უდიდესი სისულელე ჩავიდინე და კრედიტი ავიღე იმისთვის, რომ ჩემი ქმრის ფინანსური პრობლემები მომეგვარებინა, მან კი მიმატოვა და სხვა ქალთან წავიდა

1342

“რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის, რომ ნამდვილი სულელივით მოვიქეცი და ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. იტყვიან, არ იყო საჭირო ქმრის ასე ნდობა.ეს ხალხი, რა თქმა უნდა, მართალი იქნება. მაგრამ ახლა აღარაფერი შეიცვლება. უნდა ვიფიქრო როგორ ვიცხოვრო.პირველ ქმართან განქორწინების შემდეგ სერიოზულ ურთიერთობას აღარ ვგეგმავდი და მით უმეტეს, დაქორწინებას.განქორწინება და ოჯახური ცხოვრება პირველ ქმართან ჩემთვის ნამდვილი კოშმარი იყო. მე და ჩემი უფროსი ვაჟი უბრალოდ გავიქეცით ნაქირავებ ბინაში.

ახლა ძალიან ვსაყვედურობ ჩემს თავს, რომ არ გავითვალისწინე მწარე გაკვეთილი და მეორედ გავთხოვდი.უკეთესი იქნებოდა, შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში მეცხოვრა, მემუშავა და თავი მერჩინა. მაშინ ყველაფერი მშვიდად, სტაბილურად იქნებოდა და ახლა ასეთი დიდი პრობლემები არ მექნებოდა…დაქორწინებიდან ორი წლის შემდეგ დავორსულდი. მე და ლაშას მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა და ამიტომ გადავწყვიტეთ ბავშვის გაჩენა.ძალიან მომწონდა, რომ ლაშას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩემს უფროს შვილთან. ეხმარებოდა გაკვეთილების მომზადებაში, ასწავლიდა სკეიტბორდით სრიალს და ველოსიპედის ტარებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი შვილის მამას ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია.

ვერც კი გავიგე, როდის შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა. მან მოულოდნელად დაიწყო გაუჩინარება რამდენიმე დღის განმავლობაში. მაშინ უკვე ორსულად ვიყავი. მთხოვა, არ მენერვიულა. მითხრა, რომ უბრალოდ პრობლემები ჰქონდა სამსახურში.მე კი ისეთი სულელი და გულუბრყვილო ვიყავი, რომ დავიჯერე. როცა ბავშვი გავაჩინე და საავადმყოფოდან გამოგვწერეს, ლაშა მთელი ორი კვირის განმავლობაში გაუჩინარდა.ძალიან ვღელავდი, შეუძლებელი იყო მასთან დაკავშირება. მეგობრებსა და ნაცნობებს დავუკავშირდი, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა და ვერავინ ვერაფერს მეუბნებოდა.

როდესაც ლაშა დაბრუნდა, თქვა, რომ დიდი პრობლემები ჰქონდა სამუშაოსთან დაკავშირებით. რომ ძალიან ვუყვარვართ მე და ჩემი შვილი და მალე მოაგვარებს ყველაფერს და შემდეგ ბედნიერად ვიცხოვრებთ.აი, ასეთ უცნაურ რეჟიმში: ერთი თვე იყო სახლში, შემდეგ კი ერთი კვირა უჩინარდებოდა – ორწელიწადნახევარი ვიცხოვრეთ.შემდეგ ჩემი შვილი ბაღში მივიყვანე და რადგან ფულის პრობლემა გვაქვს და სამსახურში გავედი. ფული ნამდვილად გვჭირდებოდა: ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ.დღემდე არ ვიცი, რას აკეთებდა ლაშა. ვფიქრობ, ყიდდა მანქანებს და ავტონაწილებს, მაგრამ გამუდმებით მესმოდა მხოლოდ პრობლემებისა და ვალების შესახებ.

ის მუდმივად გვპირდებოდა, რომ ძალიან მალე ყველაფერს მოაგვარებდა, მაგრამ ამისთვის ფული სჭირდება. ბანკიდან სესხის აღება სურდა, მაგრამ არ მისცეს, ამიტომ ჩემს სახელზე გამოვუტანე. ეხლა ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს.საბოლოოდ, ლაშამ მიმატოვა. მარტო დავრჩი ორ შვილთან ერთად, უზარმაზარი სესხით ნაქირავებ ბინაში.მისი ერთ-ერთი მეგობრისგან გავიგე, რომ ლაშა ახლა მეზობელ ქალაქში ცხოვრობს. იქ ჰყავს ვიღაც ქალი და შვილი. ის ბავშვი ჩვენი შვილის ასაკისაა.უბრალოდ არ ვიცი რა გავაკეთო. მთელი ჩემი ხელფასი ქირაში მიდის. მე და ჩემს შვილებს თვიდან თვემდე ძლივს გაგვაქვს თავი. დედაჩემი შორს ცხოვრობს. ის ძალიან ავად არის და ვერ მეხმარება.

ქმარს არც დაურეკავს და არც გამოჩენილა. მას არ აინტერესებს როგორ ვცხოვრობთ. ჩემს ზარებსაც არ პასუხობს.განქორწინება და ალიმენტის მოთხოვნა მინდა. მაგრამ ფაქტია, რომ ლაშა ოფიციალურად არსად მუშაობს. დიდი ალბათობით, მისგან ფინანსურ დახმარებას ვერასდროს მივიღებ.Რა უნდა გავაკეთო? როგორ გამოვიდეთ ასეთი რთული ფინანსური მდგომარეობიდან? იქნებ თქვენ მირჩიოთ?”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს