მოგესალმებით! დღეს პაპარაცის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: თქვენ და ის უახლოეს ნახევარ წელიწადში.განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ თქვენი გონება ზედმეტი ფიქრებისაგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).თქვენს დასახასიათებლად რთული კარტი ამოვიდა – ხმლების რაინდი. ამ კარტის მიხედვით შეგვიძლია დაგახასიათოთ როგორც კონფლიქტური ქალი, უმეტეს შემთხვევაში, უარყოფითად განწყობილი ცხოვრებისადმი, გარშემომყოფების მიმართ, მიდრეკილი მუდმივი ნეგატიური ემოციებისკენ, პესიმიზმისაკენ.
ან, ახლა იმყოფებით კონფლიქტის ენერგიებში, უკმაყოფილო ხართ ვიღაცით ან რაღაცით. ან, იქნებ ახლა მტრული ურთიერთობა გაქვთ ვიღაცასთან, ნაჩხუბარი ხართ.კვერთხების ექვსიანის მიხედვით მამაკაცი არის ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანი, მუდამ გამარჯვებულია, ამაყი, ჯიუტი, იგი ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს.ამასთანავე, მას არ ახასიათებს დაბალი, ბოროტი საქციელი, მას პატიოსანი და ღია თამაში ურჩევნია. თუმცა, არის არც თუ ისე სასიამოვნო მომენტებიც.მაგალითად, ის, რომ მას უჭირს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა. ასე რომ, თუ ნაჩხუბრები ხართ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას შერიგება სურს, ურთიერთობების გაგრძელება სურს, მას უჭირს შესარიგებლად პირველი ნაბიჯების გადმოდგმა.
ურთიერთობაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, თქვენ მაინც გაგაჩნიათ გრძნობები ამ მამაკაცის მიმართ, ძალიან თბილად ეპყრობით მას, გრძნობთ ემოციურ კავშირს, რომელიც თქვენს შორის არსებობს.ზოგადად, თქვენ იგი თქვენთვის ძალიან ახლობელ ადამიანად, მონათესავე სულად მიგაჩნიათ. მიუხედევად იმისა, რომ ნაჩხუბრები ხართ, თქვენ მაინც გრძნობთ, რომ აუცილებელია დალაპარაკება და სიტუაციის გარკვევა.მამაკაციც არ არის თქვენს მიმართ გულგრილი, მას თქვენ აინტერესებთ. მაგრამ, ეს ინტერესი არის უფრო, როგორც ქალის მიმართ ინტერესი, ფიზიკური, ინტიმური.თუმცა, ვინაიდან მისი გრძნობების დასახასიათებლად მამაკაცის კარტი ამოვიდა და ეს კარტი არის კვერთხების მეფე, თქვენს სიტუაციაში იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი მიდრეკილია იფიქროს უფრო მეტად საკუთარ თავზე და საკუთარ შინაგან კომფორტზე.
თქვენი ურთიერთობის დასახასიათებლად ამოვიდა უფროსი არკანი – პაპესა. ეს არის გაურკვეველი სიტუაციის კარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის რთულია გაერკვეთ, რადგან ყველაფერი ძალიან გაუგებარია და ბევრი რამ დაფარულია.ვიღაც შეიძლება საიდუმლო ურთიერთობაში იმყოფებოდეს, მაგალითად, თუ საუბარი სასიყვარულო სამკუთხედზეა, ვიღაცები უბრალოდ ვერ უგებენ ერთმანეთს, მაგალითად, შეიძლება დარწმუნებული არ იყოთ მამაკაცის გრძნობებში, მუდმივად ფიქრობთ, რისთვის სჭირდებით თქვენ და რისთვის სჭირდება თქვენთან ურთიერთობა. ვიღაც კი შესაძლოა საერთოდ არ ურთიერთობს, მაგალითად, სერიოზული ჩხუბის შემდეგ.თქვენ და ის უახლოეს ნახევარ წელიწადში. სამწუხაროდ, ამ პერიოდის განმავლობაში სიტუაცია არ შეიცვლება. ასევე გამოდის საიდუმლოებები, ილუზიები, გაუგებრობები, მომავლის არ ხედვა.
თუ არ ურთიერთობთ, თითქოსდა, მამაკაცის მხრიდან რაიმე სახის გამოვლინებას ელოდებით. ელოდებით, რომ იაქტიურებს, მაგრამ ის არ ჩქარობს. იმიტომ, რომ ისიც ვერ ხედავს ამის აზრს.თუ თქვენს შორის საიდუმლო კავშირია, მაშინ ეს ასეც დარჩება. თუ ურთიერთობაში მუდმივი გაუგებრობებია, თქვენ ელით საუბარს, რომელიც ბევრ რამეს ახდიდა ფარდას. მაგრამ, ასეთი რამ არ ჩანს.ემოციების მხრივაც, უფროს არკან – მაგის მიხედვით, თქვენც და ისიც საკუთარ გრძნობებს გააკონტროლებთ. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობები არის და როგორც კარტმა გვიჩვენა არის ინტერესიც, რეალურად ამ ყველაფრის გამოვლენა ძალიან ძნელია.