“დედაჩემს ცალკე უნდოდა ცხოვრება, თუმცა შვილიშვილებიც ყოველდღე უნდოდა ენახა. აი, რა მოვიფიქრე…”

2743

სიბერე – ეს ისაა, რაც, ადრე თუ გვიან, თითოეულ ჩვენგანს ელოდება (თუ, რა თქმა უნდა, გაგვიმართლებს). სამწუხაროდ, ხანში შესვლისას, ზოგიერთი ადამიანი თავის ოჯახსა და ახლობლებს ტვირთად აწვება, რა დროსაც კი იგი მოხუცთა სახლში ხვდება.

რა თქმა უნდა, შეიძლება მოხუცი ნათესავის სახლში მიყვანაც, თუმცა, მისთვის ადგილი ყოველთვის არ გვაქვს. თაობებს შორის კონფლიქტებსაც ვერ გავექცევით. ამერიკელმა კენეტ დუპინმა, როგორც ჩანს, ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა.

ეს ექიმი და ბიზნესმენი დიდხანს ფიქრობდა იმაზე, თუ რითი შეიძლებოდა მოხუცთა სახლის ჩანაცვლება. აი, რა მოიფიქრა. მამაკაცმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა – სკენეტმა დააპროექტა მცირე კოტეჯი, რომელშიც მოხუცი ცხოვრებას შეძლებს.

მოკლედ, სახლის უკანა ეზოში იდგმება ეს პატარა სახლი. უფროსი თაობის წარმომადგენლები შვილებისგან მოშორებით ცხოვრობენ, თუმცაღა, იღებენ საჭირო ზრუნვას, ასევე, აქვთ ახლობლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

თვითონ გამომგონებელი ამ სახლს “ბებიას კოტეჯს” უწოდებს. გარდა კომპაქტურობისამ ამ სახლს სხვა უპირატესობებიც აქვს. მაგალითად, ისინი უკვე სრულყოფილადაა აღჭურვილი. ანუ, შიგნით ყველაფერს იპოვით, რაც ცხოვრებისთვისაა აუცილებელი. უბრალოდ, წყლისა და დენის შეყვანა საჭირო იქნება ძირითადი სახლიდან.

ასევე, აქ იპოვით ტექნიკურ და სამედიცინო მოწყობილობებსაც, რომლებიც ასე აუცილებელია უფროსი თაობისთვის. სახლი სავსეა აღმქმელებითა და გადამცემებით, რომლებიც მთავარ სახლს უამრავ სხვადასხვა მაჩვენებელს გადასცემს. მათ შორისაა ჰაერის ტემპერატურა და ბინადრის არტერიული წნევა.

საშხაპე კაბინაში დამონტაჟებულია სპეციალური სახელურები და დასაჯდომი. ეს მათ თავიდან ააცილებს სხვადასხვა ტრავმას ბანაობის დროს, ასევე, ამ პროცესს გაამარტივებს კიდევაც.

საწოლსაც აქვს თავისი გამორჩეული დეტალი. გარდა იმისა, რომ იგი მოსახერხებელი და ლამაზია, აღჭურვილია მექანიზმითაც, რომელიც სიმაღლეს არეგულირებს.

ადამიანები, რომლებიც ასეთ სახლებში ცხოვრობენ, იღებენ ყველაფერს რისი მიღებაც შეეძლოთ მოხუცთა სახლში, თანაც, ასე ნათესავებთან ახლოს ცხოვრობენ.

მას შემდეგ, რაც კენეტმა ასეთი სახლი თავის ოჯახის წევრს აუშენა და ამის შესახებ ინტერნეტში დაწერა, მას მიმართეს ადამიანებმა, რომლებსაც მსგავსი კოტეჯის შეძენა სურდათ. მამაკაცმა 3 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო.

ახლა, კენეტის იდეის წყალობით, მრავალი მოხუცი ადამიანის ოცნება რეალობად იქცევა. მამაკაცმა ნამდვილად კეთილი საქმე გააკეთა და პატივისცემას იმსახურებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს