ანამ შემთხვევით გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა. მან გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად გაერკვია სიმართლე და ქმარი გამოჭირა, მაგრამ თავისი გეგმის განსახორციელებლად რთული გზის გავლა მოუწია. რა სირთულეები წააწყდა ქალი და როგორ დასრულდა ეს ამბავი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ.
მოღალატე ქმარი
“ჩემი ქმარი ხშირად დადის მივლინებაში. ეს გრძელდება რამდენიმე დღის, ზოგჯერ კი კვირის განმავლობაში. მე უკვე შევეჩვიე ამას, რადგან აკაკი მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებს კომპანიაში.დროდადრო ვესაუბრები ხოლმე ჩემს ქმარს სამსახურის შეცვლაზე, მაგრამ მას ეს იდეა არ მოსწონს, რადგან აქ კარგი ხელფასი აქვს.ახლახან ქმარმა გამომიცხადა, რომ 2 კვირით მიდიოდა მივლინებაში. უფრო მეტიც, მივლინების გამო იშლებოდა ჩვენი შვებულება, რომლის გატარებასაც ერთად ვაპირებდით. ძალიან მეწყინა, რადგან ეს დიდი ხნის დაგეგმილი მქონდა.
ქმრის წასვლამდე ორიოდე დღით ადრე მის ნივთებს ვალაგებდი და რაღაც იდუმალი კონვერტს წავაწყდი. ის ჩემოდნის ბოლოში იყო დამალული,უნებურად ხელი გამექცა და გავხსენი. რაც ვნახე იმან, შოკში ჩამაგდო. ეს იყო საგზურები ზღვაზე. იმავე ზღვაზე, სადაც ერთად უნდა დაგვესვენა. მართალი გითხრათ, დიდი ხანია ვეჭვობდი, რომ ჩემს ქმარს ვიღაც ჰყავდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ვცდილობდი დამერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ უბრალოდ მეჩვენებოდა.ამჯერად გადავამოწმე თარიღები, გავარკვიე რომელ სასტუმროში იქნებოდა ჩემი ქმარი, როცა ის “მივლინებაში” წავიდოდა. გიჟურმა აზრმა გამიელვა თავში: უნდა წავიდე. არ მინდოდა მხოლოდ ჩემი ვარაუდების საფუძველზე საქმის დალაგება, მინდოდა ყველაფერი ჩემი თვალით მენახა!
მოქმედების გეგმა – ჩემი ქმრისა და მისი საყვარლის სავარაუდო დასასვენებელ ადგილამდე მისასვლელი ბილეთი საკმაოდ ძვირი ღირდა. ჩემს ხელფასამდე კი ზუსტად ერთი კვირა იყო დარჩენილი.დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მეგობართან წავსულიყავი და მისგან საჭირო თანხა მესესხებინა. მაკა რთულ დროს ყოველთვის მეხმარებოდა, თუმცა არ მითქვამს მისთვის ასეთი მოულოდნელი ვიზიტის მიზეზი.მაშინვე ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი, ზოგი ჭირი მარგებელია – პირველად აღმოვჩნდი ბიზნეს კლასში… ბევრი ბარგი არ წამიღია, ზღვაში ბანაობას არ ვგეგმავდი, ჩემი მიზანი სულ სხვა იყო.
როცა დანიშნულების ადგილამდე მივედი, ცოტა ხანი დავისვენე, შემდეგ კი მისაღებში წავედი. დიდი მუშაობა დამჭირდა ადმინისტრატორთან, რომ მეთქმევინებინა, რომელ ოთახში დასახლდა ჩემი ქმარი. საბოლოოდ თანხის სანაცვლოდ მომცა ეს ინფორმაცია.საღამომდე დავიცადე, შემდეგ მივედი და გაუბედავად დავაკაკუნე. რამდენიმე წამში კარი აკაკიმ გამიღო, ოთახიდან კი ქალის ხმა გაისმა: “აკო, ვინ არის ასე გვიან?” და თითქოს ცხელი წყალი გადამასხესო! ათას ხმაში ამოვიცნობ მაკას ხმას…”დიდი ხანია მატყუებთ?” პირდაპირ თვალებში ჩავხედე ქმარს . პასუხად მხოლოდ თავი დამიქნია. ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ მაკამ გადაწყვიტა გამოსულიყო და ენახა რა ხდებოდა. როცა დამინახა, ერთადერთი, რაც ამოღერღა იყო: „ამისთვის გჭირდებოდა ფული?“.აღარ მინდოდა რამის გარკვევა, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო. პირველივე რეისით სახლში ჩავფრინდი, ნივთები ჩავალაგე და ბინა დავტოვე. მეორე დღესვე განქორწინება მოვითხოვე, ჩემი ცხოვრება დაიყო “ადრე” და “შემდეგ” პერიოდად.
რას გვასწავლის ეს ამბავი? – თქვენ შეგიძლიათ გიყვარდეთ ადამიანი ისე, რომ საერთოდ არ გქონდეთ ეჭვი, რომ ის გატყუებთ. სამწუხაროდ, ღალატისგან არავინ არის დაზღვეული თუმცა, თუ მსგავსი დილემის წინაშე აღმოჩნდებით, მზად უნდა იყოთ გადამწყვეტი ქმედებებისთვის.
ანა დარწმუნდა, რომ ქმარი ღალატობდა და მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. შენ რას გააკეთებდი მის ადგილას? გაგვიზიარე კომენტარებში!