მოგესალმებით! დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ სტატიას, თემაზე: რისთვის შეხვდით ერთმანეთს, რატომ შეგახვედრათ ბედმა?განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ საკუთარი გონება ზედმეტი ფიქრებისაგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).
თქვენთვის, ახალა ცხოვრებაში დგება ძალიან მნიშვნელოვანი და არა მარტივი პერიოდი. ცვლილებების, ტრანსფორმაციის, ფასეულობათა გადაფასების პერიოდი. თუმცა, პრინციპში, თქვენ სულიერად ძლიერი, მიზანსწრაფული ქალი ხართ, ის, რომელმაც იცის, როგორ გადალახოს წინაღობები და წინააღმდეგობები.მაგრამ ახლა, თქვენი შინაგანი მსოფლმხედველობა იცვლება. თქვენ იცვლით შეხედულებებს, ვითარდებით, მოძრაობთ მატერიალური პრიორიტეტების მხარეს.
ვიღაცა, შესაძლოა უფრო პერსპექტიულ სამსახურში გადავიდა, ვიღაცისთვის კი ახალი წამოწყებების, პროექტების დრო მოვიდა, რომლებიც უახლოეს მომავალში მატერიალურ წარმატებასა და წინსვლას პირდება. იქნებ საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეთ?ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა თქვენთვის პირველ ადგილზე ცხოვრების მატერიალური სფეროა და თქვენ უდიდეს ძალისხმევას ხარჯავთ წარმატების მისაღწევად. ძალიან ბევრი რამ უკვე გააკეთეთ, მაგრამ არ აპირებთ ამაზე გაჩერებას.
მამაკაცზე კი რთული კარტები ამოდის, რაც იმაზე საუბრობს, რომ მის ცხოვრებაში ახლა კრიზისია. ადამიანი განიცდის სერიოზული დანაკარგის, რაღაცის ნგრევის გამო და გარკვეული შეზღუდვები აქვს.ბევრის შემთხვევაში კარტი გვიჩვენებს ურთიერთობების ნგრევას, სხვების შემთხვევაში – სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს. მოკლედ, ნამდვილად არასასიამოვნო მოვლენებია.
თავად იგი გამოდის, როგორც თასების მეფე, ეს კარტი კი არის რბილი, ემოციონალური ადამიანის კარტი, ისეთის, რომლისთვისაც პირადი ცხოვრება ყოველთვის პრიორიტეტულია.ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის მამაკაცი თავისი ხასიათის გამო ძლიერ განიცდის იმას, რაც ახლა ხდება.
მოცემული მომენტისთვის კარტი გვიჩვენებს, რომ თქვენს შორის არის გრძნობები, მაგრამ ყველაფერი არც თუ ისე მარტივადაა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი თქვენგანი შეიძლება არ იყოს თავისუფალი და დიდი ალბათობით, ეს თქვენ ხართ.გამოვიდა თქვენი კარტი – თასების დედოფალი, რომელიც იმაზე საუბრობს, რომ თქვენ გაგაჩნიათ გრძნობები ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ თქვენს გვერდით არის იმპერატორის კარტი, თქვენი ქმრის ან მუდმივი პარტნიორის.აქ გამოვიდა კიდევ ერთი მამაკაცი, ის, რომლის შესახებაც კითხვა დაუსვით კარტს (კვერთხების მეფე) და თასების რაინდი, რომელიც მის გვერდითაა, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს შორის ნამდვილად არის გრძნობები.
თუმცა, ვიღაცის შემთხვევაში შეიძლება ისე იყოს, რომ ორივე მამაკაცის კარტი ერთსა და იმავე მამაკაცს ახასიათებდეს, რომელზედაც ეკითხებით კარტს. ამ შემთხვევაში, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ან ის თავად იმყოფება ქორწინებაში, ან აქვს მუდმივი ურთიერთობა სხვა ქალთან.რისთვის შეხვდით ერთმანეთს? ურთიერთობისთვის, ემოციებისთვის, ვნებისათვის, მაგრამ აქ უფრო საიდუმლო კავშირია, ურთიერთობა, რომლის აფიშირებაც ამა თუ იმ მიზეზების გამო არ ხდება.უფრო მეტიც, არის არჩევანის სიტუაცია, მაგალითად, არჩევანი პარტნიორებს შორის, არჩევანი ურთიერთობებსა და გარემოებებს შორის და ასე შემდეგ.კვერთხების რვიანი კი იმაზე მიუთითებს, რომ ურთიერთობაში სტაბილურობა არ იქნება.
თქვენ ერთმანეთს შეხვდით ძალიან ემოციონალური ურთიერთობებისათვის. თანაც, ეს ემოციები ყოველთვის დადებითი არ არის. რაღაც მომენტებში არის გრძნობები, სიმსუბუქის შეგრძნება, სხვა მომენტებში კი თქვენ შორის შეიძლება მოხდეს სერიოზული კონფლიქტები, გაჩნდეს პრეტენზიები, უკმაყოფილება. შემდეგ კი – ისევ ემოციებით სავსე შერიგება. აი ასეთი ურთიერთობები გელოდებათ ამ ადამიანთან.
თუმცა, ის თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ამისათვის არ გამოჩენილა, არამედ იმისთვისაც, რომ თქვენ მკაფიოდ განსაზღვროთ სინამდვილეში როგორი ურთიერთობა გინდათ, რას ელით თქვენი რჩეულისაგან და როგორ უნდა იმოქმედოთ იმისთვის, რომ სასურველი მიიღოთ.ანუ, ეს ურთიერთობა მოგეცათ არა მხოლოდ ემოციებისათვის, არამედ გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად, რის შედეგადაც უკეთ გაუგებთ საკუთარ თავსა და საკუთარ სურვილებს.