თუ თქვენ აღმოსავლური ტკბილეულის მოყვარული ხართ, გირჩევთ, თავად მოამზადოთ რაჰათ-ლუქუმი. ის ბევრად უკეთესი გამოდის, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი!რაჰათ-ლუქუმი თურქულად ნიშნავს “ზეციურ სიამოვნებას” და ეს მართლაც ასეა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოცემული რეცეპტით ის გამოდის ტკბილი, ნაზი, რბილი, ელასტიური და არომატული.
რჰხათ-ლუქუმი
ინგრედიენტები
- 1 ს/კ შაქარი
- 6 ჭიქა წყალი
- 3 ს/კ სახამებელი
- 0.5 ჭიქა თხილი ან ნუში
- 0.5 ჭიქა შაქრის პუდრა
- 4 ს/კ ფქვილი
მომზადების წესი
- შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი თხილეული, მაგრამ ჩემი ფავორიტია თხილი ან ნუში, ასევე საინტერესო გამოდის არაქისით. თხილი უნდა გასუფთავდეს და შუაზე გაიჭრას.
- გახსენით სახამებელი სამ ჭიქა ცივ წყალში, კარგად აურიეთ და დადგით 10 წუთის განმავლობაში.
- დანარჩენი სამი ჭიქა ჩაასხით ქვაბში, ჩაყარეთ შაქარი. მიიყვანეთ სიროფი ადუღებამდე, დროდადრო ურიეთ. დუღილის დრის მოხადეთ წარმოქმნილი ქაფი.
- შემდეგ ჩაუშვით სიროფში სახამებლიანი ნარევი და სწრაფად ურიეთ, დაუმატეთ თხილი, ადუღეთ შესქელებამდე – 15-20 წუთი დაახლოებით.
- შემდეგ უნდა მოამზადოთ ფორმა. წაუსვით ცხიმი და სწრაფად გადაიტანეთ მასზე მასა. უნდა გამოვიდეს 2-2.5 სმ. სიმაღლის მართკუთხა ფენა, მოუსწორეთ ზედაპირი და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 7-8 საათის განმავლობაში.
- გაცივებული და გამყარებული რაჰათ-ლუქუმი დაჭერით კუბებად, ამოავლეთ შაქრის პუდრასა და სახამებელში. გემრიელად მიირთვით!
რჩევა რედაქციისგან: როგორც ხედავთ, ამ დესერტის მომზადებას ძალიან ცოტა ინგრედიენტები სჭირდება, შედეგი კი უბრალოდ გასაოცარია! არსებობს მოსაზრება, რომ რაჰათ-ლუქუმი განსაკუთრებით გემრიელი ხდება ერთი კვირის შემდეგ, მაგრამ მეეჭვება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვინმემ მისი შენახვა შეძლოს…წყლის ნაცვლად რაჰათ-ლუქუმი შეგიძლიათ გააზავოთ ხილის წვენით. თუ გამოიყენებთ მარწყვის წვენს, ის გამოვა წითელი, ან ვარდისფერი, ხოლო თუ გამოიყენებთ ფორთოხლის წვენს, მიიღებთ ნარინჯისფერს.
თქვენ გიყვართ რაჰათ-ლუქუმი? გაგისინჯავთ მისი ნამდვილი გემო? გაგვიზიარეთ კომენტარებში.