მე გამაჩინა ორმა ნამდვილმა ეგოისტმა, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობდნენ ჩემზე

1892

დიახ, დიახ, მე ასე ვფიქრობ! ახლა კი აგიხსნით რატომ:მე მქვია მარიტა. გათხოვილი ვარ, 33 წლის. ამ შაბათ-კვირას მე და ჩემი მეუღლე წავედით აგარაკზე ჩემი ქმრის მშობლებთან.მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩემი დედამთილ-მამამთილი საოცარი ადამიანები არიან. ისეთი ხალისიანები, მხიარულები და ასეთივე ხალხთან ურთიერთობენ. ხუმრობენ, უყურებენ ახალ ფილმებს, კითხულობენ წიგნებს. ბევრი მათგანი ახლაც მუშაობს, ბევრი საინტერესო რამ ესმით. შესანიშნავად იციან თანამედროვე ტექნოლოგიების, ტელეფონების გამოყენება.

ვფიქრობ, რომ ჩემს ქმარს ძალიან გაუმართლა ასეთი მშობლები რომ ჰყავს. მამამთილი 57 წლისაა, დედამთილი კი 55-ის. ჩემმა მშობლებმა კი ხანდაზმულ ასაკში გამაჩინეს და გამუდმებით ვიტანჯებოდი ამით.დედა 45 წლის იყო და იმ პერიოდში ეს იშვიათობა გახლდათ. ბევრი ნაცნობი ფიქრობდა, რომ დედაჩემმა დიდი სისულელე ჩაიდინა. მამა დედაზე სამი წლით უფროსია.საბავშვო ბაღშიც ყველა ბავშვს უკვირდა, რომ მშობლები არასდროს მოდიოდნენ ჩემთან და ბაბუა ან ბებია მაკითხავდნენ.

ძალიან მშურდა სხვა ბავშვების. ისეთი ლამაზი დედები ჰყავდათ: ახალგაზრდა, გამხდარი, მოხდენილები.როდესაც მშობლებს ჩემი მეგობრები საბავშვო ბაღიდან მიყავდათ, მათთან ერთად დარბოდნენ, სრიალებდნენ, ველოსიპედით დაქროდნენ, თამაშობდნენ ფეხბურთს. ჩემი მშობლები კი ცდილობდნენ უფრო და უფრო თბილად ჩაეცმიათ, მხოლოდ ჯანსაღ საკვებს მაჭმევდნენ, გამუდმებით ღელავდნენ ჩემზე და საბავშვო ბაღიდან ეგრევე სახლში მივყავდი.

სულ ეშინოდათ, რომ ავად არ გავმხდარიყავი, არადა ძალიან იშვიათად ვავადდებოდი. თითონ მშობლები იყვნენ ავად. ხან სახსრები სტკიოდათ, ხან თავი, ხან წნევა მატულობდა. მუდმივად მკურნალობდნენ. 15 წლის ასაკში უკვე შემეძლო წნევის გაზომვა და ინექციების გაკეთება და ნებისმიერ ექიმზე უკეთ ვერკვეოდი წამლებში.ჩემს მშობლებს ჩემი დახმარება ახლაც ძალიან ხშირად სჭირდებათ. მათ არ იციან მობილური ტელეფონის გამოყენება, არ შეუძლიათ ინტერნეტით სარგებლობა. გამუდმებით მირეკავენ და მთხოვენ რაღაცის გარკვევას, გადასახადების გადახდას, ინფორმაციის მოძიებას, ექიმთან ჩაწერას.

ჩემს მშობლებს კომუნიკაციაც აკლიათ. დიდი ხანია არ უმუშავიათ, მეგობრები თითქმის არ ჰყავთ, ტელევიზორის ყურებაც ბეზრდებათ და მოუთმენლად ელიან საღამოს: როცა დავურეკავ და რამე ახალს ვეტყვი.ყოველ საღამოს ვურეკავ და თუ ხანდახან დამავიწყდება ამის გაკეთება, ბრაზდებიან და იბუტებიან.დედისა და მამის ხასიათი ბევრად გაუარესდა. როცა მათთან მივდივარ, გამუდმებით მსაყვედურობენ რაღაცის გამო. ან რაღაც გავაკეთე არასწორად, ან არ ვიყიდე წესიერი პროდუქტები.

მსაყვედურობენ, რომ ბევრ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ვყიდულობ, ან არ მოსწონთ ჩემი ვარცხნილობა, ან თმის ახალი ფერი, ან არ მოსწონთ ის, რომ ტელეფონს ძალიან ხშირად ვიყენებ. საერთოდ, გამუდმებით რაღაცაზე ბრალს მაყენებენ, წუწუნებენ და წუწუნებენ ყველაფერზე. თავს ჭირვეული ბავშვების ძიძად ვგრძნობ.მე და ჩემს მეუღლეს ერთი შვილი გვყავს, ის 12 წლისაა. ჩემს ქმარს ძალიან უნდოდა კიდევ ერთი შვილი, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი. რატომ? იმიტომ რომ არ ვიცი როგორ გავზარდო ორი ბავშვი და თან ვიზრუნო მშობლებზე.ნორმალური შაბათ-კვირაც კი არ მაქვს, არც ნორმალური შვებულება.

დედას და მამას მუდმივად სჭირდებათ ექიმებთან მიყვანა, საკვებით, წამლებით მომარაგება. ხშირად ხვდებიან საავადმყოფოებში. მერე გამზადებული საჭმელი უნდა მივუტანო, ექიმებთან ყველაფერი გავარკვიო. კიდევ კარგი, ქალიშვილი წამოიზარდა და თავს უვლის.

ჩემი მეგობარი მეუბნება:

  • იქნებ მაინც გადაწყვიტო მეორე შვილის გაჩენა?
  • არასოდეს და არასდროს! ბავშვი უნდა გააჩინო 30 წლამდე! არ მინდა ჩემი შვილები ისე იტანჯონ, როგორც მე ვიტანჯე. მე გამაჩინა ორმა ნამდვილმა ეგოისტმა, რომლებიც ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და არ ფიქრობდნენ ჩემზე და ჩემს გრძნობებზე.

კიდევ კარგი, რომ ჩემს ქმარს ასეთი ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. მიმაჩნია, რომ მას ძალიან გაუმართლა.ვფიქრობ, რომ მეც გამიმართლა. ჩემი ქმრის მშობლებიც რომ მოხუცები იყვნენ, ალბათ ამას ვერ გავუძლებდი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს