63 წლის დეიდა მყავს. საოცარი ქალია. მასთან გატარებული ყოველი საღამო შთაგონებით მავსებს. ახლახანს ფინანსებზე ვსაუბრობდით. მიამბო, რომ საკუთარი ეკონომიის სისტემა აქვს. მოკრძალებულად ცხოვრობს, ბიუჯეტს მართავს და ვალს არასდროს იღებს. ამან დიდად არ გამაოცა. ასევე დაამატა, რომ ამ 5 ნივთზე ეკონომია კატეგორიულად არ შეიძლება. Paparazzi–მ დეიდა ლიას სია შეაფასა და თქვენც გიზიარებთ.
ეკონომიის სისტემა
- თეთრეული – დეიდამ ეს პუნქტი პირველ ადგილზე დააყენა. „ყველაფერი ამაოა, თუ არაკომფორტული ბიუსჰალტერი გაცვია“ – მითხრა დეიდამ. მის სიტყვებში აზრი არის. კარგ და ხარისხიან თეთრეულში თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობთ. ძვირფასი და კარგად შეკერილი თეთრეულის ტარება სასიამოვნო და მოსახერხებელია. ასე უფრო თავდაჯერებული იქნებით. ლამაზ თეთრეულში თავს დედოფლად იგრძნობთ.
- პარიკმახერი – საკუთარი პარიკმახერის პოვნა ნებისმიერი ქალისთვის მნიშვნელოვანია. არა უბრალოდ სახლთან ახლოს სილამაზის სალონში წასვლა, არამედ კარგი ოსტატის პოვნა. დეიდა ამბობს, რომ ვარცხნილობა ერთ–ერთი მთავარი ნიშანია, როგორ ექცევა ქალი საკუთარ თავს. ასაკის მატებასთან ერთად თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სწორედ ამიტომ, დაზოგვა არ ღირს. პროფესიონალი არა მხოლოდ წარმატებულ ვარცხნილობას გაგიკეთებთ, არამედ თმის საშუალებებს შეგირჩევთ.
- სტომატოლოგი – დეიდა ამ პუნქტს ხაზს უსვამს. „ძვირფასო, სტომატოლოგზე ფული არასდროს დაზოგო. სჯობს ძვირი გადაიხადო, მაგრამ საიმედო მომსახურება მიიღო“. ახალგაზრდობაში კბილების გაფრთხილებას არ გვასწავლიან, სულ ტყუილად. თუ მაქსიმალურად იზრუნებთ, ნაკლები ფული დაგჭირდებათ. სწორედ ამიტომ, სტომატოლოგს რეგულარულად ეწვიეთ და პრობლემები მოაგვარეთ, სანამ კატასტროფად გადაიქცევა. ახალი კბილები არ გაიზრდება, ამიტომ იზრუნეთ იმაზე, რაც გაქვთ.
- დასვენება – სრულფასოვან დასვენებას ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ. არადა მნიშვნელოვანია! დასვენება ძალების აღდგენასა და დამუხტვაში გვეხმარება. ხშირად უარის მიზეზად ფულის უქონლობას ვასახელებთ. აუცილებელი არაა, რომ საზღვარგარეთ დაისვენოთ. ტყეში გასეირნება ან ქალაქგარეთ რამდენიმე დღით წასვლაც კარგია. საკუთარ თავს დასვენების და ძალების მოკრეფის დრო მიეცით. ასე ორგანიზმი გაძლიერდება და ეფექტურად იმუშავებთ.
- სახლში გარემო – ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სახლში გარემო ჩვენზე ძლიერ გავლენას ახდენს. სახლი ყოველთვის მყუდრო, სუფთა და კომფორტული უნდა იყოს. ეს თავისთავად სასიცოცხლო ძალებს გვმატებს. სახლი ჩვენი უსაფრთხო ადგილია, სადაც აურზაურს გავურბივართ. თუ სახლში დაბრუნება არ მოგწონთ, სასწრაფოდ რაღაც უნდა შეცვალოთ. ძვირადღირებული რემონტი აუცილებელი არაა. ნივთები სიხარულს უნდა განიჭებდეთ. ერთი შეხედვით, წვრილმანზე საკუთარ თავს უარი არ უთხრათ. ყველა ეს ნივთი თქვენი ენერგიის ადგილი გახდება.
დეიდასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ მისი ეკონომიის სისტემა საკუთარ თავთან სიყვარულია. თუ საკუთარ თავს აფასებთ, სხეულსა და სულზე ზრუნავთ, ცხოვრება უფრო ბედნიერი გახდება. მთელ ფულს ვერ დაზოგავთ, ხოლო პირდაპირ ახლა უნდა იცხოვროთ და ისიამოვნოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს