ზამთარი და მასთან ერთად სიცივე ახლოვდება. დროა, რომ სახლის მაქსიმალურ დათბუნვაზე იზრუნოთ, რადგან რთული ზამთარი გველოდება. ბევრი რამ უნდა გააკეთოთ, მაგრამ პირველ რიგში, გათბობის სისტემა უნდა გაასწოროთ. კერძოდ, უნდა გაარკვიოთ, რა არის გათბობის ბატარეის თბოგაცემა და როგორ გაზარდოთ. აღმოჩნდა, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. Paparazzi გიამბობთ, როგორ გაზარდოთ გათბობის ბატარეის ეფექტურობა და მაქსიმალურად მუშაობა აიძულოთ.
გათბობის ბატარეის თბოგაცემა – თბოგაცემის გაზრდის სხვადასხვა მეთოდზე გიამბობთ. რაც მთავარია, დიდ ხარჯს არ უკავშირდება. გავარკვიოთ, რა იწვევს ოთახში ტემპერატურის შემცირებას და როგორ მოვაგვაროთ პრობლემა.
- ჭუჭყიანი ბატარეები – მთავარი და ყველაზე უსიამოვნო მიზეზი ნაქაფი და ჟანგია, რომელიც შიგნით გროვდება. მხოლოდ ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს: ბატარეის გაწმენდა. არა მხოლოდ ბატარეა, არამედ მთელი გათბობის სისტემა უნდა გაწმინდოთ. თუ კორპუსში ცხოვრობთ, ეს კომუნალურმა კომპანიამ უნდა გააკეთოს. ამის დამოუკიდებლად გაკეთება არ ღირს. მეზობლებს შეუთანხმდით ან მთავარ სახლს მიმართეთ. სპეციალისტი გამოიძახეთ და სისტემა გაწმინდეთ. ასე თბოგაცემას რამდენჯერმე გაზრდით. სიტყვაზე, თუ სპეციალისტს იძახებთ, მაშინ ბიმეტალური ბატარეები დაამონტაჟეთ. მათ უკეთესი თბოგაცემა აქვთ. ეს შრომატევადი და საკმაოდ ძვირი პროცესია. სწორედ ამიტომ, ახლა სხვა ეტაპზე გადავიდეთ.
- ამრეკლავი ეკრანები – ბევრი სითბო უბრალოდ არსად მიდის. ოთახისკენ რომ მიმართოთ, ამრეკლავი ეკრანები გამოიყენეთ. ის გათბობის სისტემის ეფექტურობას ზრდის. ასეთი კონსტრუქცია ბატარეასა და კედელს შორის ბარიერს ჰგავს, რომელიც ამ შემთხვევაში სითბოს არ იღებს. ქაფიანი პოლიეთილენი ფოლგირებული საფარით შესანიშნავია. ეს ეკრანი ფოლგიანი მხრიდან ბატარეის უკან თავსდება. სითბო, რომელიც ადრე კედელს ათბობდა, ახლა ოთახში შემოვა. ამ მეთოდის უგულებელყოფა არ ღირს. ყველა, ვინც ამრეკლავი ეკრანები დაამონტაჟა, შენაძენს არ ნანობს. ასეთი ეკრანის გამოყენება ტემპერატურის რეჟიმს 2-3 გრადუსით ზრდის. გათბობაზე დახარჯული ენერგია კი საშუალოდ 5%–ით მცირდება.
- ჰაერის მოძრაობა – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. ყველამ იცის, რომ ჰაერის მოძრაობის გაუმჯობესება შენობის სწრაფად გათბობას ხელს უწყობს. მაგალითად, შეგიძლიათ ვენტილატორი გამოიყენოთ, რომელიც ბატარეის მოპირდაპირედ თავსდება და ოთახში თბილ ჰაერს მაქსიმალურად აწვდის. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც თბილი ჰაერის ნორმალურ მიმოქცევას ხელს უშლის, სქელი ფარდებია. ისინი ბატარეებს ხურავენ, ჰაერის მოძრაობას არღვევენ. გამოდის, რომ ბატარეა საკუთარ თავს უფრო ათბობს. ფარდები მოიშორეთ. ჰაერი ბატარეიდან თავისუფლად უნდა გამოვიდეს. ასე ოთახი უფრო დათბება.
რაზე უნდა დაფიქრდეთ წინასწარ – თუ მოულოდნელად ბატარეის მონტაჟს აპირებთ, რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, ბატარეის მონტაჟამდე მის უკან კედლები დათბუნეთ. თუ გაქვთ საშუალება, მაშინვე ფოლადის ეკრანი დაამონტაჟეთ. ბიმეტალური ბატარეები შეიძინეთ. მეორეც, ბატარეის შესასვლელსა და გასასვლელზე ონკანები დაამონტაჟეთ. ასე ნებისმიერ დროს მარტივად გარეცხავთ. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს დამატებით ხარჯებს გამოიწვევს, მაგრამ მომავალში მეტს დაზოგავთ. უმჯობესია, რომ ყველაფერი მონტაჯის ეტაპზე გაითვალისწინოთ, ვიდრე მომავალში დამატებითი ფული და ძალა დახარჯოთ.
ამ რჩევებით სითბოს დაზოგავთ და ბინას მაქსიმალურად ეფექტურად გაათბობთ. მისი დახმარებით, გათბობის ბატარეების თბოგაცემა 10%–ით გაიზრდება. გირჩევთ, რომ ყველა რჩევა კომპლექსურად გამოიყენოთ, რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ. იმედი გვაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო იქნება. ზამთრისთვის ერთად მოვემზადოთ!