დიდი ხანია ვეძებ გზას, როგორ გავრეცხო თეთრი წინდები და დავაბრუნო პირვანდელი ფერი. ჩემს შვილს მხოლოდ თეთრი ფერის წინდები აცვია. ამბობს, რომ მოდაშია, მაგრამ ისინი უღმერთოდ ბინძურდებიან. დილით იცვამს სუფთას და ახალს, საღამოს კი უკვე გადასაყრელია. კიდევ კარგი, გავარკვიე, როგორ გავრეცხო წინდები ისე, რომ უნაკლოდ თეთრი დარჩეს.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე ხრიკს.
როგორ გავრეცხოთ წინდები
ვცადე სხვადასხვა მეთოდი, თავიდან ჩემს არსენალში იყო: ჩვეულებრივი სარეცხი საშუალება, სოდა, მდუღარე წყალი. ამ ყველაფერმა არ გამოიღო ის შედეგი, რასაც ველოდი. წინდები ან მთლიანად ნაცრისფერი გახდა, ან შავი ლაქები დარჩა, მაგრამ ახლა მე მაქვს ორი ეფექტური გზა.
პირველი ხერხი: როგორ გავრეცხოთ წინდები – წინდები უნდა ჩაალბოთ სპეციალურ ხსნარში. იგი მზადდება ძალიან მარტივად: აადუღეთ 1 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 ს/კ. პერეკისი და იგივე რაოდენობის სპირტი. აურიეთ ნარევი და დატოვეთ წინდები მასში მთელი ღამით.დილით უბრალოდ გარეცხეთ საპნით. ლაქები უპრობლემოდ ქრება. თუ ხელით რეცხვა არ გსურთ, შეყარეთ სარეცხ მანქანაში გასავლებად. შედეგი იგივეა. რაც მთავარია, ფერი ნათელია, არანაირი ნაცრისფერი. თუმცა, ეს მეთოდი მუშაობს მხოლოდ ახალ ლაქებზე, ძველისთვის არსებობს უფრო რადიკალური მეთოდი.
რეცხვის მეორე ხერხი – აქ გამოხარშვის გარეშე არაფერი გამოგვივა, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ადუღების შემდეგ ქსოვილი ნაცრისფერი ხდება? გარწმუნებთ, ეს არ მოხდება, თუ სწორ ხსნარს და გამოხარშვის ამ მეთოდს გამოიყენებთ.მაშ ასე, ჩვენ გვჭირდება თხევადი, ან გახეხილი ჩვეულებრივი საპონი. ერთ ჭიქა თბილ წყალზე ვიღებთ სუფრის კოვზ თხევად საპონს და სუფრის კოვზ პერეკისს. წინდებს ვდებთ პაკეტში, ხსნარით ვავსებთ და ვაკრავთ. ამ ყველაფერს ვაგზავნით ღუმელში 20 წუთით 180 გრადუს ტემპერატურაზე.როდესაც გამოვიღებთ, ველოდებით გაგრილებას და სარეცხ მანქანაში ვყრით გასარეცხად. ლაქები ქრება, თოვლივით თეთრი ფერი შენარჩუნებულია. ამ ხერხით გაცვეთილი წინდებიც კი ცოცხლდება.
ეს არის წინდების რეცხვის ორი მეთოდი, რომელიც აღმოვაჩინე. დიახ, დაგჭირდებათ გარჯა, მაგრამ შედეგი ღირს. რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის, რომ ახლის ყიდვა უფრო ადვილია, ვიდრე ამ ყველაფრის კეთება, მაგრამ რატომ უნდა გადაყარო, თუ რამის გამოყენება ისევ შეგიძლია?იმედი მაქვს, რომ თეთრი ნივთების რეცხვის ეს მეთოდები დაგეხმარებათ თქვენც. გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.