ტაროს გაშლა. გადმოდგამს თუ არა იგი პირველ ნაბიჯს?

717

მოგესალმებით! დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ სტატიას – ტაროს გაშლა, თემაზე: გადმოდგამს თუ არა იგი პირველ ნაბიჯს? განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისაგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).კარტი გვიჩვენებს, რომ თქვენ ხართ ძალიან აქტიური საინტერესო პიროვნება, ვისაც თავში უამრავი გეგმა აქვს, მუდმივად გეგმავთ რაიმე ახალ წამომწყებებს, მუდმივად მოქმედებაში ხართ.

თქვენ ხართ ქალი, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს, ყველაფრის გასინჯვა სურს. პრობლემა კი იმაში მდგომარობს, რომ თქვენ სწრაფად ინთებით სურვილებით, მაგრამ სწრაფადვე კარგავთ ინტერესს და რაღაც სხვა სიახლით ინტერესდებით.ანუ, თქვენ გიჭირთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რადგან გეგმა ბევრი გაქვთ, მაგრამ დასაწყისში თქვენ ხედავთ მხოლოდ მიზანს და კარგად არ გაქვთ მოფიქრებული ნაბიჯები, რომლებიც მის მიღწევაში დაგეხმარებათ.

თუ რაიმე არ გამოგდით, თქვენ იმედები გიცრუვდებათ და განიცდით კიდეც. მაგრამ, დიდხანს არა, რადგან ჰორიზონტზე მალევე ჩნდება რაღაც ახალი, რითაც ასევე ძლიერ ინტერესდებით. და მთელი თქვენი რესურსები და შინაგანი ძალები უკვე ამ სიახლეზე გადაგაქვთ.ასეთი არამუდმივობა, ვიღაცის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მატერიალურ სფეროში, სამსახურში, ვიღაცის შემთხვევაში კი – ურთიერთობებში. იქნებ, უბრალოდ საკუთარ თავს ეძებთ?

მამაკაცი ძალიან საინტერესო ადამიანია, რომელიც ისე ცხოვრობს, როგორც საჭიროდ თვლის, უყვარს გარისკვა, არ უყვარს, როდესაც ვიღაც მის პირად სივრცეში იჭრება.ცხოვრების მიმართ საკმაოდ არასერიოზული დამოკიდებულება აქვს. მას ახასიათებს სპონტანური, მოულოდნელი და ზოგჯერ გაუაზრებელი საქციელი. ეს ისეთი ადამიანია, რომლმაც იცის როგორ დააინტერესოს ვინმე საკუთარი თავით, იცის, როგორ მიიპყროს ყურადღება, ძალიან მაგნიტურია, უფრო სწორედ, მიმზიდველი გარეგნულად.

მოკლედ, მასში არის რაღაც ისეთი, რაც სხვას, კერძოდ კი ქალებს, მისკენ იზიდავს.ამ ყველაფერთან ერთად, მამაკაცი, დიდი ალბათობით, თავისუფალი არ არის, იმყოფება ქორწინებაში ან მუდმივ ურთიერთობებში. მაგრამ, ეს მას არ უშლის რომ პერიოდულად სხვაგან გადაუხვიოს და თუ ჯერ არ უღალატია, მაშინ ეს აზრი, დრო და დრო, მაინც უჩნდება ხოლმე.თქვენ მის მიმართ აშკარად ძლიერი გრძნობები გაგაჩნიათ, თასების ტუზის მიხედვით, ეს გრძნობები ნამდვილია, არ არის ყალბი ემოციები, იმის თქმაც კი შეიძლება, რომ თქვენ ეს ადამიანი გიყვართ.

ის კი ცდილობს დისტანციის დაჭერას, საკუთარი ემოციების გაკონტროლებას და თქვენი ურთიერთობის ისე განვითარებას, როგორს ეს მას თავად სურს. ანუ, ერთი სიტყვით, არ აპირებს თავის დაკარგვას.რა ხდება ახლა თქვენს შორის? კარტი გვიჩვენებს სიტუაციას, როდესაც თქვენს შორის იყო საიდუმლო კავშირი. მიაქციეთ ყურადღება, ისევ გამოვიდა კარტები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ მამაკაცი თავისუფალი არ არის. ეს მას ხელ უშლიდა იმაში, რომ სრულფასოვნად დახარჯულიყო თქვენი ურთიერთობისათვის. როგორც ემოციურად, ასევე მატერიალურად. თქვენ ამ ურთიერთობაში სრულად ვერ იღებდით იმას, რას თქვენთვის მნიშვნელოვანია. შესაძლოა ამან გამოიწვია კონფლიქტი და ის, რომ თქვენ ერთმანეთს დაშორდით.

ან პირიქით, თუ თქვენ მასთან სერიოზული ურთიერთობა გაქვთ, ოჯახი, ქორწინება, ამ შემთხვევაში კარტი გვიჩვენებს გაუგებრობას და ასევე მის ინტრიგებს. შედეგი იგივეა – ურთიერთობის გაციება, ერთმანეთისაგან დაშორება.გადმოდგამს თუ არა იგი პირველ ნაბიჯს? რა ქმედებებს უნდა ელოდეთ მისგან უახლოეს პერიოდში?თუ თქვენ მისთვის – საიდუმლო ქალი ხართ, მაშინ ქმედებებსა და ნაბიჯებს მისგან თვენი მიმართულებით არ უნდა ელოდეთ, რადგან უახლოეს პერიოდში ეს ადამიანი საკუთარი ოჯახით იქნება დაკავებული, დაკავებული იქნება თავის მუდმივ პარტნიორთან ურთიერთობაში არსებული პრობლემების მოგვარებით. იქ კი პრობლემები ნამდვილად არის. და ახლა მისთვის ეს არის პრიორიტეტული.

თუ თქვენ მასთან მუდმივ ურთიერთობაში ხართ, მაშინ კი – შეგიძლიათ ელოდოთ მისგან ნაბიჯებს, თქვენი ურთიერთობის ნორმალიზებისათვის. იგი ბევრ რამეს მიხვდა, ბევრი რამ გააცნობიერა და რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს თქვენს ურთიერთობას, იგი არჩევანს ოჯახის, სტაბილურობისა და მუდმივი კავშირის სასარგებლოდ გააკეთებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს