარებამდე თქვეფა არ არის საჭირო.
  2. არაჟანს დაუმატეთ ერთი კოვზი სოდა ან გამაფხვიერებელი და კარგად მოურიეთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ იოგურტი. ჩაუშვით არაჟანი კვერცხის ნარევში და ისევ ათქვიფეთ.
  3.  დარბილებული კარაქი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაუმატეთ ნარევს, კარგად ათქვიფეთ, სანამ კარაქი თანაბრად არ შეერევა დანარჩენ ინგრედიენტებს. უმჯობესია ზეთი წინასწარ ოთახის ტემპერატურაზე მიიტანოთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
  4.  ახლა დაიწყეთ ფქვილის თანდათანობით დამატება. თავიდან შეგიძლიათ მიქსერით ურიოთ, მაგრამ ფქვილის ბოლო ნაწილი უკვე ხელით უნდა შეაზილოთ. მოზილეთ წელვადი, ზომიერად სქელი ცომი. ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ ფქვილი.
  5. ცომი გაყავით ოთხ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ თხლად, ფრთხილად გადაახვიეთ საბრტყელებელზე და გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე,  რომელზეც წინასწარ წაუსმევთ კარაქს და დააფენთ პერგამენტის ქაღალდს.
  6. თუ კრემის მაგივრად იყენებთ კონფიტურს , დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაჭერით წვრილად ნიგოზი.
  7. დაიწყეთ ნამცხვრის აწყობა: ჩამოაჭერით ფირფიტებს კიდეები და გაათანაბრეთ. მოჭრილი ნაწილები წვრილად დაფხვენით.
  8. თითოეულ ფენას გადაუსვით ჯემი და მოაყარეთ ნიგოზი. დაალაგეთ ფირფიტები ერთმანეთზე, ზედა ფენას მოაყარეთ დაფხვნილი კიდეები და ნიგოზი. ყველა ფენა კარგად უნდა იყოს გაჯერებული ჯემით. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან: ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ნამცხვარი გემრიელი და არომატული გამოვა. ხანდახან ცხოვრებაში ბედნიერებისთვის საკმარისია უგემრიელესი ნამცხვარი, ცხელი ჩაი და საყვარელი წიგნი, ან საინტერესო სერიალი. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს