ამბავი იმაზე, თუ როგორ გახდა უშვილო წყვილი მშობელი ორჯერ

553

მინდა მოგითხროთ ჩემს ერთ-ერთ კოლეგაზე, მისი სახელია ირინა. ჩვენ ერთად ვმუშაობდით. ის ძალიან მშვიდი, კეთილი და შრომისმოყვარე გოგონა იყო. ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად 11 წლის განმავლობაში.ძალიან კარგად იყვნენ, უყვარდათ ერთმანეთი, ზრუნავდნენ, მაგრამ ქონდათ ერთი პრობლემა: შვილები არ ჰყავდათ. ამის გამო ირინა სულ მოწყენილი დადიოდა. თურმე ქმართან გამუდმებით ექიმებში დადიოდნენ, მაგრამ ვერ დაადგინეს მიზეზი, რის გამოც მათ შვილი არ ჰყავდათ.

  • ძალიან ბევრ ექიმთან ვიყავით, სხვადასხვა მკურნალებთან და ექიმბაშებთან! არანაირი შედეგი!

ერთხელ ირინამ შემომჩივლა:

  • მერე ამოვწურე აქ ჩემი შესაძლებლობები და სხვა სამსახური ვიპოვე!მას შემდეგ მე და ირინას ორი წელი არ გვინახავს ერთმანეთი. ერთ დღეს ქალთა კლინიკაში მოვხვდი და დავინახე ირინა, რომელიც ორსულად იყო. ძალიან გამიხარდა, გადავეხვიე და მივულოცე. მანაც ბედნიერი სახით მომიყვა იმის შესახებ, რაც მას შეემთხვა.

თურმე მან და მისმა მეუღლემ შეწყვიტეს ყველანაირი ძიება, გააცნობიერეს, რომ საკუთარ შვილს ვერასოდეს გააჩენდნენ და გადაწყვიტეს ბავშვის აყვანა.ბავშვთა სახლიდან აიყვანეს გულის დეფექტის მქონე ბიჭი. საბუთები დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, მთელი რიგი პროცედურები იყო გასავლელი, მაგრამ არ დანებდნენ და ბავშვი მაინც წაიყვანეს სახლში.

მერე სესხი აიღეს და პატარას ოპერაცია გაუკეთეს. ახლა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე აღარაფერი ემუქრება, ის იზრდება და ვითარდება ისევე, როგორც მისი თანატოლები. ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ კი ირინამ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო.

  • ეს ალბათ ღმერთმა დაგვაჯილდოვა იმისთვის, რომ სხვისი ბავშვი გადავარჩინეთ. თუმცა, უკვე არა სხვისი, არამედ ჩვენი ყველაზე ძვირფასი და საყვარელი არსება მსოფლიოში! – თქვა ირინამ ღიმილით.

მე მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვე, ძალიან მომეწონა მათი გადაწყვეტილება.მერე გავიგე, რომ ირინამ ბიჭუნა გააჩინა და თავს კარგად გრძნობს. ასე გახდა უშვილო წყვილი ორი შესანიშნავი ბიჭის მშობელი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს