ჩემი ქალიშვილი მშობიარობის დროს გარდაიცვალა, მგრამ მე სამშობიაროდან ვაჟით დავბრუნდი

8966

ღამით მშობიარობა დამეწყო, წყლები დავღვარე და საავადმყოფოში წამიყვანეს. გადამიყვანეს სამშობიარო ბლოკში და მიბრძანეს დავლოდებოდი. ირგვლივ სიჩუმე იყო. დროდადრო ერთი ექთანი შემოდიოდა და ჩემს მდგომარეობას კითხულობდა.ტკივილები არ გახშირებულა და უბრალოდ ვიწექი და ველოდებოდი. დედაჩემს დავურეკე და ცოტა ხანი ვისაუბრეთ. მე და ჩემი ქმარი განქორწინებულები ვართ, ამიტომ სახლში მხოლოდ მშობლები მელოდნენ.

დამთრგუნველი სიჩუმე ბავშვის ტირილმა დაარღვია. ალბათ ვიღაცამ უკვე იმშობიარა. ნამშობიარები ქალები უფრო შორს იყვნენ პალატებში. ექთანი ისევ შემოვიდა ჩემს სანახავად სანიტართან ერთად და თან ერთმანეთს უყვებოდნენ, თუ როგორ იპოვეს ღამით გარეთ სრულიად გაყინული ახალშობილი.ექთანმა, რომელმაც ის იპოვა, თქვა, რომ ბავშვი ძლივს სუნთქავდა და დასუსტებული იყო სიცივისა და შიმშილისგან.

საწყალი ბავშვი, გავიფიქრე მე. ასეთი პატარა და ასე მარტოსული. ტკივილებმა დაიწყო გაძლიერება. ექიმები მოვიდნენ, დამსვეს და მითხრეს, რომ საშვილოსნო მზად იყო მშობიარობისთვის. დავემორჩილე მათ და ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც მეუბნებოდნენ.როგორც იქნა, ვიმშობიარე, მაგრამ ბავშვი ჩუმად იყო – არ ტიროდა. ექიმები მის გაცოცხლებას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ბოლოს მითხრეს, რომ მშობიარობის დროს გული გაუჩერდა და ამაში დამნაშავე არავინ იყო. დეტალებს აღარ მოვყვები, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

მორალურად განადგურებული და დამსხვრეული ვიყავი. საერთოდ აღარ მინდოდა ცხოვრება. რატომ ჩემი შვილი? მე ხომ ძალიან მინდოდა ის ჩემთან ყოფილიყო? ვერ ვიძინებდი, არავის ნახვა არ მინდოდა და არც ვინმესთან საუბარი.მესმოდა ჩვილების ტირილი და სული მეწვოდა. დერეფანში სასეირნოდ გავედი და მიტოვებული ჩივილის ხმა გავიგე. არ მახსოვს რატომ, მაგრამ მის საწოლთან მივედი. პალატა ცარიელი იყო – მარტო იწვა და ჩხაოდა.

როცა ხელში ავიყვანე, მივხვდი, რომ ვეღარ გავუშვებდი. ის ჩემზე არანაკლებ მარტოსული იყო. ჩავეხუტეთ ერთმანეთს. მე შვილი დავკარგე, ის კი დედის გარეშე დარჩა… შვილად აყვანის პროცესი სწრაფად წავიდა. რამდენიმე დღე საავადმყოფოში დავრჩით. როცა გამომწერეს, ყველა ჩემი ახლობელი გახარებული და ბედნიერი იყო. არავის შეუმჩნევია, რომ საკუთარ პატარასთან ერთად არ გავსულვარ სამშობიაროდან. დიახ, მე მას არ ვთვლი მას უცხო ადამიანად, ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გახდა მსოფლიოში.გარდაცვლილი ქალიშვილი დავკრძალე ყველა წესის დაცვით, ვაჟს კი უდიდესი სიყვარულით ვზრდი ახლაც…”

როგორ ფიქრობთ? სწორად მოიქცა ჩვენი რესპოდენტი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს