3 მეთოდი, როგორ გავაშროთ გარეცხილი ტანსაცმელი სწრაფად

213

მაისურები და შორტები ზაფხულში ნახევარ დღეში შრება. ზოგჯერ ესეც დიდ დროდ გვეჩვენება, თუ გარეცხილი ტანსაცმელი მაშინვე უნდა ჩავიცვათ. არ იდარდოთ, თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდით. Paparazzi გიამბობთ, როგორ გააშროთ ტანსაცმელი სწრაფად. ხრიკები ეფექტურად მუშაობს. თეთრეული თამამად გარეცხეთ, თუ მნიშვნელოვან შეხვედრამდე ცოტა დრო რჩება. ხრიკები განსაკუთრებით გამოადგება მათ, რომლებიც ტანსაცმელს ბოლო წუთს ირჩევენ ან საჭირო ნივთის გარეცხვა მუდმივად ავიწყდებათ!

როგორ გავაშროთ ტანსაცმელი სწრაფად: 3 მეთოდი

  1. ხაოიანი პირსახოცი – სწრაფი და მარტივი მეთოდი სარეცხის გასაშრობად. ტანსაცმელი დააწყვეთ მშრალ ხაოიან პირსახოცზე, რომელიც ტენს კარგად შთანთქავს. რულეტივით დაახვიეთ და ასე გააჩერეთ. პირსახოცი სითხეს სწრაფად შეიწოვს. ამის შემდეგ სუფთა ჰაერზე ან სხვა მეთოდით შეგიძლიათ საბოლოდ გააშროთ. ხრიკი პირსახოცით სხვაგვარად შეგიძლიათ გამოიყენოთ. სველი ტანსაცმელი სარეცხი მანქანის დოლურაში პირსახოცთან ერთად მოათავსეთ და „გაწურვის“ რეჟიმი ჩართეთ. დოლურა დატრიალდება, პირსახოცი მთელ ტენს შეიწოვს და ტანსაცმელი გაშრება!
  2. ფენი – სველი ტანსაცმლის გასაშრობად შესანიშნავი მეთოდია. ფენი ტანსაცმლიდან მცირე დისტანციაზე დაიკავეთ და ცხელი ჰაერით გააშრეთ. უდავოდ, უმჯობესია ნივთი საკიდზე დაკიდოთ და პერიოდულად შეაბრუნოთ.
  3. უთო – სველი ტანსაცმელი გადმოაბრუნეთ, რომ არ დააზიანოთ. გამშრალებამდე დააუთოვეთ. მაქსიმალური რეჟიმის ჩართვა არ იჩქაროთ, რადგან ქსოვილი შეიძლება დაზიანდეს.

თუ ძალიან ჩქარობთ, ტანსაცმლის სწრაფად გასაშრობად სამივე მეთოდი გამოიყენეთ. ჯერ ტანსაცმელი პირსახოცში გაახვიეთ, შემდეგ ფენის ცხელი ჰაერით ორივე მხრიდან დაამუშავეთ, ბოლოს შედეგი დაუთოვებით გაამტკიცეთ. ასე ტანსაცმელს ნახევარ საათში გააშრობთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს